Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგადასახადების ადმინისტრირების შესახებმუხლი 11 (დანართი 1)

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

მუხლი 11 (დანართი 1). ელექტრონული რეგისტრაცია

რედაქცია №400 კონსოლიდირებული · 8 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1233²3³3⁴3⁵44¹55¹66¹77¹8910

1.შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის კომუნიკაცია (მათ შორის, დეკლარირება) შესაძლებელია განხორციელდეს ელექტრონული ფორმით, ონლაინ რეჟიმში, შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის www.rs.ge (შემდეგში – სამსახურის ვებგვერდი), ასევე – გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის www.eservices.rs.ge (შემდეგში – ავტორიზებული მომხმარებლის გვერდი) გამოყენებით.

2.სამსახურის ვებგვერდის, ასევე ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის მეშვეობით – პირის მიერ ელექტრონული ფორმით შედგენილი და წარდგენილი დოკუმენტი/წერილი არ საჭიროებს ხელმოწერას/კვალიფიციურ ელექტრონულ ხელმოწერას/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმას. ამასთან, საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით შექმნილი და გაგზავნილი დოკუმენტი/წერილი არ საჭიროებს უფლებამოსილი პირის ხელმოწერას. ამ პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტს/წერილს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წერილობითი ფორმით წარდგენილ/გაგზავნილ, პირადი ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებულ დოკუმენტს/წერილს.

3.ელექტრონული ფორმით კომუნიკაციაზე გადასვლა, გარდა ამ მუხლის 3​ 1 და 3 2 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხორციელდება გადასახადის გადამხდელის მიერ ვიდეოზარით/დისტანციური იდენტიფიკაციის სერვისით მიმართვის ან №I-07 დანართის შესაბამისად წარდგენილი განცხადების საფუძველზე. ცალკეულ შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, ვიდეოზარით/დისტანციური იდენტიფიკაციის სერვისით მიმართვის ნაცვლად პირს მოსთხოვოს №I-07 დანართის შესაბამისი განცხადების წარდგენა. 3​ 1 . მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული სუბიექტებისთვის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის აქტივაცია ხორციელდება ავტომატურად საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭებისთანავე, რა დროსაც პირს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს  ელექტრონული პორტალის შექმნისთვის დაფიქსირებულ ტელეფონის ნომერზე მოკლეტექსტური შეტყობინებით ეგზავნება ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გამოსაყენებელი სახელწოდებისა და პაროლის შესახებ ინფორმაცია.

3².ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირების (ფიზიკური პირის შემთხვევაში, მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირის   მომართვისას, მომსახურების გაწევის ადგილზე  ვიზიტით გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირად რეგისტრაციასთან ერთად) საგადასახადო აღრიცხვის თაობაზე მიმართვა ამავდროულად წარმოადგენს ელექტრონული ფორმით კომუნიკაციაზე გადასვლის მოთხოვნას. საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭებისას პირი ავტომატურად გადადის კომუნიკაციის ელექტრონულ ფორმაზე. პირს საგადასახადო აღრიცხვისას დაფიქსირებულ ტელეფონის ნომერზე მოკლეტექსტური შეტყობინების სახით ეგზავნება ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გამოსაყენებელი  სახელწოდებისა და დროებითი პაროლის შესახებ ინფორმაცია, რომელიც უნდა შეცვალოს პირმა სისტემაში შესვლისთანავე. გარდა ამისა, საგადასახადო აღრიცხვის თაობაზე ფიზიკური პირის ვიდეოზარით/დისტანციური იდენტიფიკაციის სერვისით მიმართვა ასევე წარმოადგენს ელექტრონული ფორმით კომუნიკაციაზე გადასვლის საფუძველს.

3³.ამ მუხლის მე-3 - 3​ 2 პუნქტების შესაბამისად,  ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე რეგისტრაციის მიზნით, გადასახადის გადამხდელის მიერ მიეთითება საქართველოში რეგისტრირებული მობილური ტელეფონის ნომერი, რომელიც საგადასახადო/საბაჟო ორგანოსთვის წარმოადგენს გადასახადის გადამხდელთან კომუნიკაციის საკონტაქტო მობილური ტელეფონის ნომერს (შემდეგში – საკონტაქტო ტელეფონის ნომერი) და გადასახადის გადამხდელის სურვილისამებრ – ელექტრონული ფოსტის მისამართი (შემდეგში – საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მისამართი). საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მისამართი საგადასახადო/საბაჟო ორგანოსთვის წარმოადგენს გადასახადის გადამხდელის იდენტიფიცირების საშუალებას.

3⁴.საგადასახადო/საბაჟო ორგანოსთვის გადასახადის გადამხდელთან საკონტაქტოდ ასევე შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მატერიალურ/ელექტრონული ფორმით წარდგენილ განცხადებაში/მოთხოვნაში/საჩივარში გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით საკონტაქტოდ დაფიქსირებული ტელეფონის ნომერი, რომელიც გამოიყენება იმ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, რაზეც წარდგენილია განცხადება/მოთხოვნა/საჩივარი.

3⁵.საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ  გადასახადის გადამხდელთან  სატელეფონო კომუნიკაციისას, გარდა ამ მუხლის 3 3 -3 4 პუნქტებით განსაზღვრული საკონტაქტო/დამატებითი ტელეფონის ნომერზე კომუნიკაციისა, პირის იდენტიფიცირების საშუალებას წარმოადგენს საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე ან საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მისამართზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გაგზავნილი  მოკლევადიანი, ერთჯერადი კოდის დადასტურება.

4.ელექტრონული ფორმით კომუნიკაციაზე გადასვლის შესახებ განცხადებაში უნდა აღინიშნოს: ა) გადასახადის გადამხდელის დასახელება/სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო ნომერი; ბ) საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მისამართი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); გ) (ამოღებულია - 21.06.2022, №195); დ) გადასახადის გადამხდელის/მისი წარმომადგენლის ხელმოწერა.

4¹.გადასახადის გადამხდელის მიერ ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე რეგისტრაციის მიზნით მითითებული მონაცემები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საგადასახადო/საბაჟო კანონმდებლობით შემოსავლების სამსახურისთვის განსაზღვრული უფლება - მოვალეობების შესრულების მიზნით.

5.ელექტრონული ფორმით კომუნიკაციაზე გადასვლის შესახებ გადასახადის გადამხდელის განცხადების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში საგადასახადო ორგანო უზრუნველყოფს გადასახადის გადამხდელის გადაყვანას კომუნიკაციის ელექტრონულ ფორმაზე და მოკლე ტექსტური შეტყობინებით აცნობებს მას ავტორიზაციის შესახებ. თუ განცხადება არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელს უგზავნის წერილობით უარს განცხადების დაკმაყოფილებაზე.

5¹.სამსახურის ვებგვერდზე ავტორიზაციის (მათ შორის,  ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე ორბიჯიანი ავტორიზაციის) წესს  განსაზღვრავს შემოსავლების სამსახურის უფროსი.

6.ელექტრონული ფორმით კომუნიკაციისას გამოსაყენებელი სახელწოდებისა და პაროლის დაკარგვის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია ვიდეოზარის/დისტანციური იდენტიფიკაციის სერვისის/სამსახურის ვებგვერდის/განცხადების მეშვეობით მიმართოს საგადასახადო ორგანოს აღნიშნული სახელწოდების/პაროლის აღდგენის მიზნით.

6¹.ელექტრონული ფორმით კომუნიკაციისას გამოსაყენებელი სახელწოდებისა და პაროლის დაკარგვის შემთხვევაში მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული ისეთი სუბიექტებისთვის (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა და ისეთი სუბიექტებისა, რომელთაც ჰყავთ ერთი ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი), რომელთაც შექმნილი აქვთ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდი, შემოსავლების სამსახურის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გამოსაყენებელი სახელწოდების/პაროლის აღდგენის უფლებამოსილება აქვს მხოლოდ საჯარო სამართლის იურიდიული პირის  – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის მართვაზე უფლებამოსილ ხელმძღვანელ პირს, რომლის  შესახებ ინფორმაციაც  შემოსავლების სამსახურს მიეწოდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის  – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.

7.საკონტაქტო ტელეფონის ნომრის ან/და საკონტაქტო  ელექტრონული ფოსტის მისამართის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეცვლის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელი ვალდებულია ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე მიუთითოს ახალი საკონტაქტო  ტელეფონის  ნომერი ან/და საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მისამართი.

7¹.მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული ისეთი სუბიექტებისთვის (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა და ისეთი სუბიექტებისა, რომელთაც ჰყავთ ერთი ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი), რომელთაც შექმნილი აქვთ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდი, შემოსავლების სამსახურის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე დაფიქსირებული საკონტაქტო ტელეფონის ნომრის ცვლილების უფლებამოსილება აქვს მხოლოდ  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის მართვაზე უფლებამოსილ ხელმძღვანელ პირს, რომლის შესახებ ინფორმაციაც  შემოსავლების სამსახურს მიეწოდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის  – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.

8.გადასახადის გადამხდელთან ელექტრონული ფორმით კომუნიკაცია წყდება მხოლოდ ამ ინსტრუქციის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე ამ გადასახადის გადამხდელისათვის ლიკვიდირებული/გარდაცვლილი გადამხდელის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში.

9.ელექტრონული ფორმით კომუნიკაცია შესაძლოა შეიზღუდოს/აღდგეს შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევებში.

10.საგადასახადო/საბაჟო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელთან სატელეფონო/ელექტრონული კომუნიკაციისას, გამოიყენოს ვიდეო/აუდიო ჩანაწერების, ფოტოგადაღების და ამ მონაცემთა აღრიცხვის ტექნიკური საშუალებები, რომლის შენახვისა და გამოყენების წესს ადგენს შემოსავლების სამსახურის უფროსი. დანართი №I-07 საგადასახადო ორგანოს დასახელება გადასახადის გადამხდელის დასახელება გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი გადასახადის გადამხდელის მისამართი განცხადება ელექტრონული ფორმით კომუნიკაციის შესახებ გთხოვთ, გადამიყვანოთ კომუნიკაციის ელექტრონულ ფორმაზე საგადასახადო ორგანოსთან საკონტაქტო მობილური ტელეფონის ნომერია .................................... და ელექტრონული ფოსტის მისამართია .......................... გადასახადის გადამხდელი: (ხელმოწერა) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №487 - ვებგვერდი, 29.12.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №305 - ვებგვერდი, 09.10.2019წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №306 - ვებგვერდი, 09.10.2019წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №416 - ვებგვერდი, 27.12.2019წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 აპრილის ბრძანება №102 - ვებგვერდი, 01.05.2020წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 21 ივნისის ბრძანება №195 - ვებგვერდი, 22.06.2022წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 18 ოქტომბრის ბრძანება №358 -  ვებგვერდი, 19.10.2022წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 22 ნოემბრის ბრძანება №439 - ვებგვერდი, 27.11.2023წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №366 - ვებგვერდი, 12.11.2024წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 27 თებერვლის ბრძანება №61 - ვებგვერდი, 02.03.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №392 · ძალაშია 2 მარ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 30 ნოე. 2023 – 1 დეკ. 2023 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 10 (დანართი 1)შემდეგი მუხლი 11¹ (დანართი 1)

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 8 ოქტ. 2026 · №400

  • 25 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 7 (დანართი 1)

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 12 (დანართი 1)ელექტრონული ფორმით კომუნიკაცია
  • 17¹ (დანართი 1)საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმა
  • 17² (დანართი 1)საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარის თქმა

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 44მიმოწერა გადასახადის გადამხდელთან
  • 66გადასახადის გადამხდელად აღრიცხვა
  • 67საგადასახადო დეკლარაცია

,,მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 6ინფორმაციის გაცემა და მის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების წესი
  • 10განცხადებისა და დოკუმენტების წარდგენა, პირობითი განცხადება
  • 20²განცხადებისა

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ

  • 4³დაინტერესებული პირის მიერ მომსახურების გაწევისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტების ელექტრონული სახით წარდგენა

უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 58განცხადების წარდგენის წესი

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

  • 18²საგადასახადო ან/და სხვა ვალდებულების სხვა პირის მიერ შესრულება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4³61020²18²4466677 (და…12 (დ…17¹ (…17² (…5811 (დანართი 1)
მითითებამნიშვნელობით ახლოსგადასახადების ადმინისტ…საქართველოს საგადასახა…,,მეწარმეთა და არასამე…საჯარო სამართლის იურიდ…უძრავ ნივთებზე უფლებათ…საქართველოს საბიუჯეტო …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 8 ოქტ. 2026 · რედაქცია №400 · ბოლოს შემოწმდა 21 ოქტ. 2026