სამრეწველო ემისიების შესახებ

მუხლი 22. საქმიანობის შეწყვეტა

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საქმიანობის განმახორციელებელმა ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის შეწყვეტამდე უნდა შეაფასოს საქმიანობის განხორციელების ადგილზე სახიფათო ნივთიერებებით ნიადაგისა და მიწისქვეშა წყლების დაბინძურების მდგომარეობა.

2.თუ დადგინდება, რომ საქმიანობის განხორციელებამ გამოიწვია ნიადაგის ან/და მიწისქვეშა წყლების საბაზისო ანგარიშით დადგენილ მდგომარეობაზე მეტად დაბინძურება, საქმიანობის განმახორციელებელმა უნდა მიიღოს საჭირო ზომები ამ დაბინძურების აღმოსაფხვრელად, რათა უზრუნველყოს საქმიანობის განხორციელების ადგილის საბაზისო ანგარიშში მითითებულ მდგომარეობამდე აღდგენა, ტექნიკურად განხორციელებადობის შესაძლებლობის შემთხვევაში.

3.თუ საქმიანობის განმახორციელებელს საბაზისო ანგარიშის მომზადება არ მოეთხოვება, მან საქმიანობის შეწყვეტისას უნდა მიიღოს საჭირო ზომები, რომ საქმიანობის განხორციელების ადგილი ნიადაგის ან/და მიწისქვეშა წყლების დაბინძურების გამო მნიშვნელოვან საფრთხეს აღარ უქმნიდეს ადამიანის ჯანმრთელობას ან გარემოს.

4.ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის მფლობელი ვალდებულია, საქმიანობის შეწყვეტამდე სულ მცირე 6 თვით ადრე, შეატყობინოს სააგენტოს საქმიანობის შეწყვეტის განზრახვის შესახებ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2024 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
25⁸17392325241147132484261922
მითითებამნიშვნელობით ახლოსსამრეწველო ემისიების შ…ნავთობისა და გაზის შეს…ნარჩენების მართვის კოდ…გარემოსდაცვითი შეფასებ…გარემოს დაცვის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №4 · ბოლოს შემოწმდა