Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსიმუხლი 356¹

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

მუხლი 356¹. ტერმინთა განმარტება

რედაქცია №178 კონსოლიდირებული · 9 დეკ. 2025
თემები:ორგანიზებული დანაშაული და კანონიერი ქურდიაქტივების დაბრუნებასაზოგადოებრივი უსაფრთხოება და წესრიგიტრანსსასაზღვრო აღსრულებაგასაჩივრება და მსჯავრდების შემდგომი დაცვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ამ თავის მიზნებისათვის ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) რეკეტი – შემოსავლის ან სხვაგვარი ქონებრივი სარგებლის სისტემატურად მიღების მიზნით წარმოებული არაერთჯერადი და ორგანიზებული საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია განზრახი დანაშაულის ჩადენასთან (თუ ნასამართლობა არ არის გაქარწყლებული ან მოხსნილი), თუ იგი განხორციელდა ორჯერ მაინც ხუთი კალენდარული წლის განმავლობაში, რომელშიც არ შედის რეკეტირის დაპატიმრებისა და სასჯელის მოხდის ვადა; ბ) რეკეტული დაჯგუფება – თავისი საქმიანობით რეკეტთან დაკავშირებული იურიდიული პირი, აგრეთვე ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირთა ნებისმიერი გაერთიანება; გ) რეკეტირი – პირი, რომელიც დამოუკიდებლად ან სხვა პირთან/პირებთან ერთად წარმართავს რეკეტული დაჯგუფების საქმიანობას ან სხვაგვარად მონაწილეობს რეკეტული დაჯგუფების საქმიანობაში და რომლისთვისაც ცნობილია, რომ ეს დაჯგუფება რეკეტული დაჯგუფებაა, აგრეთვე რომელიც უკანონოდ წყვეტს რეკეტულ დაჯგუფებათა ან რეკეტულ დაჯგუფებასა და სხვა პირთა შორის დავებს ან მონაწილეობს მათ გადაწყვეტაში; დ) თანამდებობის პირი – „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული თანამდებობის პირი, საჯარო მოხელე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი ან მისი მოადგილე, აგრეთვე იმ საწარმოს ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, რომელშიც სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტი ფლობს წილის (აქციათა) 50%-ს ან 50%-ზე მეტს, მიუხედავად იმისა, გათავისუფლებულია თუ არა იგი დაკავებული თანამდებობიდან; ე) ადამიანით მოვაჭრე – ფიზიკური ან იურიდიული პირი ან პირთა ჯგუფი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 1 ან/და 143 2 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული; ვ) ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობი – ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან პირთა ჯგუფი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260 2 ან 260 4 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული სხვა განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ან რომელიც არის ნარკომოვაჭრე; ზ) „ქურდული სამყაროს“ წევრი: ზ.ა) პირი, რომელიც აღიარებს „ქურდულ სამყაროს“ და აქტიურად მონაწილეობს მის საქმიანობაში, აგრეთვე პირი, რომელიც აღიარებს „ქურდულ სამყაროს“, კავშირი აქვს მასთან და სახეზეა აშკარად გამოხატული ნიშნების ერთობლიობა, რომ პირი თავისი ქმედებით გამოხატავს მზადყოფნას „ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში მონაწილეობისთვის; ზ.ბ) პირი, რომელიც ნებისმიერი ფორმით მართავს ან/და ორგანიზებას უწევს „ქურდულ სამყაროს“ ან „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მეთოდების გამოყენებით მართავს ან/და ორგანიზებას უწევს პირთა გარკვეულ ჯგუფს („კანონიერი ქურდი“); თ) ოჯახის წევრი – რეკეტირის, თანამდებობის პირის, „ქურდული სამყაროს“ წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე ან/და 331 1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი, გერი, აგრეთვე რეკეტირთან, თანამდებობის პირთან, „ქურდული სამყაროს“ წევრთან, ადამიანით მოვაჭრესთან, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობთან ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე ან/და 331 1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირთან მუდმივად მცხოვრები პირი; ი) ახლო ნათესავი – რეკეტირის, თანამდებობის პირის, „ქურდული სამყაროს“ წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე ან/და 331 1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირის ოჯახის წევრი, პირდაპირი აღმავალი ან დამავალი შტოს ნათესავი, და, ძმა, მშობლის ან შვილის გერი, მეუღლის და, ძმა, მშობელი; კ) რეკეტირთან, თანამდებობის პირთან, „ქურდული სამყაროს“ წევრთან, ადამიანით მოვაჭრესთან, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობთან ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე ან/და 331 1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირთან დაკავშირებული პირი – პირი, რომელსაც იურიდიული დოკუმენტაციის საფუძველზე საკუთრებაში აქვს ქონება და არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი მიღებულია რეკეტის შედეგად ან მოპოვებულია რეკეტირის, თანამდებობის პირის, „ქურდული სამყაროს“ წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე ან/და 331 1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირის მიერ ან/და ამ ქონებით სარგებლობს, მას განკარგავს (ან განკარგავდა) რეკეტირი, თანამდებობის პირი, „ქურდული სამყაროს“ წევრი, ადამიანით მოვაჭრე, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობი ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე ან/და 331 1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირი; ლ) რეკეტული ქონება – რეკეტის შედეგად მიღებული ქონება, ამ ქონებიდან მიღებული შემოსავალი, რეკეტიდან მიღებული შემოსავლით შეძენილი ქონება, აგრეთვე რეკეტული დაჯგუფების, რეკეტირის, რეკეტირის ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან რეკეტირთან დაკავშირებული პირის შემოსავალი, ქონება ან ქონებიდან მიღებული შემოსავალი, რომლის მართლზომიერი საშუალებებით მიღების დამადასტურებელი საბუთი ან სხვა მტკიცებულება არ არსებობს; მ) თანამდებობის პირის ქონება – თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან თანამდებობის პირთან დაკავშირებული პირის შემოსავალი, ქონება ან ქონებიდან მიღებული შემოსავალი, რომლის მართლზომიერი საშუალებებით მიღების დამადასტურებელი საბუთი ან სხვა მტკიცებულება არ არსებობს; ნ) „ქურდული სამყაროს“ წევრის ქონება – „ქურდული სამყაროს“ წევრის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის ან რეკეტირთან ან „ქურდული სამყაროს“ წევრთან დაკავშირებული პირის შემოსავალი, ქონება ან ქონებიდან მიღებული შემოსავალი, რომლის მართლზომიერი საშუალებებით მიღების დამადასტურებელი საბუთი ან სხვა მტკიცებულება არ არსებობს; ო) ადამიანით მოვაჭრის ქონება – ადამიანით მოვაჭრის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან ადამიანით მოვაჭრესთან დაკავშირებული პირის შემოსავალი, ქონება ან ქონებიდან მიღებული შემოსავალი, რომლის მართლზომიერი საშუალებებით მიღების დამადასტურებელი საბუთი ან სხვა მტკიცებულება არ არსებობს; პ) ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის ქონება – ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობთან დაკავშირებული პირის შემოსავალი, ქონება ან ქონებიდან მიღებული შემოსავალი, რომლის მართლზომიერი საშუალებებით მიღების დამადასტურებელი საბუთი ან სხვა მტკიცებულება არ არსებობს; ჟ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე ან/და 331 1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირის ქონება – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე ან/და 331 1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე ან/და 331 1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირთან დაკავშირებული პირის შემოსავალი, ქონება ან ქონებიდან მიღებული შემოსავალი, რომლის მართლზომიერი საშუალებებით მიღების დამადასტურებელი საბუთი ან სხვა მტკიცებულება არ არსებობს; რ) უკანონო ქონება – ქონება, აგრეთვე ამ ქონებიდან მიღებული შემოსავალი, აქციები (წილი), რომელიც/რომლებიც რეკეტულ დაჯგუფებას, რეკეტირს, თანამდებობის პირს, „ქურდული სამყაროს“ წევრს, ადამიანით მოვაჭრეს, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობს ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე ან/და 331 1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირს, მისი ოჯახის წევრს, მის ახლო ნათესავს ან მასთან დაკავშირებულ პირს კანონის მოთხოვნათა დარღვევით აქვს მოპოვებული; ს) დაუსაბუთებელი ქონება – ქონება, აგრეთვე ამ ქონებიდან მიღებული შემოსავალი, აქციები (წილი), რომლის/რომელთა კანონიერი საშუალებებით მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტები რეკეტულ დაჯგუფებას, რეკეტირს, თანამდებობის პირს, „ქურდული სამყაროს“ წევრს, ადამიანით მოვაჭრეს, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობს ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე ან/და 331 1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირს, მისი ოჯახის წევრს, მის ახლო ნათესავს ან მასთან დაკავშირებულ პირს არ გააჩნია ან რომელიც/რომლებიც მოპოვებულია უკანონო ქონების გასხვისების შედეგად მიღებული ფულადი სახსრებით. საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №211 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.64 საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2357 - სსმ I, №57, 29.12.2005წ., მუხ.441 საქართველოს 2006 წლის 7 დეკემბრის კანონი №3838 - სსმ I, №48, 22.12.2006წ., მუხ.335 საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის კანონი №5199 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.286 საქართველოს 2013 წლის 13 ნოემბრის კანონი №1525 - ვებგვერდი, 22.11.2013წ. საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის  კანონი №4370 - ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №162 - ვებგვერდი, 28.12.2016წ. საქართველოს 2018 წლის 18 აპრილის კანონი №2151 – ვებგვერდი, 01.05.2018წ. საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2226 – ვებგვერდი, 15.12.2022წ. საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №506 – ვებგვერდი, 17.04.2025წ. საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის კანონი №929 – ვებგვერდი, 03.07.2025წ.

რედაქციების შედარება

ტექსტობრივი ცვლილება არ არის

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 მაი. 2025· გამოქვეყნდა 17 აპრ. 2025
წინა მუხლი 356შემდეგი მუხლი 356¹⁰

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • „კანონიერი ქურდობა“ და რეკეტი (მუხლი 223¹) - ადვოკატი3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • აქტივების აღდგენა2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კომერციული მოსყიდვა (მუხლი 221) - ადვოკატი2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • აქტივების მოძიება და დაბრუნება საზღვარგარეთსერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-12-09 · №178

0
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2025-04-17
3
რედაქცია
5
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს სისხლი… 143²საქართველოს სისხლი… 260⁴საქართველოს სისხლი… 331¹მუხლი 2კორუფციის წინააღმდ… 2

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 356³ქონების რეკეტულად ცნობა, რეკეტული დაჯგუფების, რეკეტირის, თანამდებობის პირის, „ქურდული სამყაროს“ წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე ან/და 331 1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირის ქონების უკანონოდ და დაუსაბუთებლად ცნობა
  • 356⁸ტერმინთა განმარტება
  • 356⁵ქონების რეკეტულად, უკანონოდ ან დაუსაბუთებლად ცნობის იურიდიული შედეგები

ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ

  • 2რეკეტი, რეკეტული დაჯგუფება, რეკეტირი
  • 5რეკეტული ქონება, „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“ ქონება, ნარკომოვაჭრის ქონება

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 17¹რეკეტი, რეკეტული დაჯგუფება, რეკეტირი
  • 224¹რეკეტულ დაჯგუფებაში მონაწილეობა

უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

კონკურენციის შესახებ

  • 3კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ

  • 2—

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2143²260⁴331¹17¹224¹2252356³356⁸356⁵23356¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…კორუფციის წინააღმდეგ ბ…ორგანიზებული დანაშაული…უკანონო შემოსავლის ლეგ…კონკურენციის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 9 დეკ. 2025