1.მრავალშვილიანი მშობელი არის პირი, რომელსაც ჰყავს ოთხი ან მეტი შვილი ან/და ნაშვილები.
2.იმ მრავალშვილიანი მშობლის სოციალური დაცვის უზრუნველყოფის წესი და პირობები, რომელსაც ჰყავს ოთხი ან მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი ან/და ნაშვილები, განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
3.მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დადგენისა და გაუქმების და შესაბამის პირთა შესახებ მონაცემების წარმოების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2606 – ვებგვერდი, 06.07.2018წ.

