Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებმუხლი 12

სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ

მუხლი 12. უფლებამოსილი ორგანოს (კომისიის) მიერ დავის განხილვა

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 13 ივნ. 2023
თემები:საწარმოს ღირებულების განსაზღვრაარბიტრაჟიკომუნალური მიერთებებისამშენებლო ხელშეკრულებებიდეველოპმენტი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.ავტორიზებულ პირსა და ინფრასტრუქტურის ოპერატორს შორის წარმოშობილ დავას განიხილავს კომისია. ამასთანავე, თუ ინფრასტრუქტურის ოპერატორი ავტორიზებული პირი არ არის, კომისია დავას განიხილავს შესაბამისი დარგის მარეგულირებელ ორგანოსთან ან/და შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოსთან წერილობითი კონსულტაციის საფუძველზე.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსულტაციის გასამართავად კომისია დავასთან დაკავშირებულ მასალებს უგზავნის შესაბამისი დარგის მარეგულირებელ ორგანოს ან/და შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც საკუთარ მოსაზრებას კომისიას სათანადო მასალების მიღებიდან 1 თვის ვადაში წარუდგენს.

3.თუ საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულზე მეტი ვადაა საჭირო, შესაბამისი დარგის მარეგულირებელი ორგანო ან/და შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო ამის შესახებ კომისიას აცნობებს. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში აღნიშნული ორგანოს მიერ საკუთარი მოსაზრების წარდგენის საერთო ვადა 3 თვეს არ უნდა აღემატებოდეს.

4.შესაბამისი დარგის მარეგულირებელი ორგანოს ან/და შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად საკუთარი მოსაზრების წარდგენამდე კომისიის მიერ დავის განსახილველად ამ კანონით დადგენილი ვადის დინება ჩერდება.

5.თუ დავის მხარე არის ინფრასტრუქტურის ოპერატორი, რომელიც საქმიანობას ახორციელებს ეკონომიკის რეგულირებად სფეროში, რომელშიც თავისუფალი ფასწარმოქმნა და კონკურენცია შეზღუდულია ან/და რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სატარიფო რეგულირებას ექვემდებარება, კომისიის გადაწყვეტილება არ უნდა იწვევდეს აღნიშნული სფეროს მარეგულირებელი ორგანოს/სათანადო უფლებამოსილების მქონე სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი/დასადგენი ტარიფის ან მომსახურების საფასურის გაზრდას.

6.ამ მუხლით გათვალისწინებული დავის წარმოშობის შემთხვევაში მოქმედებს ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

7.კომისიის გადაწყვეტილება შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრდეს სასამართლოში.

წინა მუხლი 11შემდეგი მუხლი 13

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • აქციონერთა შორის დავის მიზნებისთვის ბიზნესის შეფასებასერვისის გვერდი
  • დავა სამუშაო მოცულობაზესერვისის გვერდი
  • ინფრასტრუქტურის გამოყენების უფლებასერვისის გვერდი
  • ინფრასტრუქტურული პროექტების იურიდიული მომსახურებასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 13 ივნ. 2023

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ

  • 15გარდამავალი დებულებები
  • 4ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვება
  • 13ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 36დავის განხილვის დაწყება
  • 42დავის გადაწყვეტა
  • 28კომისიის მიერ კონკურენციის უზრუნველყოფის უფლებამოსილებები

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 41⁹კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღება და დავის განხილვის შეწყვეტა

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 155სადავო საკითხების განხილვა
  • 24საჯარო კონსულტაცია და თანამშრომლობა
  • 31კომისიის დამატებითი ფუნქციები და მარეგულირებელი უფლებამოსილებები

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

  • 42²სააგენტოს მიერ მგზავრის საჩივრის განხილვა

კონკურენციის შესახებ

  • 31თანამშრომლობის ფორმები. ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელი ორგანოს მიერ ამ კანონის დებულებათა გამოყენება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
42²3642283141⁹15524311541312
მნიშვნელობით ახლოსელექტრონული კომუნიკაცი…საგადახდო სისტემისა და…ენერგეტიკისა და წყალმო…სატელეკომუნიკაციო ინფრ…საქართველოს სარკინიგზო…კონკურენციის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 13 ივნ. 2023 · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026