ამნისტიის შესახებ

მუხლი 1

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

გათავისუფლდნენ სასჯელისაგან, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ვადის მიუხედავად პირები, რომლებიც ამ კანონის ძალაში შესვლის დროისათვის მსჯავრდებული არიან საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 91-ე მუხლის მეორე ნაწილით და აგრეთვე სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლებით, რომლებიც არ ითვალისწინებენ თავისუფლების აღკვეთას 5 წელზე მეტი ხნის ვადით (გარდა საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის, 153-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, 154-ე მუხლის მეორე ნაწილის, 160-ე მუხლის, 169 7 მუხლის პირველი ნაწილის, 187-ე მუხლის მეორე ნაწილის, 194-ე მუხლის, 195-ე მუხლის პირველი ნაწილის, 252-ე მუხლის მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე ნაწილების, 252 1 მუხლის პირველი, მეოთხე ნაწილების, 252 2 მუხლის და 252 3 მუხლის პირველი ნაწილისა) და ადრე არ ყოფილან მსჯავრდებულნი განზრახი დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით.

სისხლის სამართლის პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 2

ყველა გადაწყვეტილება
  • №72აპ-132013-06-1719
    არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    საექსტრადიციო პატიმრობის სასჯელში ჩათვლა

    საკასაციო პალატამ არ დააკმაყოფილა მსჯავრდებულის საჩივარი სხვა სახელმწიფოში სხვა დანაშაულისათვის მოხდილი სასჯელის ჩათვლისა და სასჯელის აღსრულების გადავადების შესახებ. პალატამ გააუქმა ამნისტიის შესახებ არაუფლებამოსილი სასამართლოს განჩინება და თავად შეიტანა ცვლილება სააპელაციო განაჩენში. საბოლოოდ მსჯავრდებულს ამნისტიით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, 8 თვითა და 7 დღით და გათავისუფლდა 5000 ლარის ჯარიმის გადახდისაგან.

  • №13საზ2008-03-109
    საკასაციო არსებითი (T2)

    უფრო მსუბუქი სისხლის სამართლის კანონის უკუძალა

    საკასაციო პალატამ განიხილა ძალაში შესული განაჩენის მოგვიანებით შეცვლილ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობა და საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. პალატამ გამოიყენა შემამსუბუქებელი კანონი, იარაღთან და ყაჩაღობასთან დაკავშირებული ცალკეული ქმედებები გადააკვალიფიცირა და იმსჯელა ორგანიზებული ჯგუფის უფრო მსუბუქი დეფინიციის გამოყენებაზე. საჩივრის ავტორს საბოლოოდ განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დანარჩენ ოთხ მსჯავრდებულს, რომელთა მიმართაც პალატამ სარევიზიო წესით იმსჯელა, შესაბამისად 11, 8, 7 და 7 წელი.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
153154160919711313154711
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…ამნისტიის შესახებამნისტიის შესახებამნისტიის შესახებამნისტიის შესახებამნისტიის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · ბოლოს შემოწმდა