Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაელექტრონული კომუნიკაციების შესახებმუხლი 64

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

მუხლი 64. გარდამავალი დებულებანი

რედაქცია №50 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026
თემები:GDPR/კონფიდენციალურობის შესაბამისობამარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობატელეკომუნიკაციები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345677¹8910111213141516171819202122

1.ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში კომისია ახდენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი ყველა ლიცენზირებული პირის ავტომატურ ავტორიზაციას ამ კანონის შესაბამისად და გასცემს სათანადო მოწმობებს, აგრეთვე ახდენს იმ პირების კუთვნილი ლიცენზიების ამ კანონის შესაბამისად მოდიფიცირებას, რომლებიც სარგებლობენ ამოწურვადი რესურსით.

2.ყველა პირი, რომელიც ამოწურვად რესურსს იყენებს შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით, ვალდებულია ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა.

3.ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემაზე გადასვლა განხორციელდეს 2011 წლის 1 იანვრამდე, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული წესით. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ოპერატორები, საუწყებო ქსელების მფლობელი პირები და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლები ვალდებული არიან საკუთარი ხარჯებით უზრუნველყონ ქსელის სისტემათა შესაბამისობა ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასთან.

4.(ამოღებულია - 28.12.2005, №2564) ;

5.საქართველოს მთავრობამ 2009 წლის 1 მაისამდე საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარუდგინოს „საფოსტო კავშირის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი.

6.ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონი.

7.კომისიამ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში მიიღოს შემდეგი ნორმატიული აქტები: ა) „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში უნივერსალური მომსახურების შესახებ“; ბ) „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ დამტკიცების შესახებ; გ) „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის რეგლამენტის“ დამტკიცების თაობაზე; დ) „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების“ დამტკიცების თაობაზე; ე) „მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების“ დამტკიცების თაობაზე; ვ) „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ დამტკიცების თაობაზე.

7¹.კომისიამ 2012 წლის 1 თებერვლამდე: ა) მიიღოს დადგენილება „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ დამტკიცების შესახებ; ბ) „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებ ის დამტკიცების შესახებ “ დადგენილება შეუსაბამოს ამ კანონს.

8.ავტორიზაციის სისტემაზე სრულყოფილად გადასვლამდე, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელი ყველა ლიცენზიის მფლობელმა, რომელიც თავის საქმიანობაში იყენებს რადიოსიხშირულ სპექტრს (გარდა სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელებისა და იმ ლიცენზიის მფლობელებისა, რომლებსაც რადიოსიხშირეები მიენიჭათ შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით, ან სახელმწიფო თავდაცვის, უშიშროების, მართლწესრიგის დაცვის და ეკოლოგიური მონიტორინგის ღონისძიებათა ჩასატარებლად საკომუნიკაციო სპეციალური ქსელების ორგანიზებისათვის), „რადიოსxიშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ დამტკიცების შესახებ“ კომისიის ნორმატიული აქტის მიღებამდე, ეს რადიოსიხშირეები გამოიყენოს მხოლოდ მის ლიცენზიაში განსაზღვრული საქმიანობისათვის.

9.ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი და ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოში აღიარებული ევროპული ჰარმონიზებული სტანდარტები განსაზღვრულია „რადიოდანადგარებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების სერტიფიცირების რეგლამენტით“.

10.(ამოღებულია – 08.04.2011, №4526 ).

11.(ამოღებულია - 27.06.2008, №67).

12.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ძალადაკარგულად ცნოს „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში უნივერსალური მომსახურების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №10 დადგენილება.

13.(ამოღებულია - 01.08.2014, №2632).

14.უნივერსალური მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით გახსნილ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სპეციალურ ანგარიშზე არსებული თანხა მიიმართოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

15.(ამოღებულია - 27.06.2008, №67).

16.კომისიამ 2011 წლის 1 მაისამდე მიიღოს დადგენილება „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ“.

17.ამ კანონით გათვალისწინებული რესურსით სარგებლობის ლიცენზიის იმ მფლობელებმა, რომლებსაც პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა განსაზღვრული არ აქვთ, პრაქტიკული საქმიანობა დაიწყონ 2011 წლის 1 სექტემბრამდე.

18.პირები, რომლებზედაც 2012 წლის 1 თებერვლამდე ამ კანონის საფუძველზე კომისიის მიერ გაცემული იყო ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია ან რომლებსაც ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება მინიჭებული ჰქონდათ კომისიის გადაწყვეტილებით, ინარჩუნებ ენ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებას ლიცენზიის მოქმედების/ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული შესაბამისი ვადის განმავლობაში.

19.საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა 2015 წლის 1 სექტემბრამდე სათანადო აქტით განსაზღვროს ინფორმაციის რეალურ დროში მიწოდების ტექნიკური შესაძლებლობის არქიტექტურა და შესაბამისი ინტერფეისები.

20.იმ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება, რომელსაც ავტორიზებული პირები შიდატექნოლოგიური ან/და დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით იყენებენ და რომლით სარგებლობის ლიცენზიაც მიღებულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2011 წლის 8 აპრილის №4526-Iს კანონის ამოქმედებამდე მოქმედი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-10 პუნქტის საფუძველზე, აღნიშნული ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდგომი პერიოდისთვის მოიპოვება ამ კანონის 47 1 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით, კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე მინიჭებით. ამ პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ მისი მოქმედების ვადა არ გრძელდება.

21.კომისია ამ კანონის 26-ე და 27-ე მუხლებით დადგენილი წესით, 2026 წლის 1 იანვრამდე შეისწავლის იმ ოპერაციას, რომლითაც ხდება ამ კანონით გათვალისწინებული ავტორიზებული პირის/ლიცენზიის მფლობელის წილის ან აქციების ან/და აქტივების პირდაპირი ან არაპირდაპირი შეძენა ან იმ პირთა შერწყმა, რომელთაგან ერთი მაინც არის ამ პუნქტით განსაზღვრული პირი, ხოლო მეორე არ არის ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს ეკონომიკური აგენტი, მიუხედავად იმისა, არის თუ არა აღნიშნული ოპერაცია „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული კონცენტრაცია.

22.ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის მფლობელ ავტორიზებულ პირს, რომელსაც, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 27.02.2014, სარეგისტრაციო კოდი:

320110000.05.001.017341) მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის ფორმირებისათვის უსასყიდლოდ მიენიჭა საჭირო რადიოსიხშირული რესურსი 10 წლის ვადით და რომელიც რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობს ამ კანონით დადგენილი წესით, რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების ვადა გაუგრძელდეს იმავე პირობებით ერთხელ, უსასყიდლოდ, 10 წლით, კომისიის მიერ მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით მიღებული გადაწყვეტილებით. აღნიშნულმა ავტორიზებულმა პირმა რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების ვადის გაგრძელების შესახებ განცხადებით უნდა მიმართოს კომისიას ამ უფლების ვადის ამოწურვამდე 1 თვით ადრე. საქართ ველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კან ონი №2564 - სსმ I, №4, 18.01.2006 წ., მუხ.34 საქართველოს 2006 წლის 8 დეკემბრის კანონი №3921 - სსმ I, №46, 13.12.2006 წ., მუხ.310 საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №67 - სსმ I, №12, 14.07.2008 წ., მუხ.89 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №888 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.292 საქართველოს 2011 წლის 8 აპრილის კანონი №4526 - ვებგვერდი, 02.05.2011წ. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5546– ვებგვერდი, 30.12.2011წ. საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2632 - ვებგვერდი, 12.08.2014წ. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3929 - ვებგვერდი, 15.07.2015წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1929 – ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7131 – ვებგვერდი, 21.09.2020წ. საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი 460 – ვებგვერდი, 17.04.2025წ.

რედაქციების შედარება

1. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში კომისია ახდენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი ყველა ლიცენზირებული პირის ავტომატურ ავტორიზაციას ამ კანონის შესაბამისად და გასცემს სათანადო მოწმობებს, აგრეთვე ახდენს იმ პირების კუთვნილი ლიცენზიების ამ კანონის შესაბამისად მოდიფიცირებას, რომლებიც სარგებლობენ ამოწურვადი რესურსით. 2. ყველა პირი, რომელიც ამოწურვად რესურსს იყენებს შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით, ვალდებულია ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა. 3. ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემაზე გადასვლა განხორციელდეს 2011 წლის 1 იანვრამდე, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული წესით. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ოპერატორები, საუწყებო ქსელების მფლობელი პირები და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლები ვალდებული არიან საკუთარი ხარჯებით უზრუნველყონ ქსელის სისტემათა შესაბამისობა ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასთან. 4. (ამოღებულია - 28.12.2005, №2564) ; 5. საქართველოს მთავრობამ 2009 წლის 1 მაისამდე საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარუდგინოს „საფოსტო კავშირის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი. 6. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონი. 7. კომისიამ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში მიიღოს შემდეგი ნორმატიული აქტები: ა) „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში უნივერსალური მომსახურების შესახებ“; ბ) „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ დამტკიცების შესახებ; გ) „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის რეგლამენტის“ დამტკიცების თაობაზე; დ) „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების“ დამტკიცების თაობაზე; ე) „მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების“ დამტკიცების თაობაზე; ვ) „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ დამტკიცების თაობაზე. 7 1 . კომისიამ 2012 წლის 1 თებერვლამდე: ა) მიიღოს დადგენილება „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ დამტკიცების შესახებ; ბ) „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებ ის დამტკიცების შესახებ “ დადგენილება შეუსაბამოს ამ კანონს. 8. ავტორიზაციის სისტემაზე სრულყოფილად გადასვლამდე, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელი ყველა ლიცენზიის მფლობელმა, რომელიც თავის საქმიანობაში იყენებს რადიოსიხშირულ სპექტრს (გარდა სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელებისა და იმ ლიცენზიის მფლობელებისა, რომლებსაც რადიოსიხშირეები მიენიჭათ შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით, ან სახელმწიფო თავდაცვის, უშიშროების, მართლწესრიგის დაცვის და ეკოლოგიური მონიტორინგის ღონისძიებათა ჩასატარებლად საკომუნიკაციო სპეციალური ქსელების ორგანიზებისათვის), „რადიოსxიშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ დამტკიცების შესახებ“ კომისიის ნორმატიული აქტის მიღებამდე, ეს რადიოსიხშირეები გამოიყენოს მხოლოდ მის ლიცენზიაში განსაზღვრული საქმიანობისათვის. 9. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი და ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოში აღიარებული ევროპული ჰარმონიზებული სტანდარტები განსაზღვრულია „რადიოდანადგარებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების სერტიფიცირების რეგლამენტით“. 10 . (ამოღებულია – 08.04.2011, №4526 ). 11. (ამოღებულია - 27.06.2008, №67). 12. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ძალადაკარგულად ცნოს „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში უნივერსალური მომსახურების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №10 დადგენილება. 13. (ამოღებულია - 01.08.2014, №2632). 14. უნივერსალური მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით გახსნილ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სპეციალურ ანგარიშზე არსებული თანხა მიიმართოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. 15. (ამოღებულია - 27.06.2008, №67). 16. კომისიამ 2011 წლის 1 მაისამდე მიიღოს დადგენილება „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ“. 17. ამ კანონით გათვალისწინებული რესურსით სარგებლობის ლიცენზიის იმ მფლობელებმა, რომლებსაც პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა განსაზღვრული არ აქვთ, პრაქტიკული საქმიანობა დაიწყონ 2011 წლის 1 სექტემბრამდე. 18 . პირები, რომლებზედაც 2012 წლის 1 თებერვლამდე ამ კანონის საფუძველზე კომისიის მიერ გაცემული იყო ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია ან რომლებსაც ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება მინიჭებული ჰქონდათ კომისიის გადაწყვეტილებით, ინარჩუნებ ენ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებას ლიცენზიის მოქმედების/ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული შესაბამისი ვადის განმავლობაში. 19. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა 2015 წლის 1 სექტემბრამდე სათანადო აქტით განსაზღვროს ინფორმაციის რეალურ დროში მიწოდების ტექნიკური შესაძლებლობის არქიტექტურა და შესაბამისი ინტერფეისები. 20. იმ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება, რომელსაც ავტორიზებული პირები შიდატექნოლოგიური ან/და დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით იყენებენ და რომლით სარგებლობის ლიცენზიაც მიღებულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2011 წლის 8 აპრილის №4526-Iს კანონის ამოქმედებამდე მოქმედი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-10 პუნქტის საფუძველზე, აღნიშნული ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდგომი პერიოდისთვის მოიპოვება ამ კანონის 47 1 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით, კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე მინიჭებით. ამ პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ მისი მოქმედების ვადა არ გრძელდება. 21. კომისია ამ კანონის 26-ე და 27-ე მუხლებით დადგენილი წესით, 2026 წლის 1 იანვრამდე შეისწავლის იმ ოპერაციას, რომლითაც ხდება ამ კანონით გათვალისწინებული ავტორიზებული პირის/ლიცენზიის მფლობელის წილის ან აქციების ან/და აქტივების პირდაპირი ან არაპირდაპირი შეძენა ან იმ პირთა შერწყმა, რომელთაგან ერთი მაინც არის ამ პუნქტით განსაზღვრული პირი, ხოლო მეორე არ არის ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს ეკონომიკური აგენტი, მიუხედავად იმისა, არის თუ არა აღნიშნული ოპერაცია „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული კონცენტრაცია. საქართ ველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კან ონი №2564 - სსმ I, №4, 18.01.2006 წ., მუხ.34 საქართველოს 2006 წლის 8 დეკემბრის კანონი №3921 - სსმ I, №46, 13.12.2006 წ., მუხ.310 საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №67 - სსმ I, №12, 14.07.2008 წ., მუხ.89 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №888 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.292 საქართველოს 2011 წლის 8 აპრილის კანონი №4526 - ვებგვერდი, 02.05.2011წ. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5546– ვებგვერდი, 30.12.2011წ. საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2632 - ვებგვერდი, 12.08.2014წ. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3929 - ვებგვერდი, 15.07.2015წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1929 – ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7131 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.

ამ მუხლის ისტორია· 11

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 17 აპრ. 2025
  2. 21 სექ. 2020
  3. 1 მარ. 2018· გამოქვეყნდა 11 იან. 2018
  4. 1 აგვ. 2015· გამოქვეყნდა 15 ივლ. 2015
  5. 26 აგვ. 2014· გამოქვეყნდა 12 აგვ. 2014
  6. 1 თებ. 2012· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2011
  7. 16 მაი. 2011· გამოქვეყნდა 2 მაი. 2011
  8. 29 დეკ. 2008
  9. 28 ივლ. 2008· გამოქვეყნდა 14 ივლ. 2008
  10. 13 დეკ. 2006
  11. 18 იან. 2006
წინა მუხლი 63შემდეგი მუხლი 64¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ელექტრონული კომერციის შესაბამისობა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ელექტრონული კომუნიკაციების ავტორიზაცია (ComCom)სერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო სამართლის იურისტი | ხელოვნური ინტელექტისა და საავტორო უფლებების მკვლევარი | უმაღლესი განათლების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-10 · №50

0
ციტირებულია მუხლი
11
ცვლილება
ბოლო 2025-04-17
3
რედაქცია
5
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 11მუხლი 2მუხლი 36მუხლი 47¹კონკურენციის შესახ… 11

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 18ერთიანი ავტორიზაციის წესი
  • 1კანონის გამოყენების სფერო

სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ

  • 15გარდამავალი დებულებები

მაუწყებლობის შესახებ

  • 76გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ

  • 20კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებები

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

  • 24ამ კანონის ამოქმედებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებები

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ

  • 33გარდამავალი დებულებანი

წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ

  • 29გარდამავალი დებულებები

მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

  • 69გარდამავალი დებულებები

ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ

  • 11გარდამავალი დებულებები

თავისუფლების ქარტია

  • 14გარდამავალი დებულებანი

სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ

  • 9—

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
201123647¹181247669111133291564
მითითებამნიშვნელობით ახლოსელექტრონული კომუნიკაცი…კონკურენციის შესახებსატელეკომუნიკაციო ინფრ…მაუწყებლობის შესახებეროვნული მარეგულირებელ…სახელმწიფო შესყიდვების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026