ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 31. კომისიის დამატებითი ფუნქციები და მარეგულირებელი უფლებამოსილებები

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონის 46-ე მუხლის შესაბამისად დასახელებულია დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორი, ამ კანონის 29-ე და 30-ე მუხლებით დადგენილი ფუნქციებისა და მარეგულირებელი უფლებამოსილებების გარდა, კომისია: ა) ზედამხედველობს გადამცემი სისტემის მესაკუთრისა და დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორის მიერ ამ კანონით დადგენილი ვალდებულებების შესრულებას, ხოლო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში უფლებამოსილია დააკისროს ჯარიმები ამ კანონის 153-ე მუხლის შესაბამისად; ბ) დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორის მიერ ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით ზედამხედველობს დამოუკიდებელ სისტემის ოპერატორსა და გადამცემი სისტემის მესაკუთრეს შორის ურთიერთობასა და კომუნიკაციას, მათ შორის, ამტკიცებს მხარეთა შორის დასადებ ხელშეკრულებებს და ერთ-ერთი მხარის მიერ სადავო საკითხის განხილვაზე განაცხადის წარდგენის შემთხვევაში მოქმედებს, როგორც დავის გადამწყვეტი ორგანო; გ) ამ კანონის 53-ე მუხლით განსაზღვრული პროცედურის შეუზღუდავად, უფლებამოსილია დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორის სერტიფიცირების პროცესში გადამცემი ქსელის განვითარების პირველი 10-წლიანი გეგმისთვის დაამტკიცოს საინვესტიციო პროგრამა, აგრეთვე განიხილოს გადამცემი ქსელის განვითარების 10-წლიანი გეგმები, რომლებსაც ყოველწლიურად წარადგენს დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორი, გადამცემი სისტემის მესაკუთრესთან შეთანხმებით; დ) უზრუნველყოფს, რომ დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორისთვის დადგენილი გადაცემის ტარიფი მოიცავდეს გადამცემი სისტემის მესაკუთრის ანაზღაურებას კომისიის მიერ დამტკიცებული ოდენობით, რაც უზრუნველყოფს ქსელური აქტივებისა და მათში განხორციელებული, გასათვალისწინებელი ახალი ინვესტიციების სათანადოდ ანაზღაურებას, თუ აღნიშნული ინვესტიციები განხორციელებულია ეკონომიკურად გამართლებული და ეფექტიანი გზით; ე) უფლებამოსილია განახორციელოს გადამცემი სისტემის მესაკუთრისა და დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორის ადგილზე შემოწმება, მათ შორის, წინასწარი შეტყობინების გარეშე.

2.გადამცემი სისტემის მესაკუთრის მიერ ამ კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი ვალდებულებების შესრულების კონტროლი ხორციელდება კომისიასა და საქართველოს კანონმდებლობით უფლებამოსილ შესაბამის დაწესებულებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობით. კარი IV. წარმოება თავი VIII. ელექტროენერგიის წარმოება

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონის 46-ე მუხლის შესაბამისად დასახელებულია დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორი, ამ კანონის 29-ე და 30-ე მუხლებით დადგენილი ფუნქციებისა და მარეგულირებელი უფლებამოსილებების გარდა, კომისია: ა) ზედამხედველობს გადამცემი სისტემის მესაკუთრისა და დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორის მიერ ამ კანონით დადგენილი ვალდებულებების შესრულებას, ხოლო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში უფლებამოსილია დააკისროს ჯარიმები ამ კანონის 153-ე მუხლის შესაბამისად; ბ) დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორის მიერ ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით ზედამხედველობს დამოუკიდებელ სისტემის ოპერატორსა და გადამცემი სისტემის მესაკუთრეს შორის ურთიერთობასა და კომუნიკაციას, მათ შორის, ამტკიცებს მხარეთა შორის დასადებ ხელშეკრულებებს და ერთ-ერთი მხარის მიერ სადავო საკითხის განხილვაზე განაცხადის წარდგენის შემთხვევაში მოქმედებს, როგორც დავის გადამწყვეტი ორგანო; გ) ამ კანონის 53-ე მუხლით განსაზღვრული პროცედურის შეუზღუდავად, უფლებამოსილია დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორის სერტიფიცირების პროცესში გადამცემი ქსელის განვითარების პირველი 10-წლიანი გეგმისთვის დაამტკიცოს საინვესტიციო პროგრამა, აგრეთვე განიხილოს გადამცემი ქსელის განვითარების 10-წლიანი გეგმები, რომლებსაც ყოველწლიურად წარადგენს დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორი, გადამცემი სისტემის მესაკუთრესთან შეთანხმებით; დ) უზრუნველყოფს, რომ დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორისთვის დადგენილი გადაცემის ტარიფი მოიცავდეს გადამცემი სისტემის მესაკუთრის ანაზღაურებას კომისიის მიერ დამტკიცებული ოდენობით, რაც უზრუნველყოფს ქსელური აქტივებისა და მათში განხორციელებული, გასათვალისწინებელი ახალი ინვესტიციების სათანადოდ ანაზღაურებას, თუ აღნიშნული ინვესტიციები განხორციელებულია ეკონომიკურად გამართლებული და ეფექტიანი გზით; ე) უფლებამოსილია განახორციელოს გადამცემი სისტემის მესაკუთრისა და დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორის ადგილზე შემოწმება, მათ შორის, წინასწარი შეტყობინების გარეშე. 2. გადამცემი სისტემის მესაკუთრის მიერ ამ კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი ვალდებულებების შესრულების კონტროლი ხორციელდება კომისიასა და საქართველოს კანონმდებლობით უფლებამოსილ შესაბამის დაწესებულებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობით. კარი IV. წარმოება თავი VIII. ელექტროენერგიის წარმოება

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 17 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
46¹282957142464715330534922121031
მითითებამნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…ელექტრონული კომუნიკაცი…მაუწყებლობის შესახებსოფლის მეურნეობისა და …სატელეკომუნიკაციო ინფრ…საგადახდო სისტემისა და…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა