Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკარადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებმუხლი 6

რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

მუხლი 6. ბირთვული დაცულობის პრინციპები

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 10 დეკ. 2025
თემები:ენერგიის წარმოება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

სისხლისსამართლებრივი ან განზრახ უკანონო ქმედებების შედეგებისაგან ადამიანის, ქონების, საზოგადოებისა და გარემოს დაცვის მიზნით, ბირთვული დაცულობის ეფექტიანი რეჟიმი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი პრინციპების დაცვით: ა) სახელმწიფოს პასუხისმგებლობა − სახელმწიფომ საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად უნდა ჩამოაყალიბოს, დანერგოს, შეინარჩუნოს და უზრუნველყოს ბირთვული დაცულობის რეჟიმის მდგრადობა, რომელიც ვრცელდება სახელმწიფოს იურისდიქციისადმი დაქვემდებარებულ ბირთვულ მასალაზე, სხვა რადიოაქტიურ მასალაზე, ასოცირებულ დანადგარსა და ასოცირებულ საქმიანობაზე; ბ) ბირთვული დაცულობის სფეროში პასუხისმგებლობების განსაზღვრა − საქართველოს კანონმდებლობით ნათლად უნდა განისაზღვროს მარეგულირებელი ორგანოს, სხვა კომპეტენტური უწყებებისა და ავტორიზებულ პირთა პასუხისმგებლობები და თანამშრომლობის ვალდებულება ბირთვული დაცულობის სფეროში; გ) პასუხისმგებლობა ბირთვული დაცულობის უზრუნველყოფისათვის − ბირთვული დაცულობის უზრუნველყოფისათვისპასუხისმგებლობა უპირველესადბირთვული და რადიაციული საქმიანობის განმახორციელებელ პირს ეკისრება; დ) პასუხისმგებლობა ბირთვული და სხვა რადიოაქტიური მასალის საერთაშორისო გადაზიდვისათვის − სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, უზრუნველყოფილ იქნეს ბირთვული და სხვა რადიოაქტიური მასალის შესაბამისი დაცვა, ვრცელდება საერთაშორისო გადაზიდვაზეც, ამ პასუხისმგებლობის სხვა სახელმწიფოსთვის სათანადოდ გადაცემამდე; ე) საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში პასუხისმგებლობის განსაზღვრა − ბირთვული დაცულობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში, უნდა განისაზღვროს როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაუზრუნველყოფილ იქნეს მათი აღსრულება; ვ) საერთაშორისო თანამშრომლობა და დახმარება − სახელმწიფომ უნდა ითანამშრომლოს სხვა სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ბირთვულ დაცულობასთან დაკავშირებული საკითხების თაობაზე ინფორმაციისა და გამოცდილების გასაზიარებლად; ზ) ბირთვული დაცულობის საფრთხეების იდენტიფიცირება და შეფასება − ბირთვული დაცულობის რეჟიმი უნდა უზრუნველყოფდეს ქვეყნის შიდა და გარე საფრთხეების იდენტიფიცირებასა და შეფასებას (მათ შორის, სანდოობის შეფასებას), მიუხედავად იმისა, ეს საფრთხეები სახელმწიფოს იურისდიქციას ექვემდებარება თუ არა, ასევე მათი შეფასების მუდმივ განახლებას; თ) სამიზნეებისა და პოტენციური შედეგების იდენტიფიცირება და შეფასება − ბირთვული დაცულობის რეჟიმის შემუშავებისას გათვალისწინებული უნდა იყოს სახელმწიფოს მიერ იდენტიფიცირებული და შეფასებული ბირთვული დაცულობის სამიზნეები და პოტენციური შედეგები; ი) რისკზე დაფუძნებული მიდგომა − ბირთვული დაცულობის სახელმწიფო რეჟიმი უნდა შემუშავდეს რისკზე დაფუძნებული მიდგომით, მათ შორის, რესურსების გამოყოფისას, ღონისძიებების ან/და ბირთვულ დაცულობასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელებისას, რომელიც, თავის მხრივ, დიფერენცირებულ მიდგომასა და სიღრმისეულ დაცვას უნდა ეფუძნებოდეს; კ) ბირთვულ დაცულობასთან დაკავშირებული შემთხვევის იდენტიფიცირება − ბირთვული დაცულობის რეჟიმი უნდა უზრუნველყოფდეს ბირთვული მასალის ან/და რადიოაქტიური წყაროს მფლობელ ორგანიზაციაში ბირთვული დაცულობის სისტემებისა და ღონისძიებების არსებობას, რომელთა მეშვეობითაც ხორციელდება ბირთვულ დაცულობასთან დაკავშირებული შემთხვევის იდენტიფიცირება, შეფასება და კომპეტენტური უწყებისათვის შეტყობინება, მასზე დროული რეაგირების მიზნით; ლ) ბირთვულ დაცულობასთან დაკავშირებული შემთხვევისთვის მზადყოფნისა და მასზე რეაგირების გეგმის შემუშავება − ბირთვული დაცულობის რეჟიმის ეფექტიანობა დამოკიდებულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უწყებებისა და ავტორიზებული პირების მიერ ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციისათვის მზადყოფნისა და მასზე რეაგირების გეგმების შემუშავებასა და პერიოდულად მათ გამოცდაზე, ტესტირებასა და შეფასებაზე; მ) ბირთვული დაცულობის რეჟიმის მდგრადობა − ბირთვული დაცულობის რეჟიმის მდგრადობის გასაძლიერებლად თითოეული კომპეტენტური ორგანო და რადიაციულ დაცვაში, ბირთვულ უსაფრთხოებასა და დაცულობაში ჩართული პირები ვალდებული არიან, უზრუნველყონ შესაბამისი ადამიანური, ფინანსური და ტექნიკური რესურსები, ბირთვული დაცულობის კულტურა, ეფექტიანობის პერიოდულად გამოცდა და შეფასება, შედეგიანი, ინტეგრირებული მართვის სისტემა, აგრეთვე შიდა და სხვა საფრთხეების გამოვლენისა და მიტიგაციის პროცედურები.

წინა მუხლი 5შემდეგი მუხლი 7

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ბირთვული ენერგიის სამართალისერვისის გვერდი
  • ბირთვული რეგულაციებისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-12-10 · №2

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

  • 64ბირთვული დაცულობა
  • 5რადიაციული დაცვისა და ბირთვული უსაფრთხოების პრინციპები
  • 58ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის ძირითადი მოთხოვნები

რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ

  • 3რადიოაქტიური ნარჩენების მართვის პრინციპები
  • 14პასუხისმგებლობა რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა შეუსრულებლობისათვის
  • 2კანონის მიზნები

ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ

  • 9სახელმწიფოს ვალდებულებები სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების დაცვის სფეროში

გარემოს დაცვის შესახებ

  • 5გარემოს დაცვის ძირითადი პრინციპები

ჯანმრთელობის დაცვის შესახებ

  • 70—

დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ

  • 23პასუხისმგებლობა „ დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ “ საქართველოს კანონის დარღვევისათვის

ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ

  • 5გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროს რეგულირების ძირითადი პრინციპები

საზღვაო კოდექსი

  • 308—

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
30870235531429645586
მნიშვნელობით ახლოსრადიაციული დაცვის, ბირ…რადიოაქტიური ნარჩენები…ადამიანის სისხლისა და …გარემოს დაცვის შესახებჯანმრთელობის დაცვის შე…დაცული ტერიტორიების სი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 10 დეკ. 2025