მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ

მუხლი 3. ფიზიკური პირისთვის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭება, შეწყვეტა, შეჩერება, აღდგენა

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ფიზიკური პირისთვის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერების, აღდგენის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერი.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილება არის მუნიციპალიტეტისთვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილება.

3.მუნიციპალიტეტის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად აუცილებელი ფინანსური რესურსების ოდენობა განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით.

4.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, ახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.

5.ფიზიკურ პირს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი ენიჭება, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს: ა) არის საქართველოს მოქალაქე; ბ) რეგისტრირებულია მაღალმთიან დასახლებაში; გ) ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში ჯამში 9 თვის ან 9 თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრობს მაღალმთიან დასახლებაში. თუ მაღალმთიანი დასახლება ზღვის დონიდან 2000 მეტრის სიმაღლეზე ან მის ზევით მდებარეობს, ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული მაღალმთიან დასახლებაში ფაქტობრივად ცხოვრების ვადაა კალენდარული წლის განმავლობაში ჯამში 6 თვე ან 6 თვეზე მეტი.

6.მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი უწყდება, თუ: ა) გარდაიცვალა; ბ) შეიცვალა რეგისტრაციის მისამართი (გარდა აღნიშნული პირის სხვა მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრაციის შემთხვევისა); გ) დატოვა მაღალმთიანი დასახლება, თუ ეს იწვევს ამ მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნის დარღვევას, გარდა ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა; დ) დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა.

7.ფიზიკური პირი მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსს ინარჩუნებს, თუ მან მაღალმთიანი დასახლება მკურნალობის ან წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის მიზნით, გარკვეული ვადით დატოვა ან თუ მას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

8.ფიზიკურ პირს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი უჩერდება, თუ: ა) სასამართლომ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა; ბ) მაღალმთიანი დასახლება უმაღლესი ან პროფესიული განათლების მიღების მიზნით დატოვა და აღარ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნას.

9.ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფიზიკურ პირს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი უჩერდება მის მიმართ საბოლოო ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადის გასვლის დღიდან. ფიზიკურ პირს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი აღუდგება, თუ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან განთავისუფლების შემდეგ 1 თვის განმავლობაში ფაქტობრივად ცხოვრობდა მაღალმთიან დასახლებაში.

10.ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფიზიკური პირისთვის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის შეჩერებასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ფიზიკურ პირს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი აღუდგება, თუ სწავლის დასრულების/შეწყვეტის შემდეგ 1 თვის განმავლობაში ფაქტობრივად ცხოვრობდა მაღალმთიან დასახლებაში.

11.მუნიციპალიტეტის მერი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აქტის გამოცემის შემდეგ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერების, აღდგენის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილების მიღებიდან 1 კვირის ვადაში.

12.მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის შესახებ ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად აისახება მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრებ პირთა რეესტრში. მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრებ პირთა რეესტრის წარმოების წესს ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

13.ადმინისტრაციული ორგანოები ვალდებული არიან, ამ მუხლით განსაზღვრული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი ინფორმაცია მიაწოდონ შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერს.

14.მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის, მათ შორის, ფიზიკური პირის მაღალმთიან დასახლებაში ფაქტობრივად ცხოვრების დადგენის წესი, აგრეთვე აღნიშნულ პროცედურებთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც დამატებით რეგულირებას საჭიროებს, განისაზღვრება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესით, რომელსაც დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონი №1252 - ვებგვერდი, 29.07.2017წ. საქართველოს 2020 წლის 9 ივნისის კანონი №6032 – ვებგვერდი, 19.06.2020წ. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3526 – ვებგვერდი, 12.10.2023წ. საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №488 – ვებგვერდი, 16.04.2025წ. საქართველოს 2026 წლის 16 სექტემბრის კანონი №1862/5 – ვებგვერდი, 16.09.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №12 · ძალაშია 18 სექ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 16 სექ. 2026

    მე-4 პუნქტში დარგობრივი ზედამხედველობის განმახორციელებელი სამინისტროს სახელწოდება შეიცვალა და ახლა არის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.

  2. · გამოქვეყნდა 16 აპრ. 2025

    მე-4 პუნქტში დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებაზე დარგობრივი ზედამხედველობის განმახორციელებელი სამინისტროს დასახელება შეიცვალა და ახლა ის რეგიონული განვითარების სამინისტროა.

  3. მე-7 პუნქტში სტატუსის შენარჩუნების საფუძვლად დასახელებულია მკურნალობის ან წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის მიზნით დასახლების დატოვება, ხოლო პატიმრობის შემთხვევის ფორმულირებაში დაემატა სიტყვა „მას“.

  4. მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტს დაემატა წესი, რომლის მიხედვით 2000 მეტრზე ან მის ზევით მდებარე მაღალმთიან დასახლებაში ფაქტობრივად ცხოვრების ვადაა წელიწადში ჯამში 6 თვე ან მეტი; ზოგადი 9-თვიანი ვადა უცვლელია.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4 (და…10823¹609112413129703
მითითებამნიშვნელობით ახლოსმაღალმთიანი რეგიონების…საქართველოს ოკუპირებულ…საქართველოს ტყის კოდექ…უცხოელთა და მოქალაქეობ…გადასახადების ადმინისტ…საერთაშორისო დაცვის შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა