Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასპორტის შესახებმუხლი 23

სპორტის შესახებ

მუხლი 23. სპორტის დაფინანსება

რედაქცია №21 კონსოლიდირებული · 12 დეკ. 2024
თემები:სპონსორობასპორტსმენის წარმომადგენლობასპორტული ორგანიზაციები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.სახელმწიფო ხელს უწყობს და ზრუნავს სპორტის განვითარებაზე და ამ მიზნით ითვალისწინებს საბიუჯეტო დაფინანსებას.

2.სპორტის განვითარებისათვის გამოყოფილი სახსრები ცალკე მუხლით აისახება სახელმწიფო ბიუჯეტში.

3.სპორტული ორგანიზაციების წინადადების საფუძველზე სპორტის სფეროში სახელმწიფო სახსრებს ანაწილებს სამინისტრო.

4.სპორტის დაფინანსებისათვის გამოიყენება აგრეთვე: ა) სახელმწიფო, კერძო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და ცალკეული პირების შენატანები; ბ) საკუთარი სპორტული, სამეურნეო-კომერციული, სარეკლამო, საშუამავლო საქმიანობიდან მიღებული მოგება; გ) სპონსორებისგან და სხვა დახმარებიდან მიღებული სახსრები.

5.არასაბიუჯეტო წყაროებიდან მიღებული სახსრები არავითარ გავლენას არ ახდენს სპორტის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებათა ოდენობაზე.

6.სპორტის განვითარებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ სახსრებს სამინისტროებსა და უწყებებზე ანაწილებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სამინისტროს წარდგინებით.

7.ეროვნული ნაკრები გუნდების მოსამზადებლად და საქართველოს სპორტული დელეგაციების ოლიმპიურ თამაშებში, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში, თასების გათამაშებაში, მსოფლიო უნივერსიადებში და სხვა საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობისა და ამ ღონისძიებებში გამარჯვებულთა და პრიზიორთა დასაჯილდოებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფს მიზნობრივ სახსრებს.

8.დაუშვებელია სპორტისთვის გამიზნული საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო შენატანების გამოყენება არამიზნობრივად, ისინი უნდა მოხმარდეს მხოლოდ სპორტის განვითარებას.

9.სახელმწიფო ხელს უწყობს სპორტის განვითარებას სპორტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაფართოებით, სათანადო დაფინანსებით, გრანტებით, სპორტსმენებისა და ამ დარგის სპეციალისტების მორალური და მატერიალური წახალისებით. საქართველოს 2004 წლის 1 ივლისის კანონი №310 - სსმ I, №20, 16.07.2004 წ., მუხ.105 საქართველოს 2015 წლის 25 ნოემბრის კანონი №4548 - ვებგვერდი, 08.12.2015წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1633 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3113- ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6913 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №343 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №18 · ძალაშია 18 მარ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 6

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 18 მარ. 2021

    მე-3 და მე-6 პუნქტებში სახსრების განაწილებისა და წარდგინების სუბიექტად დასახელებულია „სამინისტრო“.

  2. 28 ივლ. 2020
  3. 11 ივლ. 2018

    23-ე მუხლის მე-3 და მე-6 პუნქტებში სამინისტროს დასახელება განახლდა: სახსრების განაწილება და ფინანსთა სამინისტროსთვის წარდგინება მას ეკუთვნის.

  4. 14 დეკ. 2017

    23-ე მუხლის მე-3 და მე-6 პუნქტებში სახსრების განაწილებისა და წარდგინების სუბიექტად დასახელებულია კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

  5. 8 დეკ. 2015

    მე-3 პუნქტში სახსრების განმანაწილებელი სამინისტრო ახლა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროა და ადგილობრივი ორგანოების აღწერიდან ამოღებულია „მმართველობის“; მე-6 პუნქტში იგივე სამინისტრო აძლევს ფინანსთა სამინისტროს წარდგინებას, ხოლო წინადადება ახლებურადაა ჩამოყალიბებული.

  6. 16 ივლ. 2004

    23-ე მუხლის მე-6 პუნქტში ფინანსთა სამინისტროსთვის სახსრების განაწილების წარდგინების სუბიექტი სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის ნაცვლად სამინისტროა.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 22⁵შემდეგი მუხლი 24

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • გუნდის კონტრაქტებისერვისის გვერდი
  • ინდივიდუალური სპორტული ხელშეკრულებებისერვისის გვერდი
  • კიბერსპორტის სამართალისერვისის გვერდი
  • ლიგის გენერალური სპონსორობასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 12 დეკ. 2024 · №21

  • 6 ცვლილება · ბოლო 18 მარ. 2021
  • 8 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სპორტის შესახებ

  • 5სამინისტროს კომპეტენცია სპორტის სფეროში
  • 3საქართველოს მოქალაქეთა უფლებების სახელმწიფო გარანტიები სპორტის სფეროში
  • 15სპორტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს რეფორმებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის შექმნის შესახებ

  • 9ორგანიზაციის დაფინანსება

კულტურის შესახებ

  • 29კულტურისა და კულტურული მოღვაწეობის დაფინანსება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ

  • 16მონაწილეობა კულტურულ, სპორტულ, გასართობ და სხვა საზოგადოებრივ ღონისძიებებში

მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ

  • 15მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ფინანსური უზრუნველყოფა

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ

  • 41საბიუჯეტო დაფინანსება

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 33სამსახურის დაფინანსება

შემოსავლების სამსახურის შესახებ

  • 8სამსახურის დაფინანსება

საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ

  • 6სახელმწიფო რეზერვის დაფინანსება

ზოგადი განათლების შესახებ

  • 51ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ფინანსები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
641155129531589331623
მნიშვნელობით ახლოსსპორტის შესახებსაჯარო სამართლის იურიდ…კულტურის შესახებშეზღუდული შესაძლებლობი…მეცნიერების, ტექნოლოგი…საზოგადოებრივი ჯანმრთე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 12 დეკ. 2024 · რედაქცია №21 · ბოლოს შემოწმდა 27 ოქტ. 2026