არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ

მუხლი 12. პირის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევა

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.სახელმწიფო კომისია პირს გადასცემს გაწვევის შესახებ დოკუმენტს, რომელშიც აღნიშნულია არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ადგილი და სამსახურში გამოცხადების თარიღი.

2.პირი, რომელიც გადის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს, პროფესიული მომზადებისთვის შეიძლება გაიგზავნოს შესაბამის სასწავლებელში. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ვალდებულია სახელმწიფოს ხარჯზე უზრუნველყოს იმ პირის სპეციალური მომზადება, რომელიც არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დანაყოფებში გაივლის. სწავლის დრო პირს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ვადაში ეთვლება.

3.ამ კანონით განსაზღვრულ სპეციალიზებულ სფეროებსა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ სამუშაო ადგილებზე არსებულ შესაბამის სუბიექტებს, რომლებმაც სახელმწიფო კომისიას სათანადო მოთხოვნები გაუგზავნეს, არ აქვთ უფლება, სამსახურში მიღებაზე უარი უთხრან იმ პირებს, რომლებიც გამოცხადდნენ სახელმწიფო კომისიის მიერ გაცემული გაწვევის შესახებ დოკუმენტის ან შესაბამისი მინისტრის ბრძანების საფუძველზე.

4.პირის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის შესახებ შესაბამისი მინისტრის ბრძანების საფუძველზე უფლებამოსილი სამსახური შესაბამის, დაინტერესებულ სუბიექტთან დებს არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში მყოფი პირის დასაქმების თაობაზე ხელშეკრულებას. საქართველოს 2002 წლის 18 მაისის კანონი №1468 - სსმ I, №15, 03.06.2002 წ., მუხ.65 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4304 - სსმ I, №51, 31.12.2006 წ., მუხ.412 საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2626 – ვებგვერდი, 06.07.2018წ. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3502 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №13 · ძალაშია 1 იან. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 18 დეკ. 2000 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 12 ოქტ. 2023
  2. · გამოქვეყნდა 6 ივლ. 2018
  3. · გამოქვეყნდა 31 დეკ. 2006

    მე-12 მუხლის მე-4 პუნქტში ხელშეკრულების დამდები ორგანო დეპარტამენტის ნაცვლად კომპეტენტური სამსახურია; „თაობაზე“ შეიცვალა „შესახებ“-ით.

  4. მე-4 პუნქტით დასაქმების ხელშეკრულებას ახლა კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე დეპარტამენტი დებს და არა თავად კომისია; პირველ პუნქტში კომისიის სახელწოდებიდან ამოღებულია სიტყვა „მოქალაქეთა“.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
356¹21¹⁰³13103574746231820¹1212
მნიშვნელობით ახლოსარასამხედრო ალტერნატიუ…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს ადმინისტრა…სამოქალაქო უსაფრთხოები…პენიტენციური კოდექსისაქართველოს შინაგან სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა