შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ

მუხლი 11¹

რედაქცია №27 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾50-დან

ლიზი ლომთაძეელვინ შეირიევიგიორგი გუბელაძე

1.შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა მიერ ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილის გახსნის ან/და ტრანსპორტის ან ხალხის მოძრაობის აღდგენის შესახებ, თუ შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება სხვაგვარად შესაძლებელია.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღება დაუშვებელია, თუ შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება სხვაგვარად შეუძლებელია და დაცულია ამ კანონით დადგენილი ყველა წესი.

3.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას იღებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, არსებული გარემოებისა და საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით.

4.დაუშვებელია ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა. ასევე დაუშვებელია ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილის ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციით ან/და საგნით გადაკეტვა.

5.შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობიდან გამომდინარე, ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილის გადაკეტვის აუცილებლობის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება და ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ალტერნატიული მარშრუტის განსაზღვრა. საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1502 - სსმ I, №21, 03.08.2009 წ., მუხ.114 საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №4980 - ვებგვერდი, 14.07.2011წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6993-რს - ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2025 წლის 6 თებერვლის კანონი №274 - ვებგვერდი, 06.02.2025წ. საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის კანონი №1203 – ვებგვერდი, 11.12.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №26 · ძალაშია 11 დეკ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 6

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 11¹ მუხლის პირველ, მე-4 და მე-5 პუნქტებში სავალი ნაწილის გადაკეტვასთან დაკავშირებული წესები გავრცელდა ხალხის სავალ ნაწილსა და მოძრაობაზეც; მე-4 პუნქტში გარდა ამისა შეიცვალა სიტყვათა ფორმები (ასევე, კონსტრუქციით, საგნით).

  2. პირველ, მე-3 და მე-5 პუნქტებში მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსა და მთავრობის უფლებამოსილებები გადავიდა შინაგან საქმეთა სამინისტროზე; მთავრობის სუბსიდიური უფლებამოსილების წინადადება ამოღებულია.

  3. 11¹ მუხლის პირველ, მე-3 და მე-5 პუნქტებში უფლებამოსილი ორგანო მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოა, ხოლო მე-5 პუნქტში უსაფრთხოებისა და ალტერნატიული მარშრუტის ვალდებულება შესაბამისი მუნიციპალიტეტის ერთ ორგანოს აქვს.

  4. 11¹ მუხლში სავალი ნაწილის გახსნის გადაწყვეტილების უფლებამოსილება მიეკუთვნა ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოს და სუბსიდიურად მთავრობას; მე-2–მე-5 პუნქტები გადაწყვეტილების პირობებს, გადაკეტვის აკრძალვასა და ალტერნატიული მარშრუტის ვალდებულებას აწესრიგებს.

  5. · გამოქვეყნდა 3 აგვ. 2009

    დაემატა 11¹ მუხლი, რომელიც განსაზღვრავს სავალი ნაწილის გადაკეტვის პირობებს, აკრძალვებს, ორგანიზატორთა მორჩილების ვალდებულებას და ორგანოთა უფლებამოსილებას აღადგინონ მოძრაობა.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიზი ლომთაძე

ლიზი ლომთაძე

სისხლის სამართლის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾50

ელვინ შეირიევი

ელვინ შეირიევი

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი გუბელაძე

გიორგი გუბელაძე

ადვოკატი გიორგი გუბელაძე

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ილია ოკმელაშვილი

ილია ოკმელაშვილი

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს კომიტეტის თავმჯდომარე

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სულხან კომახიძე

სულხან კომახიძე

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
161347300172113211125261320111¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსშეკრებებისა და მანიფეს…საქართველოს კონსტიტუცი…საქართველოს სისხლის სა…საგზაო მოძრაობის შესახ…პოლიციის შესახებსაავტომობილო გზების შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №27 · ბოლოს შემოწმდა