საზღვაო კოდექსი

მუხლი 318

რედაქცია №42 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.თუ ბირთვული ზიანის ოდენობა აღემატება ბირთვული გემის ოპერატორის პასუხისმგებლობის ზღვარს, რომელიც კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილით არის განსაზღვრული, ბირთვული გემის ოპერატორის, მოსარჩელის ან ბირთვული გემის ექსპლუატაციის ნებართვის გამცემი სახელმწიფოს სასამართლოში ან არბიტრაჟში იქმნება ფონდი შეზღუდული პასუხისმგებლობის უზრუნველსაყოფად ამ ზომის ფარგლებში ოპერატორის მიერ სასამართლოში ან არბიტრაჟში ფულადი სახსრების (დეპოზიტის) შეტანის გზით ან სხვა უზრუნველყოფის წარდგენით, რომელსაც სასამართლო ან არბიტრაჟი მისაღებად და საკმარისად აღიარებს.

2.ამ ფონდის შექმნისა და განაწილებისას გამოიყენება კოდექსის 343-ე, 344-ე, 345-ე და 347-ე მუხლები.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 14 ივნ. 1997-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საზღვაო კოდექსი

ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე და სხვა სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2944717312347303313100020669¹50318
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაზღვაო კოდექსისაქართველოს სამოქალაქო…ნავთობისა და გაზის შეს…რადიაციული დაცვის, ბირ…ჩერნობილის ატომურ ელექ…საქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №42 · ბოლოს შემოწმდა