Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებმუხლი 7

ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ

მუხლი 7. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები

რედაქცია №30 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025
თემები:პერსონალის უფლებები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს და მათთან გათანაბრებულ პირებს მიეკუთვნებიან: ა ) სამხედრო მოსამსახურეები, მათ შორის, თადარიგში დათხოვნილები (გადამდგარნი), რომლებიც გადიოდნენ სამხედრო სამსახურს ან დროებით იმყოფებოდნენ მეორე მსოფლიო ომის ან სამშობლს დაცვის სხვა საბრძოლო ოპერაციების დროს მოქმედი არმიის შემადგენლობის სამხედრო ნაწილებში, შტატებსა და დაწე ს ებულებებში, აგრეთვე ომის წლებში დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი პარტიზანები და იატაქვეშა ორგანიზაციების წევრები; ბ ) სახედრო მოსამსახურეები, მათ შორის, სამხედრო სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილები (გადამდგარნი), აგრეთვე შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოების ა და დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის რიგითი და მეთარუთა შემადგენლობის პირები, რომლებიც ომის წლებში გადიოდნენ სამსახურს ქალაქებში, რომელთა დაცვაში მონაწილეობა ჩაითვლება წელთა ნამსახურობაში შეღავათიანი პირობებით პენსიის დანიშვნისათვის, რაც დაწესებულია მოქმნდი არმიის სამხედრო ნაწილთა სამხედრო მომსახურისათვის; გ ) არმიის, ფლოტის, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოების ა და დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის ნებაყოფდობით დაქირავებული პირები, რომლებსაც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ეკავათ საშტატო თანამდებობები მოქმედი არმიის შემადგნლობაში შემავალ სამხედრო ნაწილებში, შტატებსა და დაწესებულებეში ან რომელიც ამ პერიოდში იმყოფებოდნენ ქალაქებში, რომელთა დაცვაში მონაწილეობა ჩაითვლება წელთა ნამსახურებაში შეღავათიანი პირობებით პენსიის დასანიშნავად, რაც დაწესებულია მოქმედი არმიის სამხედრო ნაწილების სამხედრო მოსამსახურეებისათვის; დ ) დაზვერვისა და კონტრდაზვერვის თანამშრომლები და სხვა პირები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში სპეციალურ დავალებებს ასრულებდნენ მოქმედი არმიის ნაწილებში, მტრის ზურგში ან სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე; ე) სამხედრო ობიექტებისა და საწარმოების, სახალხო კომისარიატების მუშა-მოსამსახურეები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს გადაყვანილნი იყვნენ სამხედრო მოსამსახურეების მდგომარეობაზე და ასრულებდნენ მოქმედი არმიისა და ფლოტისათვის სამხედრო დაკვეთებს, აგრეთვე ზურგის მუშაკები, რომლებიც დაჯილდოებულნი არიან ორდენებითა და მედლებით ომის წლებში მამაცური შრომისათვის, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების (მათ შორის, კულტურისა და ხელოვნების) მუშაკები, ცენტრალური გაზეთების, ჟურნალების, სატელეგრაფო სააგენტოს, საინფორმაციო ბიუროთა კორესპონდენტები, დოკუმენტური კინოფილმების ცენტრალური სტუდიის (კინოქრონიკის) კინოოპერატორები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის წლებში მივლინებულნი იყვნენ მოქმედ არმიაში სსრ კავშირის თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის 1944 წლის 7 ივლისის №6139 დადგენილებითა და მის საფუძველზე საქართველოს სსრ სახალხო კომისარიატისა და საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის (ბ) 1944 წლის 21 ივლისის ერთობლივი დადგენილებით, ამიერკავკასიაში მშენებარე მეტალურგიული ქარხნის კვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფის მიზნით სამხედრო მობილიზაციით გაწვეული მეტალურგები; ვ) გამანადგურებელი ბატალიონების, ოცეულებისა და სახალხო დაცვის რაზმების მოსამსახურეები, მათ შორის, სამხედრო სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი), შინაგან საქმეთა, სახელმწიფო უშიშროების ორგანოების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის მებრძოლები და მეთაურთა შემადგენლობის პირები, რომლებიც ომის დროს მონაწილეობდნენ მთავრობის საბრძოლო დავალებათა შესრულებაში; ზ ) პირები, რომლებიც პარტიზანული რაზმების, იატაქვეშელთა ჯგეფებისა და ანტიფაშისტური ფორმირებების შემადგენლობაში მონაწილეობდნენ ფაშისტური გერმანიისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში სახელმწიფოთა ტერიტორიაზე; თ ) სამხედრო მოსამსახურეები, მათ შორის, სამხედრო სამსახურიდან თადარიგში დათხოვილები (გადამდგარნი), რომლებიც 1941 წლის 22 ივნისიდან 1945 წლის 3 სექტემბრამდე გადიოდნენ სამხედრო სამსახურს იმ სამხედრო ნაწილებში, დაწესებულებებსა და სამხედრო სასწავლებლებში, რომლებიც არ შედიოდნენ მოქმედი არმიის შემადგენლობაში და დაჯილდოებული არიან მედლით „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვებისათვის“ ან მედლით „იაპონიაზე გამარჯვებისათვის“; ი ) პირები, რომლებიც ომის წლებში მუშაობდნენ საჰაერო თავდაცვის, ადგილობრივი თავდაცვის ობიექტებზე, აგრეთვე თავდაცვითი ნაგებობების მშენებლობებზე, საზღვაო ბაზებში, აეროდრომებსა და სხვა სამხედრო ობიექტებზე მოქმედი ფრონტის ზურგში და რკინგზისა და საავტომობილო გზების ფრონტისპირა უბნებზე; კ ) ომის დასაწყისში სხვა სახელმწიფოების ნავსადგურებში ინტერნირებული სატრანსპორტო ფლოტის ხომალდების ეკიპაჟის წევრები; ლ ) პირები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის წლებში ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების დავალებით აგროვებედნენ საბრძოლო მასალებს და სამხედრო ტექნიკას, განნაღმავდნენ ტერიტორიებსა და ობიექტებს; მ ) პირები, რომლებიც ქალაქ ლენინგრადის ბლოკადის პერიოდში 1941 წლის 8 სექტემბრიდან 1944 წლის 27 იანვრამდე მუშაობდნენ მის საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში და დაჯილდოებული არიან მედლით „ლენინგრადის დაცვისათვის“ ან ნიშნით „ლენინგრადის ბლოკადის მცხოვრებს“; ნ ) მეორე მსოფლიო ომის პერიოდში საკონცეტრაციო ბანაკებსა და გეტოებში იძულებით პატიმრობაში მყოფი მეომრები და სხვა პირები, რომლებსაც დამატყვევებელი მხარის სასარგებლოდ წარმოებულ საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობა არ მიუღიათ ნებაყოფლობით და ყოფილ არასრულწლოვანი პატიმრები.

2.სამხედრო ნაწილების, შტაბებისა და დაწესებულებების ნუსხას, რომლებიც ომის წლებში შედიოდნენ მოქმედი არმიის შემადგენლობაში, აგრეთვე ქალაქების ნუსხას, რომელთა დაცვაში მონაწილეობა ჩაითვლება წელთა ნამსახურობაში შეღავათიანი პირობებით პენსიის დასანიშნავად, რომელიც დაწესებულია მოქმედი არმიის საბრძოლო ნაწილების სამხედრო მოსამსახურეებისათვის, ამტკიცებს საქართველოს მთავრობა საქართველოს თავდაცვის მინისტრის წარდგინებით. საქართველოს 199 7 წლის 16 ოქტომბრი ს კანონი № 962 - პარლამენტის უწყებანი № 44 , 11.11.1997 წ., გვ.69 საქართველო ს 1999 წლის 19 თებერვლის კანონი № 1814 - სსმ I , № 6(13) 04.03.1999 წ., მუხ. 26 საქართველოს 1999 წლის 19 მარტის კანონი №1845 - სსმ I, №12(19) 06.04.1999 წ., მუხ.40 საქართველოს 2000 წლის 3 მაისის კანონი №279 - სსმ I, №17 12.05.2000 წ., მუხ.43 საქართველოს 2003 წლის 6 ივნისის კანონი №2322 - სსმ I, №19 01.07.2003 წ., მუხ.122 საქართველო ს 2005 წლის 2 3 დეკემბრის კანონი №2458 - სსმ I , №56, 28.12 . 200 5 წ., მუხ.400 საქართველოს 2013 წლის 2 7 სექტემბრის კანონი №1385 – ვებგვერდი, 09.10.2013წ. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3930 – ვებგვერდი, 15.07.2015წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №29 · ძალაშია 1 იან. 2022-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 9

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 აგვ. 2015· გამოქვეყნდა 15 ივლ. 2015

    მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის ჩამონათვალში, რომელიც განსაზღვრავს მებრძოლთა და მეთაურთა შემადგენლობის პირებს, დაემატა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური; დანარჩენი ცვლილებები რედაქციულია.

  2. 9 ოქტ. 2013

    მე-7 მუხლის მე-2 პუნქტში ნუსხების დამტკიცების უფლებამოსილება პრეზიდენტიდან მთავრობას გადაეცა. ამასთან დაზუსტდა ქალაქების ნუსხის და სამხედრო მოსამსახურეების აღმნიშვნელი ფორმულირება.

  3. 1 იან. 2006· გამოქვეყნდა 28 დეკ. 2005

    მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტიდან ამოღებულია საქართველოში მცხოვრები სოციალისტური შრომის გმირები, დანარჩენი ცვლილებები სიტყვათა ფორმებისა და მე-2 პუნქტში ერთი სიტყვის შესწორებაა.

  4. 1 იან. 2004· გამოქვეყნდა 1 ივლ. 2003

    მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის ჩამონათვალს დაემატა საქართველოში მცხოვრები სოციალისტური შრომის გმირები, რის გამოც ისინი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებთან გათანაბრებულ პირებში შედიან.

  5. 25 აპრ. 2002
  6. 1 იან. 2001· გამოქვეყნდა 12 მაი. 2000

    მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში მობილიზებული მეტალურგების აღწერიდან ამოღებულია დაბადების წლის („1926 წელს დაბადებული“) მითითება.

  7. 6 აპრ. 1999

    მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტებში შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებს დაემატა დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტი.

  8. 4 მარ. 1999

    მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის ბოლოს დაემატა 1944 წლის დადგენილებების საფუძველზე სამხედრო მობილიზაციით გაწვეული, 1926 წელს დაბადებული მეტალურგები.

  9. 11 ნოე. 1997

    მე-7 მუხლის ტექსტი დაინომრა როგორც პირველი ნაწილი, ხოლო მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა და მათთან გათანაბრებულ პირთა ჩამონათვალი ასოებით გადანომრდა; ნაჩვენები ბოლო ნორმა მიუთითებს საქართველოს პრეზიდენტზე და საქართველოს თავდაცვის მინისტრის წარდგინებაზე.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 6შემდეგი მუხლი 8

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ვეტერანთა შეღავათებისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 26 ივნ. 2025 · №30

  • 9 ცვლილება · ბოლო 15 ივლ. 2015
  • 13 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ

  • 8სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები
  • 11შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომელთაც შესაძლებლობა მეორე მსოფლიო ომის და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შედეგად შეეზღუდათ
  • 10თავდაცვის ძალების ვეტერანები

სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ

  • 1სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების მქონე პირთა წრე
  • 11სამხედრო მოსამსახურისათვის სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების განმსაზღვრელი პირობები
  • 59სამსახურებიდან დათხოვნისას სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად ზოგიერთი კატეგორიის პირთათვის წელთა ნამსახურობის ჩათვლა

თავდაცვის კოდექსი

  • 107სოციალური და სხვა გარანტიები
  • 76პროფესიული სამხედრო სამსახურის ზოგადი პირობები

სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ

  • 8ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამხედრო წოდებისა და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირების კომპენსაციის გაანგარიშება
  • 19კომპენსაცია ძალოვან სტრუქტურაში მომუშავე მოსამსახურეთა (მუშაკთა) გარდაცვალების გამო

ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ

  • 17ტერორიზმთან ბრძოლაში მონაწილე პირები, რომლებიც ექვემდებარებიან სამართლებრივ და სოციალურ დაცვას

პენიტენციური კოდექსი

  • 145სამსახურში სამხედრო სამსახურის გავლის დროებითი წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
178198111011159107761457
მნიშვნელობით ახლოსომისა და თავდაცვის ძალ…სამხედრო, შინაგან საქმ…თავდაცვის კოდექსისახელმწიფო კომპენსაციი…ტერორიზმთან ბრძოლის შე…პენიტენციური კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025 · რედაქცია №30 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026