Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაზღვაო კოდექსიმუხლი 70

საზღვაო კოდექსი

მუხლი 70

რედაქცია №42 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026
თემები:პორტის ოპერაციებისაზღვაო უსაფრთხოებასაერთაშორისო საზღვაოდაბინძურების კონტროლიდაბინძურების კონტროლიტრანსსასაზღვრო ხელშეკრულებები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12344¹55¹5²67

1.საზღვაო ნავსადგური არის იმ სანავსადგურე ინფრასტრუქტურის ერთობლიობა, რომელიც განლაგებულია განსაზღვრულ გეოგრაფიულ ადგილზე და რომელშიც შეიძლება მდებარეობდეს ერთი ან ერთზე მეტი სანავსადგურე ერთეული.

2.სანავსადგურე ერთეულის ტერიტორია მოიცავს მისთვის გამოყოფილ სახმელეთო ტერიტორიას, ხოლო აკვატორია − მისთვის გამოყოფილ ზღვის სივრცეს.

3.სანავსადგურე ერთეული უზრუნველყოფს სანავსადგურე ერთეულის ტერიტორიისა და აკვატორიის მზადყოფნას უსაფრთხო ნაოსნობისთვის.

4.საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში და ყველა საზღვაო ნავსადგურში გემების მოძრაობის მომსახურებას უზრუნველყოფს სააგენტო თავისი სტრუქტურული ერთეულის მეშვეობით, „ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის დაცვის შესახებ“ 1974 წლის საერთაშორისო კონვენციის, მისი 1988 წლის ოქმის, ცვლილებათა გათვალისწინებით, V თავის მოთხოვნათა შესაბამისად.

4¹.საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში და ყველა საზღვაო ნავსადგურში გემების მოძრაობის სისტემის ფუნქციონირებისა და კონტროლის წესები განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ნორმატიული აქტით.

5.სანავსადგურე ერთეულის ტერიტორიაზე და აკვატორიაში ხორციელდება შემოსული გემების დატვირთვა-გადმოტვირთვა, მომსახურება, საწვავით მომარაგება, ტექნიკური მომსახურება და შეკეთება, ტვირთის სატრანსპორტო-საექსპედიტორო, შენახვის, დაგროვების, შეფუთვისა და საწყობში განთავსების ოპერაციები, მისი ერთი სახეობის ტრანსპორტიდან მეორე სახეობის ტრანსპორტზე გადატვირთვა, მგზავრთა მომსახურების, ტვირთის, ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის ოპერაციები და სხვა.

5¹.სანავსადგურო მომსახურების მისაღებად საქართველოს ნავსადგურებში ფუნქციონირებს საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემა, რომლითაც განმცხადებელი ასრულებს ანგარიშგების ვალდებულებას. განმცხადებელს საზღვაო ერთი ფანჯრის  სისტემაში შესაბამისი ინფორმაცია შეაქვს მხოლოდ ერთხელ, გემის ნავსადგურში შესვლისას, აგრეთვე გემის ნავსადგურიდან გასვლისას. საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს სააგენტო, რომელიც პასუხისმგებელია ნავსადგურებში საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემით მომსახურების გაწევის კოორდინაციისა და ადმინისტრირებისთვის. ყველა სხვა კომპეტენტური ორგანო მონაწილეობს საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის ფუნქციონირებაში და ახორციელებს თავისი საქმიანობის კოორდინირებას სააგენტოსთან. საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის განვითარებისა და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებისა და შესრულებისთვის პასუხისმგებელი ორგანოა საზღვაო ერთი ფანჯრის მმართველი კომიტეტი.

5².საქართველოს მთავრობა დადგენილებით ამტკიცებს „საქართველოს ნავსადგურებში საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის ფუნქციონირებისა და მართვის წესს“.

6.საქართველოს იმ საზღვაო ნავსადგურების ნუსხას, რომლებიც ღიაა უცხო ქვეყნების გემებისათვის, განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა და იგი ქვეყნდება „ზღვაოსანთა უწყებებში“. ამ ნუსხის გამოქვეყნებას უზრუნველყოფს სააგენტო.

7.სამხედრო ნავსადგურების შექმნისა და ფუნქციონირების საკითხი რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით. საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.91 საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4222 – ვებგვერდი, 10.03.2011წ. საქართველოს 2013 წლის 24 სექტემბრის კანონი №1286 – ვებგვერდი, 08.10.2013წ. საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4622 - ვებგვერდი, 23.12.2015წ. საქართველოს 2022 წლის 10 მაისის კანონი №1547 – ვებგვერდი, 24.05.2022წ. საქართველოს 2024 წლის 15 მაისის კანონი №4165 – ვებგვერდი, 29.05.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №39 · ძალაშია 1 ოქტ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 ოქტ. 2024· გამოქვეყნდა 29 მაი. 2024
  2. 24 მაი. 2022

    მე-3 პუნქტში შეიცვალა მხოლოდ სიტყვა „ნაოსნობისთვის“-ის მართლწერა. მე-5 პუნქტში ოპერაციათა განხორციელების ადგილად ახლა სანავსადგურე ერთეულის ტერიტორია და აკვატორიაა დასახელებული, ხოლო ოპერაციათა ჩამონათვალი ახლებურადაა ჩამოყალიბებული.

  3. 1 აპრ. 2016· გამოქვეყნდა 23 დეკ. 2015
  4. 8 ოქტ. 2013

    70-ე მუხლის მე-6 ნაწილში უცხო ქვეყნების გემებისთვის ღია ნავსადგურების ნუსხის განმსაზღვრელი ორგანო საქართველოს პრეზიდენტის ნაცვლად საქართველოს მთავრობაა.

  5. 15 აპრ. 2011· გამოქვეყნდა 10 მარ. 2011
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 69³შემდეგი მუხლი 71

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ნავის ავარიები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • პორტის ადმინისტრაცია1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • პორტის მომსახურების ხელშეკრულებები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საზღვაო დაზღვევა1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

არმაზ ძირკვაძე

არმაზ ძირკვაძე

კომერციული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 23 ივნ. 2026 · №42

  • 5 ცვლილება · ბოლო 29 მაი. 2024
  • 10 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საზღვაო კოდექსი

  • 80
  • 76
  • 71

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 114³საზღვაო უსაფრთხოების წესებისა და საზღვაო უშიშროების წესების დარღვევა
  • 114¹⁵სანავსადგურე ერთეულისა და ნავსადგურის ტერიტორიაზე მდებარე ნავთობის/გაზის ტერმინალის ადმინისტრაციის მიერ საზღვაო უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევა
  • 114⁶სანავსადგურე ერთეულის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საზღვაო უშიშროების წესების დარღვევა

მეზღვაურთა შრომის შესახებ

  • 4კომპეტენტური ორგანოს და სააგენტოს უფლებამოსილებანი
  • 27ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლი

სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ

  • 20 (დანართი 1)
  • 23 (დანართი 1)

მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

  • 63ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლი

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ

  • 26სასაზღვრო რეჟიმი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
114³114¹⁵114⁶807671266320 (დ…23 (დ…42770
მნიშვნელობით ახლოსსაზღვაო კოდექსისაქართველოს ადმინისტრა…მეზღვაურთა შრომის შესა…სახელმწიფო საზღვრის რე…მეზღვაურთა განათლებისა…საქართველოს სახელმწიფო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 23 ივნ. 2026 · რედაქცია №42 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026