საქართველოს საჰაერო კოდექსი

მუხლი 28¹. საავიაციო ობიექტებთან დაკავშირებული საერთაშორისო ინტერესის საერთაშორისო რეესტრში რეგისტრაცია

რედაქცია №36 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.კეიპტაუნის კონვენციით განსაზღვრული, საავიაციო ობიექტებთან დაკავშირებული საერთაშორისო ინტერესის (ქონებრივი უფლების) იმავე კონვენციით გათვალისწინებულ საერთაშორისო რეესტრში რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს სააგენტოს მიერ გაცემული სპეციალური ელექტრონული კოდის გამოყენებით.

2.ამ მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა ვრცელდება მხოლოდ იმ საავიაციო ობიექტებთან დაკავშირებული საერთაშორისო ინტერესის რეგისტრაციაზე, რომლებიც შეტანილია საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში ან რომელთა იმავე რეესტრში სამომავლო რეგისტრაციაზედაც თანხმდებიან კეიპტაუნის კონვენციით განსაზღვრული შეთანხმების მხარეები. ამ მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა არ ვრცელდება საავიაციო ძრავასთან დაკავშირებული საერთაშორისო ინტერესის საერთაშორისო რეესტრში რეგისტრაციაზე.

3.კეიპტაუნის კონვენციით განსაზღვრული სპეციალური ელექტრონული კოდის გაცემის წესს ადგენს სააგენტო. საქართველოს 2026 წლის 24 ივნისის კანონი №1760 – ვებგვერდი, 03.07.2026წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. კეიპტაუნის კონვენციით განსაზღვრული, საავიაციო ობიექტებთან დაკავშირებული საერთაშორისო ინტერესის (ქონებრივი უფლების) იმავე კონვენციით გათვალისწინებულ საერთაშორისო რეესტრში რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს სააგენტოს მიერ გაცემული სპეციალური ელექტრონული კოდის გამოყენებით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა ვრცელდება მხოლოდ იმ საავიაციო ობიექტებთან დაკავშირებული საერთაშორისო ინტერესის რეგისტრაციაზე, რომლებიც შეტანილია საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში ან რომელთა იმავე რეესტრში სამომავლო რეგისტრაციაზედაც თანხმდებიან კეიპტაუნის კონვენციით განსაზღვრული შეთანხმების მხარეები. ამ მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა არ ვრცელდება საავიაციო ძრავასთან დაკავშირებული საერთაშორისო ინტერესის საერთაშორისო რეესტრში რეგისტრაციაზე. 3. კეიპტაუნის კონვენციით განსაზღვრული სპეციალური ელექტრონული კოდის გაცემის წესს ადგენს სააგენტო. საქართველოს 2026 წლის 24 ივნისის კანონი №1760 – ვებგვერდი, 03.07.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №36 · ძალაშია 1 აგვ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 21 ნოე. 1996 – 1 აგვ. 2026 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
7239404432309³⁵309³²28²55205¹528¹
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საჰაერო კო…საქართველოს სამოქალაქო…რეაბილიტაციისა და კრედ…სასაქონლო ნიშნების შეს…საქართველოს საპატენტო …საზღვაო კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №36 · ბოლოს შემოწმდა