ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ

მუხლი 21. სარიტუალო სამსახურის გაწევა

რედაქცია №30 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.დაღუპული (გარდაცვლილი) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომელთაც შესაძლებლობა მეორე მსოფლიო ომის შედეგად შეეზღუდათ, და იმავე ომის მონაწილეები, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ვეტერანები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ვეტერანები, სამხედრო სამსახურის ვეტერანები იკრძალებიან დაღუპულთა (გარდაცვლილთა) ნათესავების სურვილით შერჩეულ ადგილებზე (სამხედრო მოსამსახურე იკრძალება მისთვის სამხედრო პატივის მიგებით).

2.სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა დაკრძალვის ხარჯები ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

3.უმუშევარი ვეტერანის დაკრძალვა და საფლავის მოწყობა ხდება იმ ორგანოების ხარჯზე, რომლებიც მას პენსიით უზრუნველყოფენ. თუ დაღუპული (გარდაცვლილი) ვეტერანის დაკრძალვის ორგანიზაცას დაღუპულის (გარდაცვლილის) ოჯახის წევრები ან სხვა მოქალაქეები იკისრებენ, მათ ეძლევათ ფულადი დახმარება დაკრძალვისათვის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრის კანონი №3647 - სსმ I, №44, 27.11.2006 წ., მუხ.295 საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3615 – ვებგვერდი, 21.11.2018წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №852- ვებგვერდი, 03.07.2025წ. თავი III. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები საქართველოს 2013 წლის 29 ნოემბრის კანონი №1686 - ვებგვერდი, 16.12.2013წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №30 · ძალაშია 3 ივლ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 21-ე მუხლის პირველ ნაწილში ტერმინი „ინვალიდი“ შეიცვალა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ფორმულირებით, ხოლო დაკრძალვის წესი ახლებურად არის გადმოცემული.

  2. 21-ე მუხლში მე-2 პუნქტის სახით გაჩნდა ნორმა სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურების შესახებ.

  3. · გამოქვეყნდა 6 ივლ. 2011

    21-ე მუხლს დაემატა 1-ლი პუნქტის ნუმერაცია და მე-2–მე-3 პუნქტები უფლებამოსილი სამინისტროს განსაზღვრისა და კანონქვემდებარე აქტების გამოცემის შესახებ.

  4. · გამოქვეყნდა 31 დეკ. 2006
  5. 21-ე მუხლის მე-2 პუნქტში საფლავის ადგილის გამოყოფას უზრუნველყოფენ მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, ხოლო დაფინანსების ფორმულირება და მართლწერა შესწორდა.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
716121425171115306910821
მნიშვნელობით ახლოსომისა და თავდაცვის ძალ…ქ. თბილისში 1989 წლის …სამხედრო, შინაგან საქმ…საჯარო სამსახურის შესა…თავდაცვის კოდექსიშემოსავლების სამსახური…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №30 · ბოლოს შემოწმდა