სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ

მუხლი 24. გამწვევი კომისია

რედაქცია №81კონსოლიდირებული · 21 სექ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისათვის ადგილზე იქმნება მუნიციპალიტეტის გამწვევი კომისია, ხოლო თბილისის რაიონში – თბილისის რაიონის გამწვევი კომისია. მუნიციპალიტეტის გამწვევი კომისიის/თბილისის რაიონის გამწვევი კომისიის (შემდგომ – გამწვევი კომისია) შემადგენლობას ამტკიცებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერი, ხოლო თბილისის რაიონში – თბილისის რაიონის გამგებელი.

2.გამწვევი კომისიის შემადგენლობაში შედიან: ა) კომისიის თავმჯდომარე – მუნიციპალიტეტის მერი, ხოლო თბილისის რაიონში – შესაბამისი რაიონის გამგებელი; ბ) კომისიის თავმჯდომარის მოადგილე – მუნიციპალიტეტის/თბილისის რაიონის შესაბამისი თანამდებობის პირი; გ) კომისიის წევრები – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის/თბილისის რაიონის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურე (მოსამსახურეები); დ) კომისიის მდივანი – მუნიციპალიტეტის/თბილისის რაიონის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურე. საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1527 - სსმ I, №21, 12.07.2002 წ., მუხ.83 საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2226 - სსმ I, №12, 21.05.2003 წ., მუხ.65 საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრის კანონი №641 - სსმ I, №38, 24.12.2004 წ., მუხ.178 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5239 - სსმ I, №29, 27.07.2007 წ., მუხ.308 საქართველოს 2012  წლის 29 ივნისის კანონი №6607 – ვებგვერდი, 10.07.2012წ. საქართველოს 2014 წლის 29 ივლისის კანონი №2554 - ვებგვერდი, 08.08.2014წ. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3948 - ვებგვერდი, 15.07.2015წ. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონი №1254 - ვებგვერდი, 29.07.2017წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №67 · ძალაშია 29 ივლ. 2017-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. პირველ პუნქტში დაზუსტდა გამწვევი კომისიის ცნება და შემადგენლობას მუნიციპალიტეტში ამტკიცებს მერი; მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში თავმჯდომარე მუნიციპალიტეტის მერია (თბილისის რაიონში — რაიონის გამგებელი).

  2. · გამოქვეყნდა 15 ივლ. 2015

    24-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტში გამწვევი კომისიის წევრებად ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებიც არიან.

  3. 24-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტში კომისიის წევრთა ჩამონათვალი ახლებურად არის ჩამოყალიბებული: კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში შემავალი დეპარტამენტის წარმომადგენლების ნაცვლად დასახელებულია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.

  4. 24-ე მუხლის პირველ პუნქტში გამწვევი კომისია მუნიციპალიტეტის (თბილისში რაიონის) დონეზე იქმნება და შემადგენლობას ამტკიცებს აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი; მე-2 პუნქტში შეიცვალა თავმჯდომარის, მოადგილისა და წევრების განსაზღვრა; მე-3 და მე-4 პუნქტები ამოღებულია.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1418⁴84615¹⁰182 (და…28¹4215 (დ…68696724
მითითებამნიშვნელობით ახლოსსამხედრო ვალდებულებისა…თავდაცვის კოდექსიარასამხედრო ალტერნატიუ…სახელმწიფო დაცვის სპეც…შრომითი მოვალეობის შეს…საქართველოს მოქალაქეებ…