Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სამოქალაქო კოდექსიმუხლი 1191¹

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

მუხლი 1191¹. მარტოხელა მშობელი

რედაქცია №140 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.მარტოხელა მშობელი არის ამ მუხლით გათვალისწინებული მარტოხელა დედის ან მარტოხელა მამის სტატუსის მქონე პირი.

2.მარტოხელა დედა/მარტოხელა მამა არის: ა) პირი, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის შვილი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მეორე მშობლის შესახებ; ბ) პირი, რომელსაც შვილად ჰყავს აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მეორე მშობლის შესახებ; გ) პირი, რომლის არასრულწლოვანი შვილის მეორე მშობელი გარდაცვლილია, გამოცხადებულია გარდაცვლილად ან აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად; დ) პირი, რომლის არასრულწლოვანი შვილის მეორე მშობელს ჩამორთმეული აქვს მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა.

3.მარტოხელა დედის/მარტოხელა მამის სტატუსის გაუქმების საფუძველია ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შესაბამისი გარემოების/გარემოებების აღმოფხვრა.

4.სასამართლო ამ მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების აღმოფხვრის დამადასტურებელ სასამართლო აქტს კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს.

5.მარტოხელა მშობლის სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

6.მარტოხელა დედის/მარტოხელა მამის სტატუსის დადგენისა და შესაბამის პირთა შესახებ მონაცემების წარმოების წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. საქართველოს 2014 წლის 11 დეკემბრის კანონი №2892 - ვებგვერდი, 23.12.2014წ. საქართველოს 2015 წლის 1 აპრილის კანონი №3422 - ვებგვერდი, 07.04.2015წ. საქართველოს 2017 წლის 22 დეკემბრის კანონი №1819 – ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3076 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/6/1320   – ვებგვერდი, 30.12.2021წ. საქართველოს 2022 წლის 9 ივნისის კანონი №1651 – ვებგვერდი, 23.06.2022წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №118 · ძალაშია 1 ივლ. 2022-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 1191შემდეგი მუხლი 1191²

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №140

  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 12 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 1507²

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 1507²მარტოხელა მშობლის სტატუსის მოპოვების უფლების გავრცელება ამ კოდექსის 1191 1 მუხლის ამოქმედებამდე წარმოქმნილ ურთიერთობებზე
  • 1191²მრავალშვილიანი მშობელი
  • 1190ერთმანეთთან დაუქორწინებელი მშობლებისგან შვილის წარმოშობის დადგენა

შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

  • 6შვილად აყვანას დაქვემდებარებული პირი
  • 5მშვილებელი
  • 4ტერმინთა განმარტება

სამოქალაქო აქტების შესახებ

  • 32მამობის დადგენის რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვის უფლებამოსილება
  • 36მხარდაჭერის მიმღების მამობის დადგენა

შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება
  • 9გასაშვილებელი ბავშვი
  • 17მშვილებელი

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 54თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანის ოჯახის გაერთიანება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1507²1191²119065432363917541191¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სამოქალაქო…შვილად აყვანისა და მინ…სამოქალაქო აქტების შეს…შვილად აყვანისა და მინ…საერთაშორისო დაცვის შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №140 · ბოლოს შემოწმდა 23 ოქტ. 2026