Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაშეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებმუხლი 13

შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ

მუხლი 13

რედაქცია №27 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025
თემები:ღონისძიებებისაზოგადოებრივი უსაფრთხოება და წესრიგიკოლექტიური შემცირებასაარჩევნო და პოლიტიკური უფლებების დარღვევა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123455¹678

1.ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტების მოთხოვნათა მასობრივად დარღვევის შემთხვევაში შეკრება ან მანიფესტაცია დაუყოვნებლივ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნისთანავე უნდა შეწყდეს. შეკრების ან მანიფესტაციის არშეწყვეტის შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოები შეკრების ან მანიფესტაციის შესაწყვეტად და მის მონაწილეთა დასაშლელად გამოიყენებენ საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს.

2.ამ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის მოთხოვნათა მასობრივად დარღვევის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ მოსამსახურეს უფლება აქვს, მიმართოს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან/და ორგანიზატორს და გააფრთხილოს ისინი, რომ, თუ ამ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის მოთხოვნათა მასობრივი დარღვევა უახლოესი 15 წუთის განმავლობაში არ შეწყდება, მთლიანი შეკრება ან მანიფესტაცია უკანონოდ ჩაითვლება, მიღებული იქნება გადაწყვეტილება მისი შეწყვეტის შესახებ და შეიძლება გამოყენებულ იქნეს საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები. ამ გაფრთხილების მიღებისთანავე ორგანიზატორი ვალდებულია შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს აღნიშნული დარღვევის აღმოფხვრისკენ მოუწოდოს და განახორციელოს ყველა გონივრული ქმედება.

3.ამ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების მოთხოვნათა მასობრივად დარღვევის ან/და ამ კანონის 11 1 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევით ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილის მასობრივად გადაკეტვის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ მოსამსახურეს უფლება აქვს, მიმართოს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან/და ორგანიზატორს და გააფრთხილოს ისინი, რომ, თუ მასობრივად გადაკეტილი ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილი უახლოესი 15 წუთის განმავლობაში არ გაიხსნება, მთლიანი შეკრება ან მანიფესტაცია უკანონოდ ჩაითვლება, მიღებული იქნება გადაწყვეტილება მისი შეწყვეტის შესახებ და შეიძლება გამოყენებულ იქნეს საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები. ამ გაფრთხილების მიღებისთანავე ორგანიზატორი ვალდებულია შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს დარღვევის აღმოფხვრისკენ მოუწოდოს და განახორციელოს ყველა გონივრული ქმედება, რათა გაიხსნას ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილი, აღდგეს ტრანსპორტის ან ხალხის მოძრაობა ან/და განხორციელდეს დროებითი კონსტრუქციის დემონტაჟი. ამასთანავე, სათანადო გაფრთხილების მიღების შემდეგ დროებითი კონსტრუქციის მესაკუთრე, კანონიერი მფლობელი ან შეკრების ან მანიფესტაციის შესაბამისი მონაწილე ვალდებულია განახორციელოს მისი დემონტაჟი.

4.თუ ორგანიზატორმა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში ჩამოთვლილი დარღვევების აღმოსაფხვრელად გაფრთხილებიდან უახლოესი 15 წუთის განმავლობაში არ მოუწოდა შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს და არ მიმართა ყველა გონივრულ ქმედებას, მას დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

5.შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილის მიერ ამ კანონის მე- 11 მუხლის მოთხოვნათა ინდივიდუალურად დარღვევის შემთხვევაში მას დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

5¹.ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილისთვის კანონის დარღვევის შესაწყვეტად 15 წუთის მიცემა არ გულისხმობს იმას, რომ, თუ იგი ამ 15 წუთის განმავლობაში კანონის დარღვევას შეწყვეტს, მას ეს კანონდარღვევა ჩადენილად არ ეთვლება. შეკრების ან მანიფესტაციის აღნიშნულ მონაწილეს კანონდარღვევის ჩადენის მომენტიდან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა ეკისრება.

6.თუ ამ მუხლის მე-2 ან მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში  შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებმა გაფრთხილებიდან უახლოესი 15 წუთის განმავლობაში იმავე პუნქტით გათვალისწინებული მასობრივი კანონდარღვევა არ შეწყვიტეს ან ორგანიზატორმა ამ მუხლის მე-2 ან მე-3 პუნქტით დადგენილი ვალდებულება არ შეასრულა ან შეასრულა, თუმცა მასობრივი კანონდარღვევა გაფრთხილებიდან 15 წუთის განმავლობაში მაინც არ შეწყდა, მთლიანი შეკრება ან მანიფესტაცია უკანონოდ ითვლება. ამ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება შეკრების ან მანიფესტაციის შეწყვეტის შესახებ, ამასთანავე, გამოიყენოს საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.

7.შეკრების ან მანიფესტაციის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, რომელიც სამი სამუშაო დღის განმავლობაში , საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილავს ამ გადაწყვეტილების კანონიერების საკითხს თითოეულ ინსტანციაში .

8.ამ კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დარღვევით საჯაროდ შეკრების ან/და მანიფესტაციის ჩატარების შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი მოსამსახურე ამ შეკრების ან/და მანიფესტაციის მონაწილეებს განუმარტავს აღნიშნული შეკრების ან/და მანიფესტაციის კანონსაწინააღმდეგო ხასიათს და მოსთხოვს მის შეწყვეტას. თუ ამ მოთხოვნიდან 15 წუთის განმავლობაში შეკრება ან/და მანიფესტაცია არ შეწყდა, სამართალდამცავი ორგანო მის შესაწყვეტად გამოიყენებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს. საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1502 - სსმ I, №21, 03.08.2009 წ., მუხ.114 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება №2/482,483,487,502- ვებგვერდი, 27.04.2011წ. საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №4980 - ვებგვერდი, 14.07.2011წ. საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი №4451 – ვებგვერდი, 03.10.2024წ. საქართველოს 2025 წლის 6 თებერვლის კანონი №274 - ვებგვერდი, 06.02.2025წ. საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის კანონი №1203 – ვებგვერდი, 11.12.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №26 · ძალაშია 11 დეკ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 8

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 11 დეკ. 2025

    მე-13 მუხლის მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტები ახლებურად ჩამოყალიბდა და უკავშირდება მასობრივ დარღვევას, 15-წუთიან გაფრთხილებას, მთლიანი შეკრების უკანონოდ ჩათვლასა და შეწყვეტას; დაემატა 5¹ პუნქტი მონაწილის პასუხისმგებლობის შესახებ.

  2. 6 თებ. 2025

    პირველ, მე-2 და მე-8 პუნქტებში შეწყვეტის მოთხოვნისა და გაფრთხილების უფლებამოსილება გადავიდა შინაგან საქმეთა სამინისტროზე; მე-3 და მე-6 პუნქტებში დაემატა დროებითი კონსტრუქციის დემონტაჟის ვალდებულება და მისი იძულებითი აღსრულება.

  3. 1 დეკ. 2024· გამოქვეყნდა 3 ოქტ. 2024
  4. 21 დეკ. 2012
  5. 14 ივლ. 2011

    13 მუხლში შეწყვეტის საფუძველი მე-11 მუხლის დარღვევას დაუკავშირდა, დაწესდა ორგანიზატორის 15-წუთიანი ვალდებულება, პასუხისმგებლობისა და სამართალდამცავთა ზომების წესები, ხოლო გასაჩივრება მე-7 პუნქტში თითოეულ ინსტანციაზე გავრცელდა.

  6. 27 აპრ. 2011

    მე-13 მუხლის პირველი პუნქტის ბოლოს, შეკრების დაუყოვნებლივ შეწყვეტის წესის შემდეგ, დაემატა არაკონსტიტუციურად ცნობის აღნიშვნა.

  7. 17 აგვ. 2009· გამოქვეყნდა 3 აგვ. 2009

    მე-13 მუხლის პირველ პუნქტში შეწყვეტის საფუძვლებს დაემატა 11¹ მუხლის დარღვევა, შეწყვეტა უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ და ორგანოს დასახელება შეიცვალა „თვითმმართველობის“-ით.

  8. 19 ნოე. 2002
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 12შემდეგი მუხლი 14

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების ხელყოფა (მუხლი 161)9 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • შეკრებისა და მანიფესტაციის წესის დარღვევა (მუხლი 174¹)4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • წვრილმანი ხულიგნობა (მუხლი 166) - ადვოკატი4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ჯგუფური ძალადობის ორგანიზება (მუხლი 225)4 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი, იურიდიული ფირმა Legalis-ლიგალის-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ბავშთა უფლებათა სპეციალისტი, კორპორატიული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 17 დეკ. 2025 · №27

  • 8 ცვლილება · ბოლო 11 დეკ. 2025
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 7 რედაქცია
  • 3 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 11მუხლი 11¹მუხლი 9

მიუთითებენ მასზე

მუხლი 11

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ

  • 5
  • 11¹
  • 10

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 161შეკრების ან მანიფესტაციის უფლების ხელყოფა
  • 347შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევა

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 174¹შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევა
  • 174²შეკრებისათვის ან მანიფესტაციისათვის ხელის შეშლა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით
  • 246ორგანოები (თანამდებობის პირები), რომლებსაც აქვთ ადმინისტრაციული დაკავების უფლება

საქართველოს კონსტიტუცია

  • 21შეკრების თავისუფლება

საგანგებო მდგომარეობის შესახებ

  • 7
  • 4

პოლიციის შესახებ

  • 18პოლიციის პრევენციული და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
161347174¹174²246211111¹9510741813
მითითებამნიშვნელობით ახლოსშეკრებებისა და მანიფეს…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს კონსტიტუცი…საგანგებო მდგომარეობის…პოლიციის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 17 დეკ. 2025 · რედაქცია №27 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026