საზღვაო კოდექსი

მუხლი 82

რედაქცია №42 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ყველა გემი ( განურჩევლად დროშის სახელმწიფოსი და კუთვნილების ფორმისა) ვალდებულია ნავსადგურიდან გასვლამდე საზღვაო ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურისაგან მიიღოს გასვლის წერილობითი თანხმობა.

2.საზღვაო ნავსადგურში გემის ან ტვირთის დაკავების უფლება აქვს ნავსადგურის კაპიტანს, თუ: ა) გემი სანაოსნოდ უვარგისია; ბ) მწყობრიდან არის გამოსული სანავსადგურო ნაგებობანი, ნავსადგურში არსებული სხვა ქონება და სანავიგაციო მოწყობილობა; გ) დარღვეულია დატვირთვის, მომარაგების, ეკიპაჟის დაკომპლექტების მოთხოვნები, არსებობს გემთან დაკავშირებული სხვა ნაკლოვანებანი, რომლებიც საშიშროებას უქმნის გემის უსაფრთხო ნაოსნობას, გემზე მყოფ ადამიანთა ჯანმრთელობას და გარემოს; დ) არასწორად არის შედგენილი გემის საბუთები; ე) არსებობს ფიზიკური ან იურიდიული პირის განცხადება საერთო ავარიის, გადარჩენის, ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულების, გემების შეჯახების, გადასახადის გადაუხდელობის ან სხვა ზიანის შესახებ; ვ) გემის ან ტვირთის მფლობელი არ წარმოადგენს სათანადო უზრუნველყოფას (ჯარიმის, გადასახდელის გადაუხდელობის ან ზიანის აუნაზღაურებლობის შემთხვევაში).

3.საზღვაო ნავსადგურის კაპიტნის განკარგულება გემის ან ტვირთის დაკავების შესახებ მოქმედებს 3 დღე-ღამის განმავლობაში. ამ ვადაში არ შედის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დასვენებისა და უქმე დღეები. თუ ამ ვადაში სასამართლო არ გამოიტანს გადაწყვეტილებას გემის ან ტვირთის დაკავების შესახებ, იგი დაუყოვნებლივ განთავისუფლდება.

4.დაუშვებელია სხვა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული გემის დაკავება, რომელიც გამოიყენება არაკომერციული მიზნებისათვის, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.91 საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №31 · ძალაშია 18 იან. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

არმაზ ძირკვაძე

არმაზ ძირკვაძე

კომერციული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საზღვაო კოდექსი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
24114⁸1531454836376314 (დ…12 (დ…19 (დ…2782
მნიშვნელობით ახლოსსაზღვაო კოდექსისახელმწიფო საზღვრის რე…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს საზღვაო სი…მეზღვაურთა განათლებისა…საქართველოს სახელმწიფო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №42 · ბოლოს შემოწმდა