საქართველოს საჰაერო კოდექსი

მუხლი 28². კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული საავიაციო ობიექტის საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრიდან ამოღება და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა

რედაქცია №36 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.კეიპტაუნის კონვენციის მე-11 მუხლით გათვალისწინებული დეფოლტის არსებობისას სააგენტო უზრუნველყოფს საავიაციო ობიექტის საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრიდან ამოღებას IDERA-ს დოკუმენტის საფუძველზე ან საავიაციო ობიექტის საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრიდან ამოღების, როგორც კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების, შესახებ სასამართლოს ბრძანების საფუძველზე, იმავე კონვენციით განსაზღვრული კრედიტორის მიერ ამ ბრძანების წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.

2.IDERA-ს დოკუმენტი საავიაციო ობიექტის საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრიდან ამოღების საფუძველია, თუ: ა) იგი რეგისტრირებულია სააგენტოში სააგენტოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად; ბ) კეიპტაუნის კონვენციით განსაზღვრული კრედიტორი, რომლის მიმართაც გაცემულია ეს დოკუმენტი, წარადგენს მტკიცებულებას − იმის დამადასტურებელ დოკუმენტს, რომ მას საავიაციო ობიექტთან დაკავშირებით აქვს უპირატესი საერთაშორისო ინტერესი ან ასეთი უპირატესი საერთაშორისო ინტერესის მქონე პირს გაცემული აქვს თანხმობა საავიაციო ობიექტის საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრიდან ამოღებასა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანაზე. შენიშვნა: ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის კრედიტორის მიერ უპირატესი საერთაშორისო ინტერესის ქონის დამადასტურებელი დოკუმენტია კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული საერთაშორისო რეესტრის მიერ გაცემული პრიორიტეტის ძიების სერტიფიკატი.

3.დაუშვებელია საავიაციო ობიექტის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისთვის ხელის შეშლა იმ საფუძვლით, რომ კეიპტაუნის კონვენციით განსაზღვრულ კრედიტორს მესამე პირების წინაშე ვადამოსული ვალდებულებები აკისრია. საქართველოს 2026 წლის 24 ივნისის კანონი №1760 – ვებგვერდი, 03.07.2026წ. თავი V. საავიაციო პერსონალი

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. კეიპტაუნის კონვენციის მე-11 მუხლით გათვალისწინებული დეფოლტის არსებობისას სააგენტო უზრუნველყოფს საავიაციო ობიექტის საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრიდან ამოღებას IDERA-ს დოკუმენტის საფუძველზე ან საავიაციო ობიექტის საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრიდან ამოღების, როგორც კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების, შესახებ სასამართლოს ბრძანების საფუძველზე, იმავე კონვენციით განსაზღვრული კრედიტორის მიერ ამ ბრძანების წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. 2. IDERA-ს დოკუმენტი საავიაციო ობიექტის საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრიდან ამოღების საფუძველია, თუ: ა) იგი რეგისტრირებულია სააგენტოში სააგენტოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად; ბ) კეიპტაუნის კონვენციით განსაზღვრული კრედიტორი, რომლის მიმართაც გაცემულია ეს დოკუმენტი, წარადგენს მტკიცებულებას − იმის დამადასტურებელ დოკუმენტს, რომ მას საავიაციო ობიექტთან დაკავშირებით აქვს უპირატესი საერთაშორისო ინტერესი ან ასეთი უპირატესი საერთაშორისო ინტერესის მქონე პირს გაცემული აქვს თანხმობა საავიაციო ობიექტის საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრიდან ამოღებასა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანაზე. შენიშვნა: ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის კრედიტორის მიერ უპირატესი საერთაშორისო ინტერესის ქონის დამადასტურებელი დოკუმენტია კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული საერთაშორისო რეესტრის მიერ გაცემული პრიორიტეტის ძიების სერტიფიკატი. 3. დაუშვებელია საავიაციო ობიექტის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისთვის ხელის შეშლა იმ საფუძვლით, რომ კეიპტაუნის კონვენციით განსაზღვრულ კრედიტორს მესამე პირების წინაშე ვადამოსული ვალდებულებები აკისრია. საქართველოს 2026 წლის 24 ივნისის კანონი №1760 – ვებგვერდი, 03.07.2026წ. თავი V. საავიაციო პერსონალი

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №36 · ძალაშია 1 აგვ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 21 ნოე. 1996 – 3 ივლ. 2025 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 3 ივლ. 2026

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
44309³⁵309³²309³⁹171128¹235571 (დ…84 (დ…1585¹28²
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საჰაერო კო…საქართველოს სამოქალაქო…რეაბილიტაციისა და კრედ…საქართველოს სახელმწიფო…საქართველოს საბაჟო კოდ…გადასახადების ადმინისტ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №36 · ბოლოს შემოწმდა