„განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის
მუხლი 15. სკოლამდელი აღზრდისა და საგანმანათლებლო დაწესებულებები
1. საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულება შეიძლება არსებობდეს საჯარო სამართლის (სახელმწიფო) ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით. 1 1 . კერძო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია განახორციელოს საგანმანათლებლო და სააღმზრდელო საქმიანობა კანონმდებლობით დადგენილი წესით, სხვა დამოუკიდებელი იურიდიული პირის შექმნის გარეშე.
2. (ამოღებულია).
3. სკოლამდელი აღზრდისა და საგანმანათლებლო დაწესებულებათა სახეები განისაზღვრება სახელმწიფო სტანდარტით.
4. საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულება არის იურიდიული პირი, რომელიც ავტონომიურია ამ კანონითა და საკუთარი წესდებით განსაზღვრულ ფარგლებში.
5. საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულება: ა) დამოუკიდებლად წარმართავს სასწავლო პროცესს საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ რეკომენდებული საგანმანათლებლო პროგრამების, ზოგადი მეთოდიკის, სახელმძღვანელოებისა და დამხმარე ლიტერატურის შესაბამისად; ბ) უფლებამოსილია მიიღოს და ამ კანონისა და თავისი წესდების შესაბამისად განკარგოს არასაბიუჯეტო ფინანსური და მატერიალური რესურსები. დაწესებულების საქმიანობით მიღებული მოგება ხმარდება მხოლოდ მისი წესდებით განსაზღვრულ ამოცანებს; გ) თავისი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დამოუკიდებლად თანამშრომლობს სხვა, მათ შორის, უცხო ქვეყნების საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, საზოგადოებრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
6. (ამოღებულია).
7. (ამოღებულია). საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2797-სსმ I, №9, 31.03.2006წ; მუხ.69 საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4531-სსმ I, №15, 23.04.2007წ; მუხ.120 თავი III განათლების სისტემის მართვა
