საჯარო სამსახურის შესახებ

მუხლი 41. კანდიდატის შეფასება

რედაქცია №75 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საკონკურსო კომისია აფასებს კანდიდატის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას.

2.კანდიდატის შეფასება უნდა იყოს ობიექტური, მიუკერძოებელი, თანამიმდევრულად და თანაბრად გამოყენებული ყველა კანდიდატისადმი შერჩევისა და სამსახურში მიღების პროცესის ყველა ეტაპზე. კანდიდატის შეფასება უნდა ემყარებოდეს კანდიდატის სამუშაო გამოცდილების, მის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის და მისი პროფესიული ცოდნის ვაკანტური თანამდებობისათვის დადგენილ სამუშაო აღწერილობასთან, სპეციალურ და დამატებით მოთხოვნებთან და კვალიფიკაციასთან შესაბამისობის დადგენას.

3.კანდიდატის შეფასება ხდება: ა) წერითი ან/და ზეპირი დავალების მიცემით; ბ) გასაუბრებით; გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეფასების სხვა ფორმების გამოყენებით.

4.საკონკურსო კომისია მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადებისას განსაზღვრავს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ კანდიდატის შეფასების ფორმებს და მათ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას უთანხმებს.

5.საკონკურსო კომისიის მიერ კანდიდატის შეფასების დასაბუთებული შედეგი აისახება საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმში.

6.საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმი მისი შედგენიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა, ხოლო თუ ბოლო კალენდარული დღე დასვენების ან უქმე დღეს ემთხვევა − არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა წარედგინება მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირს. საქართველოს 2017 წლის 22 დეკემბრის კანონი №1826 – ვებგვერდი, 29.12.2017წ. საქართველოს 2025 წლის 20 თებერვლის კანონი №315 – ვებგვერდი, 21.02.2025წ.

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 9

ყველა გადაწყვეტილება
  • დიდი პალატა კრებულიდიდი პალატა

    სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

    მოსარჩელე სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას, სამუშაოზე აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას ითხოვდა. უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ განმარტა, რომ სამინისტროს მმართველობითი და ფუნქციონალური უფლებამონაცვლეობა არ გამორიცხავდა პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილ ლიკვიდაციას. პალატამ მიიჩნია, რომ კანონითა და ბრძანებულებით სხვადასხვა საკითხის მოწესრიგების გამო მათ შორის ნორმათა კოლიზია არ არსებობდა და გათავისუფლებისას გამოყენებული იყო საჯარო სამსახურის შესახებ კანონის შესაბამისი საფუძველი. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა სარჩელის უარყოფის შესახებ ქვედა ინსტანციების შედეგი.

  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    გათავისუფლებისა და მასთან დაკავშირებული ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და შრომითი მოთხოვნების ანაზღაურება

    დავა ეხებოდა თბილისის დიდუბის რაიონის გამგებლის ბრძანებების ბათილად ცნობას, საჯარო მოხელის თანამდებობაზე აღდგენასა და შრომით ანაზღაურებას. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ მოხელე მონაწილეობდა თავისი ოჯახის წევრების დაფინანსების საკითხების განხილვაში და დაარღვია ინტერესთა შეუთავსებლობისა და თვითაცილების წესები. პალატამ მიიჩნია, რომ მანამდე მიღებული სამსახურში აღდგენის გადაწყვეტილება არ გამორიცხავდა სხვა საფუძვლით გამოცემული გათავისუფლების ბრძანების დამოუკიდებელ შემოწმებას. სასამართლომ დააკმაყოფილა გამგეობის საკასაციო საჩივარი, გააუქმა სააპელაციო გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დააკმაყოფილა.

  • კრებულიგანსჯადობა / პროცესუალური (T3)

    დისციპლინური აქტების ბათილობა, სამსახურში აღდგენა, განაცდურისა და შვებულების ანაზღაურება და დისკრიმინაციით მიყენებული ზიანი

    მოსარჩელე თბილისის ისნის რაიონის გამგეობის წინააღმდეგ ითხოვდა დისციპლინური აქტების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენასა და თანხების ანაზღაურებას. უზენაესმა სასამართლომ მიუთითა, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი დისკრიმინაცია გამორიცხავდა სადავო საკითხის ხელახლა გამოსაკვლევად ადმინისტრაციული ორგანოსთვის დაბრუნებას. გათავისუფლების აქტის კანონიერება ფასდება მისი გამოცემის დროს მოქმედი კანონით, ხოლო აღდგენა და განაცდური — დავის განხილვისას მოქმედი კანონით. სასამართლომ გააუქმა გადაწყვეტილება უშუალოდ ძველ თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში და ამ მოთხოვნაზე უარი თქვა, რადგან თანამდებობა სხვა პირს ეკავა; დანარჩენ ნაწილში სააპელაციო გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა.

  • კრებულიდოქტრინული დასაშვებობა (T5)

    უკანონოდ გათავისუფლებული საჯარო მოხელის იძულებითი განაცდურისა და საადვოკატო ხარჯის ანაზღაურება

    დავა შეეხებოდა უკანონოდ გათავისუფლებული საჯარო მოხელის იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ. პირველი ინსტანციის სასამართლომ მოთხოვნილი განაცდური სრულად დააკისრა სამინისტროს, ხოლო სააპელაციო სასამართლომ ანაზღაურების პერიოდი და ყოველთვიური ოდენობა შეცვალა. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო საკითხებზე არსებობდა ერთიანი პრაქტიკა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის არც ერთი საფუძველი არ იკვეთებოდა. ორივე საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

  • კრებულიდაუშვებლობა (T5)

    საჯარო მოხელის გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდურისა და გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება

    დავა ეხებოდა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საჯარო მოხელის გათავისუფლებას, სამსახურში აღდგენას და შესაბამისი თანხების ანაზღაურებას. უზენაესმა სასამართლომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო, ხოლო მერიის საჩივარი გამოუყენებელი შვებულებისა და ადვოკატის ხარჯის ნაწილში არსებითად განიხილა. სასამართლომ განმარტა, რომ შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოიშობა მუშაობის თერთმეტი თვის შემდეგ, თუ მხარეები უფრო ადრეულ შვებულებაზე არ შეთანხმდნენ. ახალი გადაწყვეტილებით მერიას დაეკისრა მხოლოდ 2014 წლის გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება, ხოლო დაუდასტურებელი საადვოკატო ხარჯის მოთხოვნა უარყოფილ იქნა. გათავისუფლების ბრძანების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალება ძალაში დარჩა.

  • არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    გამოუყენებელი შვებულების კომპენსაცია და გათავისუფლების შესახებ გაუფრთხილებლობის გამო ხელფასის ანაზღაურება

    დავა შეეხებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გამოუყენებელი შვებულების კომპენსაციისა და მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ გაუფრთხილებლობის გამო ხელფასის დაკისრებას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ კადრების განკარგულებაში მყოფი შტატგარეშე პირი შვებულებით ვერ სარგებლობდა და მასზე მოხელისათვის გათვალისწინებული სახელფასო ანაზღაურების წესი არ ვრცელდებოდა. პალატამ დაადგინა, რომ ადმინისტრაციას მოსარჩელე მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ უნდა გაეფრთხილებინა, თუმცა გამოყენებული შრომის კანონთა კოდექსი გაუფრთხილებლობისთვის მოთხოვნილ კომპენსაციას არ ითვალისწინებდა. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო სასამართლოს განჩინება უცვლელად დარჩა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საკონკურსო კომისია აფასებს კანდიდატის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას. 2. კანდიდატის შეფასება უნდა იყოს ობიექტური, მიუკერძოებელი, თანამიმდევრულად და თანაბრად გამოყენებული ყველა კანდიდატისადმი შერჩევისა და სამსახურში მიღების პროცესის ყველა ეტაპზე. კანდიდატის შეფასება უნდა ემყარებოდეს კანდიდატის სამუშაო გამოცდილების, მის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის და მისი პროფესიული ცოდნის ვაკანტური თანამდებობისათვის დადგენილ სამუშაო აღწერილობასთან, სპეციალურ და დამატებით მოთხოვნებთან და კვალიფიკაციასთან შესაბამისობის დადგენას. 3. კანდიდატის შეფასება ხდება: ა) წერითი ან/და ზეპირი დავალების მიცემით; ბ) გასაუბრებით; გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეფასების სხვა ფორმების გამოყენებით. 4. საკონკურსო კომისია მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადებისას განსაზღვრავს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ კანდიდატის შეფასების ფორმებს და მათ  საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას უთანხმებს. 5. საკონკურსო კომისიის მიერ კანდიდატის შეფასების დასაბუთებული შედეგი აისახება საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმში. 6. საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმი მისი შედგენიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა, ხოლო თუ ბოლო კალენდარული დღე დასვენების ან უქმე დღეს ემთხვევა − არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა წარედგინება მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირს. საქართველოს 2017 წლის 22  დეკემბრის  კანონი №1826  –  ვებგვერდი, 29.12.2017წ. საქართველოს 2025 წლის 20 თებერვლის კანონი №315 – ვებგვერდი, 21.02.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №59 · ძალაშია 1 აპრ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 21 თებ. 2025

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11⁸11⁴8942433521 (დ…18 (დ…22¹ (…11 (დ…2441
მნიშვნელობით ახლოსსაჯარო სამსახურის შესა…საჯარო სამსახურში კონკ…დანაშაულის პრევენციის,…მაუწყებლობის შესახებარასამხედრო ალტერნატიუ…დასაქმების ხელშეწყობის…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №75 · ბოლოს შემოწმდა