„ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 13 (დანართი 1). ნაგავსაყრელის აირების მართვა

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 6 აგვ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელზე განთავსებული ნარჩენებიდან აირების გაფრქვევის დასადგენად ნაგავსაყრელის ოპერატორი ვალდებულია ჩაატაროს კვლევა. ყველა ნაგავსაყრელზე, სადაც ხდება ბიოდეგრადირებადი ნარჩენების განთავსება და აირების გამოყოფა, უნდა დამონტაჟდეს ნაგავსაყრელის აირების შეგროვების სისტემა.

2.აირების გამოყოფის შემთხვევაში უნდა მოხდეს აირების დაჭერა აირების შემკრები ისეთი სისტემის საშუალებით, რომელიც დაგროვილ აირებს გამოიყენებს ენერგიის აღსადგენად ან დაწვავს ჩირაღდნის სისტემის გამოყენებით.

3.აირების სადრენაჟო სისტემის მოსაწყობად გამოყენებული მასალები უნდა იყოს მდგრადი ნაგავსაყრელის მიერ გაფრქვეულ აირებში არსებული ნივთიერებების მიმართ და უზრუნველყოს აირების შეკავება და გადაადგილება მათი დამუშავების ადგილამდე.

4.ყველა შემთხვევაში, ნაგავსაყრელის აირების შეგროვება, დამუშავება და გამოყენება უნდა მოხდეს ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოს, მათ შორის გათვალისწინებული უნდა იქნას კლიმატზე ზემოქმედების ფაქტორები.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 14 აგვ. 2015-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2123723 (დ…35 (დ…28 (დ…938 (და…20 (დ…19 (დ…3 (და…13 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსნაგავსაყრელის მოწყობის…ნარჩენების მართვის კოდ…მუნიციპალური ნარჩენები…სახიფათო ნარჩენების შე…რადიოაქტიური ნარჩენები…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №4 · ბოლოს შემოწმდა