საზღვაო კოდექსი

მუხლი 145

რედაქცია №42 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.თუ გემს არ შეუძლია დანიშნულების ნავსადგურში შესვლა ხელისუფლების მიერ აკრძალვის, სტიქიური მოვლენებისა ან გადამზიდავისაგან დამოუკიდებელი სხვა მიზეზების გამო, გადამზიდავი ვალდებულია დაუყონებლივ აცნობოს ამის შესახებ ტვირთის გამგზავნს.

2.თუ ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილია მთელი გემი და შეტყობინების გაგზავნიდან გონივრულ ვადაში არ მოვიდა ტვირთის გამგზავნის განკარგულება, თუ როგორ მოექცნენ ტვირთს, გემის კაპიტანს უფლება აქვს იმოქმედოს თავისი შეხედულებისამებრ და მიიღოს ტვირთის გამგზავნისათვის ყველაზე უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილება უახლოეს ნავსადგურში გადმოტვირთვის შესახებ ან დააბრუნოს ტვირთი გაგზავნის ნავსადგურში.

3.თუ ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილია გემის ნაწილი და ამასთან არ არის დანიშნულების ნავსადგურში გემის შესვლის საშუალება, კაპიტანი ვალდებულია სხვა ნავსადგურში გადმოტვირთოს ტვირთი მისი გამგზავნის განკარგულების შესაბამისად. თუ გემის კაპიტანი შეტყობინების გაგზავნიდან სამი დღე-ღამის განმავლობაში ვერ მიიღებს ასეთ განკარგულებას ტვირთის გამგზავნისაგან, მას უფლება აქვს თავისი შეხედულებისამებრ გადმოტვირთოს ტვირთი უახლოეს ნავსადგურში და შეატყობინოს ეს ტვირთის გამგზავნს. გემის კაპიტანს უფლება აქვს მიიღოს ასეთივე გადაწყვეტილება, თუ ტვირთის გამგზავნის განკარგულების შესრულება შეუძლებელია გემზე არსებული სხვა ტვირთის მფლობელებისათვის ზიანის მიუყენებლად.

4.ტვირთის გამგზავნი ვალდებულია აუნაზღაუროს გადამზიდავს განკარგულების მოლოდინში გაწეული ხარჯი, ასევე ტვირთთან დაკავშირებული ყველა ხარჯი და ფრახტი ტვირთის გადაზიდვის ფაქტობრივი მანძილის პროპორციულად.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 14 ივნ. 1997-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
262934151153821296916806846912 (დ…19 (დ…145
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაზღვაო კოდექსისახელმწიფო საზღვრის რე…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს საჰაერო კო…საქართველოს სარკინიგზო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №42 · ბოლოს შემოწმდა