Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკა„ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზემუხლი 20 (დანართი 1)

„ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 20 (დანართი 1). სადრენაჟო სისტემა ( სადრენაჟო ფენა )

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 6 აგვ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.სადრენაჟო სისტემა განკუთვნილია ნაგავსაყრელის ფსკერიდან გამონაჟონის შესაგროველად და მოსაშორებლად. სადრენაჟო სისტემა უნდა შედგებოდეს ჰორიზონტალური სადრენაჟო ფენისა და სადრენაჟო მილების ქსელისგან და ჰქონდეს შემდეგი ფიზიკური მახასიათებლები: ა)  ჰორიზონტალური სადრენაჟო ფენა შედგება 0.50 მ-ზე მეტი სისქის მქონე გარეცხილი ხრეშის ფენისგან 1x10 -3 მ/წმ-ის ტოლი ან მეტი ფილტრაციის კოეფიციენტით, ნაგავსაყრელის ხანგრძლივი ექსპლუატაციის პროცესში და დატვირთვის პირობებში საკუთარი ფუნქციისა და მდგრადობის შენარჩუნების მიზნით. სადრენაჟო ფენაში გამოყენებული მასალის გრანულომეტრული შემადგენლობა უნდა მერყეობდეს 16-32 მმ-ის ფარგლებში. გადახრის შემთხვევაში ფორების ფრაქციის მაქსიმალური მოცულობა უნდა იყოს 16-32 მმ-ის ფარგლებში. სადრენაჟო მასალაში კალციუმის კარბონატის შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს წონის 20%-ს; ბ)  ჰორიზონტალური მილსადენის ქსელი უზრუნველყოფს გამონაჟონის მოშორებას ნაგავსაყრელის ფსკერიდან. იქ, სადაც შესაძლებელია, ჰორიზონტალური მილსადენის მოხვეულ მონაკვეთებთან უნდა მოეწყოს საკონტროლო ჭები. გათვალისწინებული უნდა იყოს მათი სათანადო ფუნქციონირების აუცილებლობა ნაგავსაყრელის სასიცოცხლო ციკლის ოპერირებისა და დახურვის შემდგომი მოვლის ეტაპების დროს. ჰორიზონტალური მილსადენის მოსაწყობად გამოყენებული მილები და შემაერთებელი კომპონენტები უნდა შეესაბამებოდნენ გამონაჟონის განსხვავებულ ნაკადებს, ჰქონდეთ საკმარისი სტრუქტურული სიმყარე და სადრენაჟო სისტემის ფუნქციაზე გამონაჟონის ქიმიური და ბიოლოგიური ზემოქმედების მიმართ გამძლეობა; გ) ნაგავსაყრელის ფსკერიდან გამონაჟონის გამყვანი მილსადენი, რათა მაქსიმალურად იქნეს თავიდან აცილებული მისი შეღწევა ნაგავსაყრელის საფენის სისტემაში.

2.სადრენაჟო ქსელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა)  ნაგავსაყრელის ფსკერიდან გამონაჟონის, მათ შორის გამონაჟონი ნაწილაკების, შეგროვებას და გამოტანას, მინიმუმ 1x10 -3 მ/წმ სიჩქარით; ბ)  ადვილი ექსპლოატაცია, ტექნიკური მომსახურება და შემოწმება; გ)  გამონაჟონთან დაკავშირებული მყარი ნაწილაკებით ან გამონაჟონის ქიმიური ნალექით გამოწვეული გაჭედვის შემთხვევების თავიდან  აცილება.

3.სადრენაჟო ქსელი უნდა შედგებოდეს, სულ მცირე, 300 მმ დიამეტრის მქონე მილებისგან, რომელთა ზედაპირის ორ მესამედს აქვს ჭრილები ან ნაპრალები მილებში გამონაჟონის მოსახვედრად მილსადენის ტრაექტორიის მინიმალურ განივ და გრძივ დაქანებებზე დინების  მინიმალური სიჩქარის უზრუნველსაყოფად ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.  მაქსიმალური დაშორება მილებს შორის უნდა იყოს  30 მ. სადრენაჟო მილებს და მათი შეერთების ადგილებს უნდა ჰქონდეთ ნაგავსაყრელით გამოწვეული დატვირთვის, დეფორმაციის და პერიოდულად მაღალი წნევით რეცხვის გაძლების უნარი.

4.დრენაჟის საკონტროლო ჭები უნდა დაპროექტდეს სატკეპნი მანქანებით გამოწვეული დროებითი დატვირთვებისა და ნარჩენების მასების  შიდა ბიოლოგიური პროცესებით ტემპერატურის არარეგულარული მატებით გამოწვეული დროებითი ტემპერატურული ზემოქმედებების გათვალისწინებით. სათანადო სამშენებლო ზომების მიღების შემთხვევაში სადრენაჟე მილსადენის დაწევა არ უნდა განსხვავდებოდეს ნაგავსაყრელის ფსკერის დაწევისგან. საკონტროლო ჭები უნდა მოეწყოს ნარჩენების განთავსების პროცესში გამონაჟონის წარმატებით მართვისა და მოშორების მიზნით.

5.გამონაჟონის დროებით შენახვის მიზნით გათვალისწინებული უნდა იქნეს შემკრები ავზის მოწყობა.

6.უნდა მოეწყოს ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობა, ნარჩენი წყლების გადინების ობიექტი და სატუმბი სადგური, რომელიც უზრუნველყოფს ნაგავსაყრელის ფსკერსა და ნარჩენების დაგროვების ადგილებში წარმოქმნილი გამონაჟონის რეცირკულაციას ან მის მიმართვას ნაგავსაყრელის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ არსებული ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობისკენ, რომელსაც ექნება ნაგავსაყრელის გამონაჟონის მიღებისა და გაწმენდის შესაძლებლობა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 14 აგვ. 2015-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 19 (დანართი 1)შემდეგი მუხლი 21 (დანართი 1)

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 6 აგვ. 2025 · №4

  • 1 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

„ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

  • 26 (დანართი 1)სადრენაჟო სისტემა
  • 23 (დანართი 1)აირების შეგროვების სისტემა
  • 21 (დანართი 1)ზედა საიზოლაციო სისტემა

„მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების წესის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

  • 3 (დანართი 1)ტერმინთა განმარტება

სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 23წყალარინება
  • 22ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენი

წყლის შესახებ

  • 21სანიტარიული დაცვის ზონები

საზღვაო კოდექსი

  • 70

ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ

  • 41 (დანართი 1)მიჯნის ზონა
  • 43 (დანართი 1)სამეზობლო მიჯნის ზონაში შეჭრა
  • 31 (დანართი 1)ზელოკალური და ლოკალური საინჟინრო ინფრასტრუქტურისთვის განკუთვნილი ტერიტორია და ობიექტები

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

  • 30სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
307021232226 (დ…23 (დ…21 (დ…3 (და…41 (დ…43 (დ…31 (დ…20 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსნაგავსაყრელის მოწყობის…მუნიციპალური ნარჩენები…სასმელი წყლის მიწოდები…წყლის შესახებსაზღვაო კოდექსიტერიტორიების გამოყენებ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 6 აგვ. 2025 · რედაქცია №4 · ბოლოს შემოწმდა 22 ოქტ. 2026