Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სამოქალაქო კოდექსიმუხლი 281¹

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

მუხლი 281¹. დაგირავებული სატრანსპორტო საშუალების ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების მოგირავნისათვის გადაცემა

რედაქცია №140 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:უზრუნველყოფილი მოთხოვნების აღსრულებასამრეწველო აღჭურვილობის და მანქანა-დანადგარების შეფასებამოძრავი ქონების გამოთხოვალიზინგის და სპეციალური აქტების აღსრულებატრანსპორტირობოტექნიკა და დრონები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.მოგირავნეს უფლება აქვს, სასამართლოს გარეშე, სააღსრულებო დაწესებულებაში გირავნობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე მოითხოვოს დაგირავებული „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების იძულების წესით მის მფლობელობაში გადაცემა.

2.სააღსრულებო დაწესებულების მიერ მოგირავნისათვის დაგირავებული „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების გადაცემა ხორციელდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

3.სააღსრულებო დაწესებულებაში ერთი და იმავე „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების მფლობელობაში გადაცემისათვის სხვადასხვა მოგირავნის მიერ გირავნობის მოწმობის წარდგენის შემთხვევაში გირავნობის საგანი გადაეცემა იმ მოგირავნეს, რომელსაც აქვს გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილების უპირატესი უფლება.

4.გირავნობის მოწმობის გასაჩივრება არ იწვევს მისი აღსრულების შეჩერებას.

5.მოგირავნე, რომელსაც ამ მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად მფლობელობაში გადაეცა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალება ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება, ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს მისი რეალიზაცია ან საკუთრებად დარეგისტრირება.

6.მოგირავნისათვის „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების იძულების წესით გადაცემასთან დაკავშირებული ხარჯები დაეკისრება მოვალეს.

7.მოგირავნის მიერ გირავნობის მოწმობის სააღსრულებო დაწესებულებაში წარდგენის მართლზომიერებისთვის პასუხისმგებელია მოგირავნე. საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1541 - სსმ I, №21, 03.08.2009წ., მუხ.124 საქართველოს 2013 წლის 24 დეკემბრის კანონი №1833 - ვებგვერდი, 03.01.2014წ.

წინა მუხლი 281შემდეგი მუხლი 282

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • გირავნობის მოწმობის საფუძველზე ქონების გადაცემა მოგირავნისთვის1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ლიზინგის მოწმობის საფუძველზე ქონების გადაცემა1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • რეგისტრირებული გირავნობით დატვირთული მოთხოვნის აღსრულება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სატრანსპორტო საშუალების დაბრუნება მესაკუთრისთვის / ლიზინგის გამცემისთვის1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №140

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 53საგზაო მოძრაობის შ… 53

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 275მოგირავნის ვალდებულება გირავნობის უფლების შეწყვეტისას
  • 580⁷„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების ლიზინგის გამცემისთვის მფლობელობაში დაბრუნება
  • 281გირავნობის საგნის გადაცემა რეალიზაციის უფლების მქონე მოგირავნისათვის

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 83მოძრავი ნივთის გადაცემა
  • 83²ლიზინგის მოწმობის საფუძველზე მოძრავი ნივთის ლიზინგის გამცემისთვის მფლობელობაში დაბრუნება

საგზაო მოძრაობის შესახებ

  • 53სატრანსპორტო საშუალების, მისი ნომრიანი აგრეგატებისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების რეგისტრაცია და რეგისტრაციის გაუქმება

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ

  • 13¹სატრანსპორტო საშუალებაზე ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე უფლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია/აღრიცხვა, მასში ცვლილების რეგისტრაცია/აღრიცხვა და აღნიშნული რეგისტრაციის/აღრიცხვის გაუქმება
  • 4²სატრანსპორტო საშუალების, მისი ნომრიანი აგრეგატებისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების რეგისტრაცია და აღრიცხვიდან მოხსნა ტექნიკური გაუმართაობით გამოწვეული შეფერხებისას

ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ

  • 8ფინანსური გირავნობის ხელშეკრულების ნამდვილობა
  • 9ფინანსური გირავნობის აღსრულება

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 121გამარტივებული ტრანზიტის პროცედურა

საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ

  • 5³საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის/საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის განხორციელების წესი, შესაბამისი ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტები და სანებართვო პირობები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
8383²13¹4²5³53275580⁷2815312189281¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაგზაო მოძრაობის შესახ…საქართველოს სამოქალაქო…სააღსრულებო წარმოებათა…საჯარო სამართლის იურიდ…ფინანსური გირავნობის, …საქართველოს საბაჟო კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026