სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

მუხლი 91⁴. განცხადება დავალიანების გადახდევინების შესახებ

რედაქცია №134 კონსოლიდირებული · 10 ნოე. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადება, რომელიც გამარტივებული წარმოების დაწყების საფუძველია, მიზნად უნდა ისახავდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას.

2.დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს: ა) მხარეებისა და მათი წარმომადგენლების (თუ საქმეში წარმომადგენელი მონაწილეობს) დასახელებას, პირად/საიდენტიფიკაციო ნომერს, მისამართს (ფაქტობრივ საცხოვრებელ ან/და საქმიანობის ადგილს), სხვა ცნობილ საკონტაქტო მონაცემებს; ბ) აპლიკანტის საბანკო რეკვიზიტებს; გ) აპლიკანტის მოთხოვნას; დ) დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელთა მეშვეობითაც აპლიკანტი ასაბუთებს თავის მოთხოვნას და რომლებიც ერთვის დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებას; ე) მითითებას იმის შესახებ, ითხოვს თუ არა აპლიკანტი გამარტივებული წარმოებისას გაწეული დამატებითი ხარჯის (რომელიც შედგება სააპლიკაციო და ყადაღის დადებისათვის გათვალისწინებული საფასურებისაგან) ანაზღაურებას; ვ) მითითებას იმის შესახებ, რომ დაყენებული მოთხოვნა არ არის დამოკიდებული აპლიკანტის მიერ რაიმე საპასუხო ვალდებულების შესრულებაზე, ან რომ მან ასეთი ვალდებულება უკვე შეასრულა; ზ) მითითებას იმის შესახებ, ითხოვს თუ არა აპლიკანტი დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულებას; თ) მითითებას იმის შესახებ, ითხოვს თუ არა აპლიკანტი მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ყადაღის დადებას; ი) აპლიკანტის ან მისი წარმომადგენლის ხელმოწერას.

3.დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებაში მითითებული მტკიცებულებების შესაბამისი დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იქნეს დედნის ან/და დამოწმებული ასლების სახით.

4.დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებას უნდა ერთოდეს წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ განცხადება წარმომადგენელს შეაქვს.

5.დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადების შეტანისას აპლიკანტი იხდის სააპლიკაციო საფასურს. აპლიკანტი სააპლიკაციო საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება ამ კანონის 38-ე მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში. სააპლიკაციო საფასურის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით .

6.თუ აპლიკანტი ითხოვს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულებას, აპლიკანტმა საგარანტიო თანხის სახით აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე უნდა შეიტანოს ამ კანონით გათვალისწინებული აღსრულების წინასწარი საფასური. აღნიშნული საფასურის გადახდაზე არ ვრცელდება ამ კანონის 38-ე მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევები.

7.თუ აპლიკანტი ითხოვს მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ყადაღის დადებას, მან უნდა მიუთითოს რესპონდენტის ქონება, ქონების საიდენტიფიკაციო მაჩვენებლები და გადაიხადოს ასეთი ღონისძიებისათვის განსაზღვრული საფასური. საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6145 – ვებგვერდი, 17.05.2012წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადება, რომელიც გამარტივებული წარმოების დაწყების საფუძველია, მიზნად უნდა ისახავდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას. 2. დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს: ა) მხარეებისა და მათი წარმომადგენლების (თუ საქმეში წარმომადგენელი მონაწილეობს) დასახელებას, პირად/საიდენტიფიკაციო ნომერს, მისამართს (ფაქტობრივ საცხოვრებელ ან/და საქმიანობის ადგილს), სხვა ცნობილ საკონტაქტო მონაცემებს; ბ) აპლიკანტის საბანკო რეკვიზიტებს; გ) აპლიკანტის მოთხოვნას; დ) დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელთა მეშვეობითაც აპლიკანტი ასაბუთებს თავის მოთხოვნას და რომლებიც ერთვის დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებას; ე) მითითებას იმის შესახებ, ითხოვს თუ არა აპლიკანტი გამარტივებული წარმოებისას გაწეული დამატებითი ხარჯის (რომელიც შედგება სააპლიკაციო და ყადაღის დადებისათვის გათვალისწინებული საფასურებისაგან) ანაზღაურებას; ვ) მითითებას იმის შესახებ, რომ დაყენებული მოთხოვნა არ არის დამოკიდებული აპლიკანტის მიერ რაიმე საპასუხო ვალდებულების შესრულებაზე, ან რომ მან ასეთი ვალდებულება უკვე შეასრულა; ზ) მითითებას იმის შესახებ, ითხოვს თუ არა აპლიკანტი დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულებას; თ) მითითებას იმის შესახებ, ითხოვს თუ არა აპლიკანტი მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ყადაღის დადებას; ი) აპლიკანტის ან მისი წარმომადგენლის ხელმოწერას. 3. დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებაში მითითებული მტკიცებულებების შესაბამისი დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იქნეს დედნის ან/და დამოწმებული ასლების სახით. 4. დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებას უნდა ერთოდეს წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ განცხადება წარმომადგენელს შეაქვს. 5. დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადების შეტანისას აპლიკანტი იხდის სააპლიკაციო საფასურს. აპლიკანტი სააპლიკაციო საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება ამ კანონის 38-ე მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში. სააპლიკაციო საფასურის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით . 6. თუ აპლიკანტი ითხოვს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულებას, აპლიკანტმა საგარანტიო თანხის სახით აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე უნდა შეიტანოს ამ კანონით გათვალისწინებული აღსრულების წინასწარი საფასური. აღნიშნული საფასურის გადახდაზე არ ვრცელდება ამ კანონის 38-ე მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევები. 7. თუ აპლიკანტი ითხოვს მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ყადაღის დადებას, მან უნდა მიუთითოს რესპონდენტის ქონება, ქონების საიდენტიფიკაციო მაჩვენებლები და გადაიხადოს ასეთი ღონისძიებისათვის განსაზღვრული საფასური. საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6145 – ვებგვერდი, 17.05.2012წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №67 · ძალაშია 1 სექ. 2012-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 მაი. 1999 – 17 მაი. 2012 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი, იურიდიული ფირმა Legalis-ლიგალის-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ბავშთა უფლებათა სპეციალისტი, კორპორატიული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

სალომე ბეჟაშვილი

სალომე ბეჟაშვილი

ადვოკატი / მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3891⁹91⁶91⁷368102382406518 (დ…17 (დ…582391⁴
მითითებამნიშვნელობით ახლოსსააღსრულებო წარმოებათა…საქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…,,მეწარმეთა და არასამე…საგადახდო სისტემისა და…საზღვაო კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №134 · ბოლოს შემოწმდა