Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაენერგოეფექტურობის შესახებმუხლი 22

ენერგოეფექტურობის შესახებ

მუხლი 22. კომისიის უფლებამოსილებები ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით ენერგიის გარდაქმნის, გადაცემისა და განაწილების სექტორებში

რედაქცია №7 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026
თემები:განახლებადი ენერგიაენერგიის წარმოებაინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული Feasibilityსამრეწველო აღჭურვილობის და მანქანა-დანადგარების შეფასებაენერგიის განაწილებაენერგეტიკა და კომუნალური მომსახურება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ელექტროენერგიის გადაცემისა და განაწილების, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისა და განაწილების სფეროებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას კომისია უფლებამოსილია გაითვალისწინოს ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების სამართლებრივი მოთხოვნები და უზრუნველყოს მარეგულირებელი ჩარჩოს განვითარება, რომელიც წაახალისებს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის სექტორში გადამცემი სისტემის ოპერატორებსა და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებს, განახორციელონ ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებები შესაბამისი ქსელური ინფრასტრუქტურის დაგეგმვისას და ექსპლუატაციისას.

2.კომისია უზრუნველყოფს, რომ ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის სექტორში გადამცემი სისტემის ოპერატორებმა და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებმა განახორციელონ ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებები, შესაბამისი ქსელური ინფრასტრუქტურის დაგეგმვა და ექსპლუატაციისას სისტემის ენერგოეფექტურობის პოტენციალის შეფასება. ამ ოპერატორმა კომისიას უნდა წარუდგინოს აღნიშნული შეფასება, როგორც შესაბამისი ქსელის განვითარების სამოქმედო გეგმის ნაწილი. სისტემების ენერგოეფექტურობის პოტენციალის შეფასება უნდა მოიცავდეს: ა) ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გადამცემ და გამანაწილებელ სისტემებში ენერგოეფექტურობის ღონისძიებებისა და შესაბამისი ინვესტიციების განხორციელებას; ბ) გადამცემი სისტემის ოპერატორის ან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ გადამცემ/ტრანსპორტირების და გამანაწილებელ ქსელებში ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის დანაკარგების შემცირების შესაძლებლობის შეფასებას.

3.კომისია ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის სექტორში: ა) ენერგიაზე მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით ხელს უწყობს საცალო და საბითუმო ბაზარზე ენერგიით ვაჭრობის დროს ენერგოეფექტურობის კრიტერიუმების გათვალისწინებას; ბ) უზრუნველყოფს, რომ ელექტროენერგიის გადაცემისა და განაწილების ტარიფები ასახავდეს ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებებისთვის გონივრულ და მიზანშეწონილ ინვესტიციას/დანახარჯებს, აგრეთვე ამ ღონისძიებების ფინანსურ შედეგებს, მათ შორის, ელექტროენერგიის ქსელის ან უფრო ოპტიმალური ექსპლუატაციით განხორციელებული ინვესტიციებიდან ან/და მოთხოვნაზე რეაგირების ღონისძიებებიდან და განაწილებული წარმოებიდან მიღებულ ფინანსურ დანაზოგებს კომისიის მიერ დამტკიცებული სატარიფო მეთოდოლოგიების შესაბამისად; გ) უზრუნველყოფს, რომ გადამცემი სისტემის ოპერატორებმა და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებმა მაღალეფექტურ კოგენერაციულ სადგურებს მიანიჭონ უპირატესობა და უზრუნველყონ ელექტროენერგიის ქსელთან გარანტირებული წვდომა ელექტროენერგეტიკული სისტემის უსაფრთხო ოპერირების შესაძლებლობის ფარგლებში.

4.საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, ელექტროენერგიის წარმოების სალიცენზიო პირობების გათვალისწინებით, ჰიდროელექტროსადგური ვალდებულია ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ ყოველ 15 წელიწადში მოამზადოს ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება ჰიდროელექტროსადგურის საექსპლუატაციო პარამეტრების გაუმჯობესების პოტენციალის გამოსავლენად. ჰიდროელექტროსადგური განახორციელებს ჰიდროელექტროსადგურის ეფექტურობის პოტენციური გაუმჯობესების განხორციელებადობის/ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასების კვლევას.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ელექტროენერგიის გადაცემისა და განაწილების, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისა და განაწილების სფეროებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას კომისია უფლებამოსილია გაითვალისწინოს ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების სამართლებრივი მოთხოვნები და უზრუნველყოს მარეგულირებელი ჩარჩოს განვითარება, რომელიც წაახალისებს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის სექტორში გადამცემი სისტემის ოპერატორებსა და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებს, განახორციელონ ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებები შესაბამისი ქსელური ინფრასტრუქტურის დაგეგმვისას და ექსპლუატაციისას. 2. კომისია უზრუნველყოფს, რომ ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის სექტორში გადამცემი სისტემის ოპერატორებმა და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებმა განახორციელონ ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებები, შესაბამისი ქსელური ინფრასტრუქტურის დაგეგმვა და ექსპლუატაციისას სისტემის ენერგოეფექტურობის პოტენციალის შეფასება. ამ ოპერატორმა კომისიას უნდა წარუდგინოს აღნიშნული შეფასება, როგორც შესაბამისი ქსელის განვითარების სამოქმედო გეგმის ნაწილი. სისტემების ენერგოეფექტურობის პოტენციალის შეფასება უნდა მოიცავდეს: ა) ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გადამცემ და გამანაწილებელ სისტემებში ენერგოეფექტურობის ღონისძიებებისა და შესაბამისი ინვესტიციების განხორციელებას; ბ) გადამცემი სისტემის ოპერატორის ან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ გადამცემ/ტრანსპორტირების და გამანაწილებელ ქსელებში ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის დანაკარგების შემცირების შესაძლებლობის შეფასებას. 3. კომისია ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის სექტორში: ა) ენერგიაზე მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით ხელს უწყობს საცალო და საბითუმო ბაზარზე ენერგიით ვაჭრობის დროს ენერგოეფექტურობის კრიტერიუმების გათვალისწინებას; ბ) უზრუნველყოფს, რომ ელექტროენერგიის გადაცემისა და განაწილების ტარიფები ასახავდეს ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებებისთვის გონივრულ და მიზანშეწონილ ინვესტიციას/დანახარჯებს, აგრეთვე ამ ღონისძიებების ფინანსურ შედეგებს, მათ შორის, ელექტროენერგიის ქსელის ან უფრო ოპტიმალური ექსპლუატაციით განხორციელებული ინვესტიციებიდან ან/და მოთხოვნაზე რეაგირების ღონისძიებებიდან და განაწილებული წარმოებიდან მიღებულ ფინანსურ დანაზოგებს კომისიის მიერ დამტკიცებული სატარიფო მეთოდოლოგიების შესაბამისად; გ) უზრუნველყოფს, რომ გადამცემი სისტემის ოპერატორებმა და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებმა მაღალეფექტურ კოგენერაციულ სადგურებს მიანიჭონ უპირატესობა და უზრუნველყონ ელექტროენერგიის ქსელთან გარანტირებული წვდომა ელექტროენერგეტიკული სისტემის უსაფრთხო ოპერირების შესაძლებლობის ფარგლებში. 4. საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, ელექტროენერგიის წარმოების სალიცენზიო პირობების გათვალისწინებით, ჰიდროელექტროსადგური ვალდებულია ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ ყოველ 15 წელიწადში მოამზადოს ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება ჰიდროელექტროსადგურის საექსპლუატაციო პარამეტრების გაუმჯობესების პოტენციალის გამოსავლენად. ჰიდროელექტროსადგური განახორციელებს ჰიდროელექტროსადგურის ეფექტურობის პოტენციური გაუმჯობესების განხორციელებადობის/ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასების კვლევას.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი ჩვენს არქივში არ გვაქვს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2030 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 21შემდეგი მუხლი 23

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ბიომასის ენერგეტიკული პროექტებისერვისის გვერდი
  • განახლებადი ენერგიის პროექტებისერვისის გვერდი
  • განახლებადი ენერგიის პროექტის (მზის, ქარის, ჰიდრო) Feasibility Studyსერვისის გვერდი
  • ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღჭურვილობის შეფასება (გენერატორები, ტრანსფორმატორები)სერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 10 ივნ. 2026 · №7

  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 2 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 30

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ენერგოეფექტურობის შესახებ

  • 25ენერგომომხმარებლის ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება
  • 12ენერგომომსახურების ბაზრის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ადმინისტრაციული ორგანოებისთვის განსაზღვრული ვალდებულებები
  • 4ენერგოეფექტურობის პოლიტიკა

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 25ტრანსსასაზღვრო საკითხებზე თანამშრომლობა
  • 28კომისიის ამოცანები
  • 132ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კომპეტენციები

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 11კომისიის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში
  • 43ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის კონტროლი
  • 28კომისიის მიერ კონკურენციის უზრუნველყოფის უფლებამოსილებები

განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

  • 16ქსელთან დაშვება და მისი ოპერირება

წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ

  • 27ეროვნული კომისიის კომპეტენცია მომსახურების სფეროში

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

  • 43საექსპერტო კომისიის ფუნქციები და უფლებამოსილებები. ექსპერტიზის დასკვნა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1143284327162528132302512422
მითითებამნიშვნელობით ახლოსენერგოეფექტურობის შესა…ენერგეტიკისა და წყალმო…ელექტრონული კომუნიკაცი…განახლებადი წყაროებიდა…წყალმომხმარებელთა ორგა…გარემოსდაცვითი შეფასებ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026 · რედაქცია №7 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026