Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაერთაშორისო დაცვის შესახებმუხლი 54

საერთაშორისო დაცვის შესახებ

მუხლი 54. თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანის ოჯახის გაერთიანება

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:ლტოლვილის სტატუსიოჯახის გაერთიანებადროებითი ვიზები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანისთვის ამ კანონით დადგენილი წესით ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭების შემდეგ მისი მეურვე/მზრუნველი/მხარდამჭერი განსაზღვრავს ამ არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესს.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე ლტოლვილი ან დამატებითი დაცვის მქონე, თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანის თანხმობის არსებობის შემთხვევაში უფლებამოსილი თანამდებობის პირი იწყებს ოჯახის გაერთიანების პროცედურას.

3.ლტოლვილი ან დამატებითი დაცვის მქონე, თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანის ოჯახის გაერთიანების შესახებ განცხადებას სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს წარუდგენს ამ არასრულწლოვანის მეურვე/მზრუნველი/მხარდამჭერი. მან აღნიშნულ განცხადებას უნდა დაურთოს არასრულწლოვანთან ოჯახის წევრის/წევრების ოჯახური კავშირის დამადასტურებელი ყველა შესაძლო მტკიცებულება (მათი არსებობის შემთხვევაში) და დასკვნა არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესის განსაზღვრის შესახებ.

4.ოჯახური კავშირის დასადგენად უფლებამოსილი თანამდებობის პირი ინდივიდუალურად, 1 თვის ვადაში განიხილავს ოჯახის გაერთიანების შესახებ განცხადებასა და თანდართულ მტკიცებულებებს (მათი არსებობის შემთხვევაში).

5.ოჯახური კავშირის დადგენის შემთხვევაში უფლებამოსილი თანამდებობის პირი საჭიროებისამებრ მიმართავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლტოლვილი ან დამატებითი დაცვის მქონე, თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანის ოჯახის წევრისთვის/წევრებისთვის საქართველოს ვიზის გაცემის შესახებ.

6.ოჯახის ერთიანობის პრინციპის გათვალისწინებით, ლტოლვილი ან დამატებითი დაცვის მქონე, თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანის ოჯახის წევრს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისა და სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისთვის შესაბამისი განცხადებით მიმართვის შემთხვევაში ენიჭება საერთაშორისო დაცვის იგივე ფორმა, რომელიც ამ პირს აქვს მინიჭებული.

7.ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ლტოლვილი ან დამატებითი დაცვის მქონე, თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანის ოჯახის წევრმა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართოს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. თუ ლტოლვილი ან დამატებითი დაცვის მქონე, თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანის ოჯახის წევრმა ეს ვადა არასაპატიო მიზეზით დაარღვია, სამინისტრო გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ.

8.ლტოლვილ ან დამატებითი დაცვის მქონე, თანმხლების გარეშე მყოფ არასრულწლოვანს შეიძლება უარი ეთქვას ოჯახის გაერთიანებაზე, თუ მისი ოჯახის წევრის მიმართ არსებობს ამ კანონის მე-17, მე-18, მე-20 ან 21-ე მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი საფუძველი.

წინა მუხლი 53შემდეგი მუხლი 55

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • საიმიგრაციო ვიზა ოჯახის გაერთიანებისთვის (D4)5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ლტოლვილის ოჯახის გაერთიანება2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • არასრულწლოვანის ბინადრობის ნებართვასერვისის გვერდი
  • ბინადრობის ნებართვა ოჯახის წევრებისთვისსერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

მორის გიგაური

მორის გიგაური

იურისტი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინო დარსაველიძე

ნინო დარსაველიძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾150

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით ღოლიჯაშვილი

დავით ღოლიჯაშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №2

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 21

მიუთითებენ მასზე

მუხლი 82

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 53ოჯახის გაერთიანება
  • 44თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანის საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვა
  • 28საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა სპეციფიკური საჭიროების მქონე პირის მიერ

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 46ოჯახის გაერთიანება
  • 25სპეციფიკური საჭიროების მქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის წარდგენა
  • 49დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი კანონიერი წარმომადგენლის გარეშე დარჩენილი არასრულწლოვნის სამართლებრივი გარანტიები

საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ

  • 23არასრულწლოვნის ემიგრაცია
  • 8არასრულწლოვნის და მხარდაჭერის მიმღების საქართველოდან დროებითი გასვლა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 1201არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელი ადგილი მშობლების განქორწინებისას

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

  • 31საკონსულო დახმარების მიღების უფლება
  • 49შეტყობინება არასრულწლოვნის დაკავებისთანავე

საქართველოს მოქალაქეობის შესახებ

  • 6არასრულწლოვანი პირის და მხარდაჭერის მიმღების მოქალაქეობის შეცვლა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
120123863149462549218253442854
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაერთაშორისო დაცვის შე…საერთაშორისო დაცვის შე…საქართველოს მოქალაქეებ…საქართველოს სამოქალაქო…არასრულწლოვანთა მართლმ…საქართველოს მოქალაქეობ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026