საზღვაო კოდექსი

მუხლი 71

რედაქცია №42 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სანავსადგურე ერთეული ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საქმიანობისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოუყოფს სანავსადგურე ერთეულის ტერიტორიის, აკვატორიის ან ნავმისადგომის ცალკეულ უბნებს, დანადგარებსა და მოწყობილობებს.

2.სანავსადგურე ერთეული სანაპირო დაცვის დეპარტამენტსა და სახელმწიფო საბაჟო, სასაზღვრო-მიგრაციულ და სანიტარიულ სამსახურებს, აგრეთვე სააგენტოს შესაბამის სამსახურებს უსასყიდლოდ უზრუნველყოფს სათანადო ფართობით და უქმნის ნორმალური მუშაობის პირობებს.

3.სანავსადგურე ერთეულს არ აქვს უფლება, ხელი შეუშალოს შესაბამისი ნავსადგურის ტერიტორიაზე განთავსებული საწარმოსა და ორგანიზაციის საქმიანობას, ჩაერიოს მათ სამეურნეო მუშაობაში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

4.სანავსადგურე ერთეულის ტერიტორიაზე განთავსებული საწარმო და ორგანიზაცია ვალდებული არიან დაიცვან ნავსადგურის წესები. საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4598-სსმI, №11, 10.04.2007წ., მუხ.102 საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.91 საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806-სსმI, №66,03.12.2010წ., მუხ.414 საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4222 – ვებგვერდი, 10.03.2011წ. საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4923 - ვებგვერდი, 04.07.2019წ. საქართველოს 2022 წლის 10 მაისის კანონი №1547 – ვებგვერდი, 24.05.2022წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №35 · ძალაშია 24 მაი. 2022-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 71-ე მუხლის პირველ პუნქტში „საზღვაო ნავსადგურის“ ნაცვლად ჩაიწერა „სანავსადგურე ერთეულის“, ანუ გამოყოფის სუბიექტად ახლა სანავსადგურე ერთეულია დასახელებული.

  2. · გამოქვეყნდა 4 ივლ. 2019
  3. · გამოქვეყნდა 10 მარ. 2011
  4. · გამოქვეყნდა 14 ივლ. 2008

    71-ე მუხლში გაჩნდა მე-4 პუნქტი, რომელიც ნავსადგურის ტერიტორიაზე განთავსებულ საწარმოებსა და ორგანიზაციებს ავალდებულებს ნავსადგურის წესების დაცვას.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საზღვაო კოდექსი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
9114³114¹¹114⁶767783341822 (დ…15 (დ…23 (დ…71
მნიშვნელობით ახლოსსაზღვაო კოდექსისაქართველოს ადმინისტრა…საქართველოს ზღვის, წყა…სახელმწიფო საზღვრის რე…გარემოს დაცვის შესახებსაგზაო მოძრაობის შესახ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №42 · ბოლოს შემოწმდა