Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებმუხლი 16

სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ

მუხლი 16

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 13 ივნ. 2023
თემები:პიროვნული დაზიანება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრისას დაწესებულება ადგენს შემდეგ მიზეზებს: ა) საერთო დაავადება; ბ) შრომითი დასახიჩრება; გ) პროფესიული დაავადება; დ) ბავშვობიდან შესაძლებლობის შეზღუდვა; ე) შესაძლებლობის შეზღუდვა, რაც დაკავშირებულია სამხედრო ვალდებულების შესრულებისას მიღებულ ტრავმასთან ან დაავადებასთან; ვ) შესაძლებლობის შეზღუდვა, რაც არ არის დაკავშირებული სამხედრო ვალდებულების შესრულებისას მიღებულ ტრავმასთან ან დაავადებასთან; ზ) შესაძლებლობის შეზღუდვა, რაც დაკავშირებულია ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურისა და სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების სხვა ბირთვული ობიექტების ავარიასთან; თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მიზეზს.

2.შესაძლებლობის შეზღუდვა საერთო დაავადებასთან დაკავშირებულად ითვლება, თუ იგი კავშირში არ არის ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ-თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მიზეზებთან.

3.შესაძლებლობის შეზღუდვა შრომით დასახიჩრებასთან დაკავშირებულად ითვლება, თუ უბედური შემთხვევა მოხდა: ა) შრომითი მოვალეობის (მათ შორის, მივლინებაში ყოფნისას), ან დამსაქმებლის ინტერესებიდან გამომდინარე რაიმე მოვალეობის შესრულებისას; ბ) გზაში სამუშაოზე წასვლისას ან სამუშაოდან დაბრუნებისას; გ) საწარმოო პრაქტიკის დროს; დ) დამსაქმებლის ტერიტორიაზე ან სხვა ადგილზე სამუშაო დღის განმავლობაში, დადგენილი შესვენებისას ან/და სხვა დროს, რომელიც საჭიროა სამუშაო ადგილის მოსაწესრიგებლად, სამუშაოს დაწყებამდე, ან სამუშაოს დამთავრების შემდეგ; ე) დამსაქმებლის ტერიტორიის ახლოს, სამუშაო დროს ან დადგენილი შესვენებისას, თუ იქ ყოფნა არ ეწინააღმდეგება შინაგანაწესს; ვ) სახელმწიფო ან საზოგადოებრივი დავალების შესრულებისას; ზ) ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისას; თ) სახელმწიფო საკუთრების ან საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისას; ი) დონორის ფუნქციის შესრულებისას.

4.შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი პროფესიული დაავადებით დაუდგინდება პირს, რომელსაც მწვავე ან ქრონიკული დაავადება განუვითარდა მოცემული პროფესიისათვის დამახასიათებელი მავნე ფაქტორების ზემოქმედებით, ან იმ საწარმოსათვის დამახასიათებელი შრომის პირობებით, სადაც ის მუშაობდა.

5.ბავშვობიდან შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი უდგინდება პირს, რომლის შესაძლებლობის შეზღუდვა 18 წლის ასაკამდე მოხდა.

6.შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი სამხედრო ვალდებულების შესრულებისას მიღებული ტრავმით ან დაავადებით დაუდგინდება თადარიგის სამხედრო მოსამსახურეებს, ან საქართველოს კანონმდებლობით მათთან გათანაბრებულ პირებს, თუ იგი უკავშირდება საქართველოს და ყოფილი სსრ კავშირის ინტერესების, მათი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვას ან სხვა სამხედრო ან ოპერატიულ მოვალეობათა შესრულებას, აგრეთვე სხვა ქვეყნების ლოკალურ ომებში მიღებულ ჭრილობას, დასახიჩრებას, კონტუზიას ან დაავადებას.

7.შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი, რომელიც დაკავშირებული არ არის სამხედრო ვალდებულების შესრულებასთან, დგინდება იმ შემთხვევაში, როცა ტრავმა ან დაავადება მიღებულია სამხედრო სამსახურის გავლისას და არ უკავშირდება სამხედრო ვალდებულების შესრულებას. ასეთ შემთხვევაში შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი დგინდება, თუ ის დადგა სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში, ან დემობილიზაციიდან 3 თვის განმავლობაში, ანდა დემობილიზაციიდან 3 თვის გასვლის შემდეგ, თუ ტრავმა ან დაავადება მიღებულია სამხედრო სამსახურის პერიოდში, ან დემობილიზაციიდან 3 თვის ვადაში.

8.შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის და სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების სხვა ბირთვული ობიექტების ავარიასთან დაკავშირებით უდგინდება პირს, რომლის შესაძლებლობის შეზღუდვა გამოწვეულია ავარიის ლიკვიდაციაში მონაწილეობით ან რომელმაც განიცადა რადიაქტიური ზემოქმედება რადიაქტიური ნივთიერებებით დაბინძურებულ ტერიტორიაზე.

9.შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გადამოწმებისას დაწესებულებას უფლება აქვს შეუცვალოს მას შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მიზეზი, თუ დაავადების ან/და დასახიჩრების ხასიათით არსებობს საფუძველი შესაძლებლობის შეზღუდვის სხვადასხვა მიზეზის დასადგენად. ასეთ შემთხვევაში შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მიზეზი უნდა დადგინდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის არჩევანით, ან დადგინდეს ის მიზეზი, რომელიც უფრო მეტი პენსიის მიღების უფლებას იძლევა. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4298  -სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.408 თავი V. დასაქმებულთათვის შრომითი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით მიღებული დასახიჩრების, პროფესიული დაავადების ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანების შედეგად დაკარგული პროფესიული შრომისუნარიანობის ხარისხის განსაზღვრა საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4298  -სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.408

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №12 · ძალაშია 1 იან. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2003 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 მარ. 2012· გამოქვეყნდა 11 იან. 2012

    მე-16 მუხლს დაემატა „მ“ ქვეპუნქტი სამედიცინო მედიატორის ფუნქციის შესახებ და მე-2 პუნქტი კომპეტენტური სამსახურის მომსახურების საფასურის შესახებ.

  2. 1 იან. 2007· გამოქვეყნდა 31 დეკ. 2006

    მე-9 პუნქტში სტატუსის მიზეზის არჩევის კრიტერიუმად „უფრო მაღალი“ პენსიის ნაცვლად დაწესდა „უფრო მეტი“ პენსიის მიღების უფლება, ხოლო V თავის სათაურიდან ამოღებულია „ბიუროს მიერ“.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 15შემდეგი მუხლი 17

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • შავი ფილტვის დაავადების სარჩელი3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნიკა ზოიძე

ნიკა ზოიძე

სამოქალაქო სამართლის სპეციალისტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 13 ივნ. 2023 · №13

  • 2 ცვლილება · ბოლო 11 იან. 2012
  • 5 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ

  • 14
  • 46
  • 10

სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ

  • 16შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო კომპენსაციის დანიშვნა

სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ

  • 17შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სამხედრო მოსამსახურეთათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის პირობები

ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ

  • 11შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომელთაც შესაძლებლობა მეორე მსოფლიო ომის და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შედეგად შეეზღუდათ
  • 12შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომელთაც შესაძლებლობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შედეგად შეეზღუდათ

ადმინისტრაციული ხელშეკრულებების სტანდარტული ფორმების დამტკიცების შესახებ

  • 5 (დანართი 1)სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერება

საქართველოს შრომის კოდექსი

  • 47შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები
  • 60შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეზღუდვები
  • 46შრომითი ურთიერთობის შეჩერება

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ

  • 26საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
144610161112174760465 (და…2616
მნიშვნელობით ახლოსსამედიცინო-სოციალური ე…სახელმწიფო კომპენსაციი…სამხედრო, შინაგან საქმ…ომისა და თავდაცვის ძალ…ადმინისტრაციული ხელშეკ…საქართველოს შრომის კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 13 ივნ. 2023 · რედაქცია №13 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026