დასაქმების ხელშეწყობის შესახებ

მუხლი 24. დასაქმების შესაძლებლობის შეფასება

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სამუშაოს მაძიებლის დასაქმების შესაძლებლობის შეფასებისას ფასდება სამუშაოს მაძიებლის დასაქმების ალბათობა სააგენტოს მიერ შემუშავებული, მისი პროფესიული და ინდივიდუალური კრიტერიუმებისთვის მინიჭებული კოეფიციენტების საფუძველზე.

2.სამუშაოს მაძიებლის დასაქმების შესაძლებლობის შეფასებისთვის საჭირო, მნიშვნელოვანი კრიტერიუმებია: ა) ასაკი; ბ) სქესი; გ) ოჯახური მდგომარეობა; დ) უცხოური ენების ცოდნა; ე) კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; ვ) უნარ-ჩვევები; ზ) უმუშევრობის ხანგრძლივობა; თ) განათლების სფერო და საფეხური; ი) საქმიანობის სფერო; კ) სამუშაო გამოცდილება; ლ) სხვა უნარები.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სხვა უნარებს განსაზღვრავს სააგენტო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ განხორციელებული საწარმოთა მიერ უნარების მოთხოვნის კვლევის შედეგად გამოვლენილი ინფორმაციის საფუძველზე. სააგენტოს მიერ შერჩეული კრიტერიუმები და მათთვის მინიჭებული კოეფიციენტები შრომის ბაზარზე ინტეგრაციისთვის სამუშაოს მაძიებლის შეფასების საშუალებას უნდა იძლეოდეს.

4.დასაქმების შესაძლებლობის შეფასების შედეგები სამუშაოს მაძიებელს კონსულტირების დროს ეცნობება. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №362 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3848 – ვებგვერდი, 15.12.2023წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სამუშაოს მაძიებლის დასაქმების შესაძლებლობის შეფასებისას ფასდება სამუშაოს მაძიებლის დასაქმების ალბათობა სააგენტოს მიერ შემუშავებული, მისი პროფესიული და ინდივიდუალური კრიტერიუმებისთვის მინიჭებული კოეფიციენტების საფუძველზე. 2. სამუშაოს მაძიებლის დასაქმების შესაძლებლობის შეფასებისთვის საჭირო, მნიშვნელოვანი კრიტერიუმებია: ა) ასაკი; ბ) სქესი; გ) ოჯახური მდგომარეობა; დ) უცხოური ენების ცოდნა; ე) კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; ვ) უნარ-ჩვევები; ზ) უმუშევრობის ხანგრძლივობა; თ) განათლების სფერო და საფეხური; ი) საქმიანობის სფერო; კ) სამუშაო გამოცდილება; ლ) სხვა უნარები. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სხვა უნარებს განსაზღვრავს სააგენტო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ განხორციელებული საწარმოთა მიერ უნარების მოთხოვნის კვლევის შედეგად გამოვლენილი ინფორმაციის საფუძველზე. სააგენტოს მიერ შერჩეული კრიტერიუმები და მათთვის მინიჭებული კოეფიციენტები შრომის ბაზარზე ინტეგრაციისთვის სამუშაოს მაძიებლის შეფასების საშუალებას უნდა იძლეოდეს. 4. დასაქმების შესაძლებლობის შეფასების შედეგები სამუშაოს მაძიებელს კონსულტირების დროს ეცნობება. საქართველოს 2021 წლის 16  მარტის კანონი №362  – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3848 – ვებგვერდი, 15.12.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №4 · ძალაშია 1 იან. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 15 დეკ. 2023

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
214611⁸11³22541421151211824
მნიშვნელობით ახლოსდასაქმების ხელშეწყობის…საჯარო სამსახურის შესა…შეზღუდული შესაძლებლობი…საქართველოს შრომის კოდ…სამედიცინო-სოციალური ე…სოციალური მუშაობის შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №6 · ბოლოს შემოწმდა