სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ

მუხლი 23. სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზება

რედაქცია №81კონსოლიდირებული · 21 სექ. 2023

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.მოქალაქეთა სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის ორგანიზებისათვის პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის მერი, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – თბილისის რაიონის გამგებელი.

2.მოქალაქეთა სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას ახორციელებს მუნიციპალიტეტი/თბილისის რაიონი, ხოლო საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში გაწვევას – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ან შესაბამისი უწყება.

3.მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გაწვევის წესი განისაზღვრება ამ კანონით და მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

3¹.საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტი მუნიციპალიტეტებიდან/თბილისის რაიონებიდან იღებს ინფორმაციას მოქალაქეთა სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში შეჯერებული სახით აწვდის მას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს. საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1527 - სსმ I, №21, 12.07.2002 წ., მუხ.83 საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2226 - სსმ I, №12, 21.05.2003 წ., მუხ.65 საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრის კანონი №641 - სსმ I, №38, 24.12.2004 წ., მუხ.178 საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი №4748 - სსმ I, №18, 22.05.2007 წ., მუხ.162 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5239 - სსმ I, №29, 27.07.2007 წ., მუხ.308 საქართველოს 2013 წლის 2 7 სექტემბრის კანონი №1387 – ვებგვერდი, 09.10.2013წ. საქართველოს 2014 წლის 29 ივლისის კანონი №2554 - ვებგვერდი, 08.08.2014წ. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონი №1254 - ვებგვერდი, 29.07.2017წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №67 · ძალაშია 29 ივლ. 2017-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 4 მაი. 2010 – 1 ოქტ. 2010 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. პირველ პუნქტში გაწვევის ორგანიზებაზე პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის მერი, ხოლო თბილისის მუნიციპალიტეტში — თბილისის რაიონის გამგებელი.

  2. 3¹ პუნქტში ინფორმაციის მიმღები და გადამცემი ორგანო შეიცვალა: გაწვევის განყოფილებისა და გენერალური შტაბის ნაცვლად მოქმედებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დეპარტამენტი და თავდაცვის სამინისტრო; ინფორმაციის გადაცემა მოთხოვნის შემთხვევაშია გათვალისწინებული.

  3. დაემატა მე-3 პუნქტი გაწვევის წესის შესახებ მთავრობის დებულებით და 3¹ პუნქტი გაწვევის განყოფილების მიერ ინფორმაციის გენერალური შტაბისთვის წარდგენის შესახებ.

  4. 23-ე მუხლის პირველ პუნქტში გაწვევის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა მუნიციპალიტეტის (თბილისში რაიონის) ორგანოს ხელმძღვანელს ეკისრება, ხოლო მე-2 პუნქტში გაწვევას ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო.

  5. 23-ე მუხლის 3¹ პუნქტში ინფორმაციის წყარო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებია, ხოლო შეჯერებული ინფორმაციის ადრესატი შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბია.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
10181118⁴12164630¹18180675414523
მითითებამნიშვნელობით ახლოსსამხედრო ვალდებულებისა…თავდაცვის კოდექსიმობილიზაციის შესახებპენიტენციური კოდექსისპორტის შესახებარასამხედრო ალტერნატიუ…