სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

მუხლი 22. ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენი

რედაქცია №38 კონსოლიდირებული · 27 ნოე. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მიმწოდებელი ვალდებულია გამართულ მდგომარეობაში იქონიოს და საჭიროებისამებრ განავითაროს ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენი.

2.გამართულ მდგომარეობაში იქონიოს ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენის შემადგენელი ქსელი, მოწყობილობები და სხვა სახის ელემენტები (დანადგარები).

3.მიმწოდებლის მიერ ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენის პერიოდული შემოწმება უნდა განხორციელდეს შესაბამის ორგანოებთან შეთანხმებით, რაზედაც დგება შესაბამისი ოქმი, რომელიც დასტურდება შემოწმებაში მონაწილე პირების ხელმოწერებით.

4.ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენი და მისი შემადგენელი ქსელი, მოწყობილობები და სხვა სახის დანადგარების არამიზნობრივი გამოყენება დაუშვებელია შესაბამის ორგანოებთან წინასწარ შეთანხმების გარეშე. ხანძარსაწინააღმდეგო ქსელი, მოწყობილობები და სხვა სახის ელემენტები (დანადგარები) დაცული უნდა იყოს არამიზნობრივი გამოყენებისაგან.

5.ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენებისათვის ერთი განშტოების არსებობის შემთხვევაში სავალდებულოა მოეწყოს შემომვლელი ხაზი, ხოლო პირდაპირ ხაზზე – ურდული ბრჯენით, რომელიც შესაძლებელია გაიხსნას მხოლოდ ხანძრის შემთხვევაში. მისი კვეთი და გამტარუნარიანობა უნდა აკმაყოფილებდეს ხანძრის ჩასაქრობად საჭირო წყლის ხარჯს. ხანძრის ჩასაქრობად დახარჯული წყალი დაერიცხება აბონენტს, ხოლო დამღის ახსნა უნდა ეცნობოს მიმწოდებელს.

6.თუ შენობა (ობიექტი) აღჭურვილია გაერთიანებული ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგების სისტემით, მაშინ შემყვანზე, რომელზეც დამონტაჟებულია წყალმზომი, აუცილებლად უნდა მოეწყოს წყალმზომის შემომვლელი ხაზი, დაკეტილი დამღადადებული ურდულით.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. მიმწოდებელი ვალდებულია გამართულ მდგომარეობაში იქონიოს და საჭიროებისამებრ განავითაროს ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენი. 2. გამართულ მდგომარეობაში იქონიოს ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენის შემადგენელი ქსელი, მოწყობილობები და სხვა სახის ელემენტები (დანადგარები). 3. მიმწოდებლის მიერ ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენის პერიოდული შემოწმება უნდა განხორციელდეს შესაბამის ორგანოებთან შეთანხმებით, რაზედაც დგება შესაბამისი ოქმი, რომელიც დასტურდება შემოწმებაში მონაწილე პირების ხელმოწერებით. 4. ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენი და მისი შემადგენელი ქსელი, მოწყობილობები და სხვა სახის დანადგარების არამიზნობრივი გამოყენება დაუშვებელია შესაბამის ორგანოებთან წინასწარ შეთანხმების გარეშე. ხანძარსაწინააღმდეგო ქსელი, მოწყობილობები და სხვა სახის ელემენტები (დანადგარები) დაცული უნდა იყოს არამიზნობრივი გამოყენებისაგან. 5. ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენებისათვის ერთი განშტოების არსებობის შემთხვევაში სავალდებულოა მოეწყოს შემომვლელი ხაზი, ხოლო პირდაპირ ხაზზე – ურდული ბრჯენით, რომელიც შესაძლებელია გაიხსნას მხოლოდ ხანძრის შემთხვევაში. მისი კვეთი და გამტარუნარიანობა უნდა აკმაყოფილებდეს ხანძრის ჩასაქრობად საჭირო წყლის ხარჯს. ხანძრის ჩასაქრობად დახარჯული წყალი დაერიცხება აბონენტს, ხოლო დამღის ახსნა უნდა ეცნობოს მიმწოდებელს. 6. თუ შენობა (ობიექტი) აღჭურვილია გაერთიანებული ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგების სისტემით, მაშინ შემყვანზე, რომელზეც დამონტაჟებულია წყალმზომი, აუცილებლად უნდა მოეწყოს წყალმზომის შემომვლელი ხაზი, დაკეტილი დამღადადებული ურდულით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 1 დეკ. 2008-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
235226 (დ…268267134145132922
მნიშვნელობით ახლოსსასმელი წყლის მიწოდები…წყლის რესურსების მართვ…საქართველოს სივრცის და…განსაკუთრებული მნიშვნე…სამოქალაქო უსაფრთხოები…ენერგეტიკისა და წყალმო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №38 · ბოლოს შემოწმდა