„ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 26 (დანართი 1). სადრენაჟო სისტემა

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 6 აგვ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სადრენაჟო სისტემის დანიშნულებაა ნაგავსაყრელზე განთავსებული ნარჩენების დაცვა მასში წვიმისა და ზედაპირული წყლის მოხვედრისაგან.

2.სადრენაჟო სისტემა უნდა შედგებოდეს შემდეგი ელემენტებისაგან: ა) ჰორიზონტალური სადრენაჟო ფენა, რომელიც აკმაყოფილებს ქვედა სადრენაჟო ფენისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებს; ბ) სადრენაჟო მილები, რომლებიც უზრუნველყოფენ მინერალური საფარის ფენიდან ან გეომემბრანიდან  ზედაპირული წყლების შეგროვებას და გაყვანას.

3.სადრენაჟო სისტემამ უნდა გაუძლოს რეკულტივაციის ფენის დატვირთვასა და ზემოქმედებას და გააგრძელოს ფუნქციონირება ტკეპნისა და დაშლის შედეგად ნარჩენების მასის დაწევის პირობებში.

4.სადრენაჟო სისტემა უნდა დაპროექტდეს ისე, რომ: ა) გაუძლოს 10%-ზე მეტი ალბათობის მქონე ინტენსიური ნალექების შედეგად ჩამოყალიბებულ ზედაპირულ ჩამონადენს; ბ)  უზრუნველყოს ნაკადის სტაბილურობა; გ) იყოს ცვეთაგამძლე; დ) აკმაყოფილებდეს ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე სისტემის ზამთრის პირობებში ოპერირების მოთხოვნებს; ე) აკმაყოფილებდეს დაუბინძურებელი წყლისა და ნაგავსაყრელზე არსებული ნარჩენების  კონტაქტის თავიდან აცილების მიზნით წვიმისა და შეგროვილი წყლის ეფექტიანად გადინებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს.

5.ნაგავსაყრელის ტერიტორიისა და ნაგავმზიდი სატვირთო მანქანების სამოძრაო გზების გარშემო უნდა მოეწყოს სადრენაჟო არხები ან ამრიდი ბერმები, რომლებიც შეასრულებენ ნაგავსაყრელის პოტენციურად დაბინძურებული ადგილებიდან ზედაპირული და ატმოსფერული წყლების მიღების ფუნქციას.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 14 აგვ. 2015-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

„ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
702322320 (დ…23 (დ…21 (დ…20 (დ…3 (და…19 (დ…291326 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსნაგავსაყრელის მოწყობის…სასმელი წყლის მიწოდები…მუნიციპალური ნარჩენები…საზღვაო კოდექსიწყლის რესურსების მართვ…ნიადაგის დაცვის შესახე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №4 · ბოლოს შემოწმდა