საზღვაო კოდექსი

მუხლი 312

რედაქცია №42 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ბირთვული გემის ოპერატორის პასუხისმგებლობა ბირთვული ზიანისათვის, რომელიც გამოწვეულია ამ გემთან დაკავშირებული ერთი ბირთვული ინციდენტით, განისაზღვრება საერთაშორისო სავალუტო ფონდის 81,97 მლნ საანგარიშო ერთეულით, სასამართლო ხარჯების ჩათვლით.

2.თუ ბირთვული ინციდენტის შედეგად ფიზიკური პირის ან ქონებისათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად წაყენებულია მოთხოვნა, მაშინ ამ მუხლის პირველ პუნქტში დადგენილი თანხიდან ერთი ნაწილი – 57,38 მლნ საანგარიშო ერთეულის ოდენობით განკუთვნილია მხოლოდ და მხოლოდ ფიზიკური პირისათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად, ხოლო მეორე – 24,59 მლნ საანგარიშო ერთეულის ოდენობით ქონებისათვის მიყენებული ზიანის მოთხოვნის ასანაზღაურებლად.

3.თუ აღნიშნული თანხის პირველი ნაწილი არ აღმოჩნდა საკმარისი ფიზიკური პირისათვის მიყენებული ზიანისათვის მოთხოვნის ასანაზღაურებლად, მაშინ დარჩენილი თანხა გადაიხდება თანხის მეორე ნაწილიდან პროპორციულად, ქონებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნებთან ერთად.

4.თანხა, რომელიც გათვალისწინებულია მოთხოვნების ასანაზღაურებლად, ნაწილდება მოსარჩელეთა შორის მათი მოთხოვნების დამტკიცებული ოდენობის პროპორციულად.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 14 ივნ. 1997-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საზღვაო კოდექსი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2335959²114⁹31331431631830831510007617879312
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაზღვაო კოდექსისაქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს ტერიტორიაზ…საქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №42 · ბოლოს შემოწმდა