1.ნებისმიერმა საწარმომ, რომელიც ამ კანონის ამოქმედებამდე მიღებული ავტორიზაციით ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ საქმიანობას, უნდა გააგრძელოს ასეთი საქმიანობის განხორციელება აღნიშნული ავტორიზაციით დაკისრებული პირობების საფუძველზე ახალი ავტორიზაციის ამ კანონით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად გაცემამდე. ამასთანავე, ასეთი საწარმო (გარდა წარმოების ლიცენზიატისა, ამ მუხლის მე-2 პუნქტითა და ამ კანონის 159-ე და 160-ე მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) ვალდებულია ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში მიმართოს კომისიას ამ კანონით დადგენილი წესით ავტორიზაციის მიზნით.
1¹.თუ ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატი, რომელიც ამ კანონის 73-ე მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად გათავისუფლებულია გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევებასა და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულების ვალდებულებისგან, ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მიმართავს კომისიას ავტორიზაციის მიზნით, მაგრამ ვერ დააკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სალიცენზიო პირობებსა და მოთხოვნებს, კომისია იღებს ზომებს ბუნებრივი გაზის მომხმარებლებისთვის სათანადო ხარისხის მომსახურების გაწევის უზრუნველსაყოფად.
1².ამ მუხლის 1
1
პუნქტით გათვალისწინებული ზომების მიღების მიზნით კომისია უზრუნველყოფს დროებითი ღონისძიებების შემუშავებას, მათ შორის, სატარიფო მეთოდოლოგიაში სათანადო ცვლილებების შეტანას, რათა ხელი შეუწყოს შესაბამისი აქტივების ისეთი ლიცენზიატების მიერ ოპერირებას, რომლებიც უზრუნველყოფენ მომხმარებლებისთვის მომსახურების გაწევას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
2.სისტემის კომერციული ოპერატორი, ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის მიხედვით შესაბამისი ბაზრის ოპერატორის ჩამოყალიბებამდე და შესაბამისი ლიცენზიის გაცემამდე, აგრეთვე ამ კანონის ამოქმედებამდე თუ მის შემდეგ, გარდამავალ პერიოდში ელექტროენერგიით ან ბუნებრივი გაზით ვაჭრობის მონაწილე პირები, რეგულირებული საწარმოები თავიანთ უფლება-მოვალეობებს ახორციელებენ ამ კანონის 168-ე მუხლით გათვალისწინებული ნორმატიული აქტებით, ხოლო მათი გაუქმების შემთხვევაში – ამავე კანონის საფუძველზე მიღებული შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.
3.ამ კანონის ამოქმედების შემდეგ ავტორიზაციაზე ნებისმიერი ახალი მოთხოვნა კომისიამ უნდა განიხილოს ამ კანონით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
4.წყალმომარაგების ლიცენზიის მაძიებელი 2031 წლის 31 დეკემბრამდე სალიცენზიო განაცხადის წარდგენისას არ არის ვალდებული, კომისიას წარუდგინოს ამ კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის შემცველი დოკუმენტი. კომისია ვალდებულია წყალმომარაგების ლიცენზიის მაძიებლის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე შესაბამისი გადაწყვეტილებით განსაზღვროს აღნიშნული დოკუმენტის მისთვის წარდგენის გონივრული ვადა, რომელიც არ უნდა იყოს 3 წელზე ნაკლები.
საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 30.12.2021წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ნებისმიერმა საწარმომ, რომელიც ამ კანონის ამოქმედებამდე მიღებული ავტორიზაციით ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ საქმიანობას, უნდა გააგრძელოს ასეთი საქმიანობის განხორციელება აღნიშნული ავტორიზაციით დაკისრებული პირობების საფუძველზე ახალი ავტორიზაციის ამ კანონით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად გაცემამდე. ამასთანავე, ასეთი საწარმო (გარდა წარმოების ლიცენზიატისა, ამ მუხლის მე-2 პუნქტითა და ამ კანონის 159-ე და 160-ე მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) ვალდებულია ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში მიმართოს კომისიას ამ კანონით დადგენილი წესით ავტორიზაციის მიზნით.11. თუ ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატი, რომელიც ამ კანონის 73-ე მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად გათავისუფლებულია გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევებასა და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულების ვალდებულებისგან, ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მიმართავს კომისიას ავტორიზაციის მიზნით, მაგრამ ვერ დააკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სალიცენზიო პირობებსა და მოთხოვნებს, კომისია იღებს ზომებს ბუნებრივი გაზის მომხმარებლებისთვის სათანადო ხარისხის მომსახურების გაწევის უზრუნველსაყოფად.12. ამ მუხლის 11პუნქტით გათვალისწინებული ზომების მიღების მიზნით კომისია უზრუნველყოფს დროებითი ღონისძიებების შემუშავებას, მათ შორის, სატარიფო მეთოდოლოგიაში სათანადო ცვლილებების შეტანას, რათა ხელი შეუწყოს შესაბამისი აქტივების ისეთი ლიცენზიატების მიერ ოპერირებას, რომლებიც უზრუნველყოფენ მომხმარებლებისთვის მომსახურების გაწევას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.2. სისტემის კომერციული ოპერატორი, ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის მიხედვით შესაბამისი ბაზრის ოპერატორის ჩამოყალიბებამდე და შესაბამისი ლიცენზიის გაცემამდე, აგრეთვე ამ კანონის ამოქმედებამდე თუ მის შემდეგ, გარდამავალ პერიოდში ელექტროენერგიით ან ბუნებრივი გაზით ვაჭრობის მონაწილე პირები, რეგულირებული საწარმოები თავიანთ უფლება-მოვალეობებს ახორციელებენ ამ კანონის 168-ე მუხლით გათვალისწინებული ნორმატიული აქტებით, ხოლო მათი გაუქმების შემთხვევაში – ამავე კანონის საფუძველზე მიღებული შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.3. ამ კანონის ამოქმედების შემდეგ ავტორიზაციაზე ნებისმიერი ახალი მოთხოვნა კომისიამ უნდა განიხილოს ამ კანონით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.4. წყალმომარაგების ლიცენზიის მაძიებელი 2031 წლის 31 დეკემბრამდე სალიცენზიო განაცხადის წარდგენისას არ არის ვალდებული, კომისიას წარუდგინოს ამ კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის შემცველი დოკუმენტი. კომისია ვალდებულია წყალმომარაგების ლიცენზიის მაძიებლის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე შესაბამისი გადაწყვეტილებით განსაზღვროს აღნიშნული დოკუმენტის მისთვის წარდგენის გონივრული ვადა, რომელიც არ უნდა იყოს 3 წელზე ნაკლები.საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 30.12.2021წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №6 · ძალაშია 30 დეკ. 2021-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 1
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
161-ე მუხლს დაემატა 1¹, 1² და მე-4 პუნქტები გაზის განაწილების ლიცენზიატის ავტორიზაციის შედეგებისა და წყალმომარაგების ლიცენზიის მაძიებლის დოკუმენტის წარდგენის შესახებ.
მითითებამნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…ელექტრონული კომუნიკაცი…ბუნებრივი გაზის მიწოდე…ნავთობისა და გაზის შეს…მაუწყებლობის შესახებეროვნული მარეგულირებელ…
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №15 · ბოლოს შემოწმდა