“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 351

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ნებადართულია იმ ტვირთის შენახვა, რომელიც ტვირთგამგზავნმა გაგზავნის სადგურში მიიტანა დატვირთვის დანიშნულ დღეზე ადრე, მაგრამ არა უმეტეს ამ წესებით დადგენილი შენახვის ზღვრული ვადისა. ამ შემთხვევაში, აგრეთვე თუ ტვირთგამგზავნის მოთხოვნით არ შედგა ან გადაიდო ამ ტვირთის გადაზიდვა, სადგურის ტერიტორიაზე მისი ყოფნის დროისთვის გადაიხდება ტვირთის შენახვის დადგენილი საფასური.

2.თუ ტვირთგამგზავნმა უარი განაცხადა დატვირთვაზე ამ მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ტვირთის შენახვის ვადის ათვლა იწყება სადგურში ტვირთის ფაქტობრივი მიტანის დღიდან და მთავრდება იმ დღეს, როდესაც ტვირთი უნდა ჩაიტვირთულიყო ან სადგურიდან ყოფილიყო გატანილი. სადგურში ტვირთის მიტანის თარიღი აღინიშნება ზედნადების გრაფაში „ტვირთის შეტანა ნებადართულია -------------------- (რიცხვი, თვე)”, ხოლო იმ დღის თარიღი, როდესაც დანიშნულია ტვირთის ჩატვითრვა, აღინიშნება გრაფაში „ჩატვირთვა დანიშნულია --------- (რიცხვი, თვე) ------”. თავი XXV ტვირთის გაცემის წესი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
27262515315468969873869684474351
მნიშვნელობით ახლოს“რკინიგზით ტვირთის გად…საქართველოს სარკინიგზო…საზღვაო კოდექსისაქართველოს სამოქალაქო…საქართველოს საჰაერო კო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა