Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაგზაო მოძრაობის შესახებმუხლი 53

საგზაო მოძრაობის შესახებ

მუხლი 53. სატრანსპორტო საშუალების, მისი ნომრიანი აგრეგატებისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების რეგისტრაცია და რეგისტრაციის გაუქმება

რედაქცია №36 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:გემის რეგისტრაციაჯანდაცვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891010¹111213

1.საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას დადგენილი წესით რეგისტრაციას ექვემდებარება: ა) მექანიკური სატრანსპორტო საშუალება (გარდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებისა); ბ) მისაბმელი, რომელიც განკუთვნილია ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მისი ბუქსირებისთვის; გ) სპორტული დანიშნულების ავტომობილი; დ) ამ პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებების ნომრიანი აგრეგატები; ე) სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება; ვ) ინდივიდუალური (თვითნაკეთი) წესით დამზადებული ან გადაკეთებული ამ პუნქტის „ა“−„ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებები, მათი ნომრიანი აგრეგატები და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება.

2.საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას სავალდებულოა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებების, მათი ნომრიანი აგრეგატებისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების რეგისტრაციის გაუქმება.

3.საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის შედეგად გაიცემა რეგისტრაციის მოწმობა და რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი ან ნიშნები), ხოლო სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების რეგისტრაციის შედეგად − საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის ტექნიკური ტალონი.

4.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებების და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების რეგისტრაციამდე ან რეგისტრაციის გაუქმებისას (აღრიცხვიდან მოხსნისას), აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში გაიცემა სხვა სახის სარეგისტრაციო ნიშნები (ტრანზიტული ნომერი, შიდა ტრანზიტი, „TEST“ ნომერი, აღრიცხვიდან მოხსნის ბარათი, დროებითი მოწმობა და ა. შ.).

5.ამ მუხლით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისას სხვა სარეგისტრაციო მონაცემებთან ერთად უნდა მიეთითოს მათი ნებადართული მაქსიმალური მასა და დაუტვირთავი მასა, თუ ეს სატრანსპორტო საშუალებები ტვირთის გადასაზიდად არის განკუთვნილი.

6.საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სატრანსპორტო საშუალებების, მათი ნომრიანი აგრეგატებისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების რეგისტრაციასა და რეგისტრაციის გაუქმებას ახორციელებს, რეგისტრაციის მოწმობას, რეგისტრაციის ნომერს (სახელმწიფო სანომრე ნიშანს/ნიშნებს), ტექნიკურ ტალონს, სხვა სახის სარეგისტრაციო ნიშნებს გასცემს, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოების არსებობისას სატრანსპორტო საშუალებების ნებადართულ მაქსიმალურ მასასა და დაუტვირთავ მასას განსაზღვრავს სააგენტო (გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, აგრეთვე მიწისზედა ელექტროტრანსპორტისა).

7.საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უფლებამოსილია მისი კუთვნილი, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნომრიანი აგრეგატების რეგისტრაცია და რეგისტრაციის გაუქმება განახორციელოს თავად ან სააგენტოში.

8.საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებათა და მათი ნომრიანი აგრეგატების რეგისტრაციის სამინისტროს მიერვე განხორციელების შემთხვევაში იგი გასცემს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნიმუშის სარეგისტრაციო მოწმობასა და სარეგისტრაციო ნომერს.

9.ამ მუხლით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებების, მათი ნომრიანი აგრეგატებისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების ინდივიდუალური (თვითნაკეთი) წესით დამზადება ან გადაკეთება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

10.სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის და ნიშნების), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და „TEST“ ნომრის ნიმუშს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

10¹.სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის მოწმობის ფორმას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

11.მიწისზედა ელექტროტრანსპორტს სანომრე ნიშნებს ანიჭებს შესაბამისი უწყება.

12.სატრანსპორტო საშუალებათა, მათი ნომრიანი აგრეგატებისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლები, რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების, რეგისტრაციის მოწმობის, რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის ან ნიშნების), ტექნიკური ტალონის, სხვა სახის სარეგისტრაციო ნიშნების გაცემის, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალებათა ნებადართული მაქსიმალური მასისა და დაუტვირთავი მასის განსაზღვრის წესი და პირობები (გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, აგრეთვე მიწისზედა ელექტროტრანსპორტისა) დგინდება „სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.

13.სატრანსპორტო საშუალებებს (გარდა მიწისზედა ელექტროტრანსპორტისა) რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი ან ნიშნები), ტრანზიტული ნომერი, შიდა ტრანზიტი, „TEST“ ნომერი უმაგრდება სპეციალურ ადგილებზე. საქართველოს 2017 წლის 30 ივნისის კანონი №1197 - ვებგვერდი, 14.07.2017წ. საქართველოს 2021 წლის 16 ნოემბრის კანონი №1011 – ვებგვერდი, 22.11.2021წ. საქართველოს 2022 წლის 21 ივნისის კანონი №1659 – ვებგვერდი, 30.06.2022წ. თავი VI სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება

წინა მუხლი 52შემდეგი მუხლი 54

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • გემის რეგისტრაცია1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სამედიცინო მოწყობილობების რეგისტრაცია (ჯანდაცვის სამინისტრო)სერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

არმაზ ძირკვაძე

არმაზ ძირკვაძე

კომერციული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №36

12
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

საქართველოს სამოქა… 254საქართველოს სამოქა… 258საქართველოს სამოქა… 274საქართველოს სამოქა… 275საქართველოს სამოქა… 580⁷საქართველოს სამოქა… 580⁸საქართველოს სამოქა… 624¹საქართველოს სამოქა… 281¹სააღსრულებო წარმოე… 54სააღსრულებო წარმოე… 83სააღსრულებო წარმოე… 83²საქართველოს სისხლი… 381³

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საგზაო მოძრაობის შესახებ

  • 59სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების, ჩამორთმევისა და შეწყვეტის (გაუქმების) საფუძვლები

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ

  • 13¹სატრანსპორტო საშუალებაზე ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე უფლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია/აღრიცხვა, მასში ცვლილების რეგისტრაცია/აღრიცხვა და აღნიშნული რეგისტრაციის/აღრიცხვის გაუქმება
  • 4²სატრანსპორტო საშუალების, მისი ნომრიანი აგრეგატებისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების რეგისტრაცია და აღრიცხვიდან მოხსნა ტექნიკური გაუმართაობით გამოწვეული შეფერხებისას

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ

  • 21სატრანსპორტო საშუალების საექსპლუატაციოდ დაშვებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებები. თანამდებობის პირთა ვალდებულებანი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 281¹დაგირავებული სატრანსპორტო საშუალების ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების მოგირავნისათვის გადაცემა

საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ

  • 8ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმართ წაყენებული მოთხოვნები

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 122¹იმ სპორტული დანიშნულების ავტომობილის მართვა, რომლის ტექნიკური პასპორტი ან/და რეგისტრაცია გაუქმებულია, ან სპორტული დანიშნულების ავტომობილის იმ პირის მიერ მართვა, რომელსაც არ აქვს მრბოლელის მოქმედი ლიცენზია, ან ამ პირისთვის სპორტული დანიშნულების ავტომობილის სამართავად გადაცემა

საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის წესის შესახებ

  • 8გარდამავალი დებულებანი

საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ

  • 2კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 25საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1513-ე მუხლის საფუძველზე აღიარებული საკუთრების უფლების რეგისტრაცია
  • 31„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე წარმოშობილი საკუთრების უფლების რეგისტრაცია

მეწარმეთა შესახებ

  • 11ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
381³548383²2113¹4²281¹254258274275580⁷580⁸624¹53
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სამოქალაქო…სააღსრულებო წარმოებათა…საქართველოს სისხლის სა…საჯარო სამართლის იურიდ…საგზაო მოძრაობის უსაფრ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026