სპორტის შესახებ

მუხლი 21. სპორტსმენი, პროფესიონალი სპორტსმენი და პროფესიული მოღვაწეობა სპორტში

რედაქცია №21 კონსოლიდირებული · 12 დეკ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სპორტსმენი არის პირი, რომელიც მისდევს სპორტს და გამოდის შეჯიბრებებში.

2.სპორტსმენი, რომლისთვისაც სპორტი შემოსავლის ძირითადი წყაროა, არის პროფესიონალი.

3.„სპორტსმენი“ პროფესიაა.

4.სპორტსმენის, მწვრთნელის, მსაჯის და სხვა სპეციალისტების პროფესიული მოღვაწეობა (ვარჯიში და შეჯიბრებაში მონაწილეობა), რაც მათი შემოსავლის ძირითადი წყაროა, ხორციელდება შრომის კანონმდებლობის შესაბამისად.

5.სპორტში დასაქმებული პირები, როგორც წესი, მუშაობენ ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე.

6.სპორტსმენთან კონტრაქტის გაფორმება და ხელშეკრულების სხვა ფორმის დაწესება, სპორტში მოღვაწეობის და შეჯიბრებებში პროფესიულ საწყისებზე მონაწილეობის პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციების წესდებებით, დებულებებითა და სხვა მარეგლამენტირებელი დოკუმენტებით.

7.შრომითი ხელშეკრულება, რომელსაც აფორმებს პროფესიონალი სპორტსმენი, სპორტში მოღვაწეობისა და შეჯიბრებებში მონაწილეობის პირობებთან ერთად უნდა შეიცავდეს ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევის პირობებს.

8.პროფესიული სპორტული ლიგა (ასოციაცია, კლუბი და ა. შ.) და სხვა პროფესიული სპორტული ორგანიზაცია ყალიბდება და ფუნქციონირებს კანონმდებლობის შესაბამისად.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 6 ნოე. 1996-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
56¹22326332110732221
მნიშვნელობით ახლოსსპორტის შესახებდასაქმების ხელშეწყობის…პროფესიული კავშირების …შრომის უსაფრთხოების შე…მეწარმეთა შესახებზოგადი განათლების შესა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №21 · ბოლოს შემოწმდა