Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებმუხლი 25

სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ

მუხლი 25. გამწვევი კომისიის უფლება-მოვალეობები და საქმიანობის წესი

რედაქცია №81კონსოლიდირებული · 21 სექ. 2023

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 12.10.2023.

  • ამჟამად მოქმედი აქტი: თავდაცვის კოდექსი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.გამწვევი კომისია უფლებამოსილია გაწვევის მიმდინარეობისას საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წვევამდელის მიმართ მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის შესახებ; ბ) სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის გადავადების შესახებ; გ) სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისაგან განთავისუფლების შესახებ; დ) სამხედრო ვალდებულებისაგან განთავისუფლების შესახებ.

2.გამწვევი კომისია უფლებამოსილია „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით მოქალაქის შესაბამისი განცხადების საფუძველზე გამოიტანოს დასკვნა.

3.წვევამდელის სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მუნიციპალიტეტი/თბილისის რაიონი უზრუნველყოფს მის წარდგენას საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მისამართზე – შემკრებ-გამანაწილებელ ცენტრში. შემკრებ-გამანაწილებელ ცენტრში ფუნქციონირებს მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისია და გამწვევი კომისიის მიერ საკუთარი შემადგენლობიდან შექმნილი სამუშაო ჯგუფი (შემდგომ – სამუშაო ჯგუფი). მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისია სამედიცინო შემოწმების (მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში დამატებითი სამედიცინო გამოკვლევის) ჩატარების შემდეგ ადგენს წვევამდელის სამხედრო სავალდებულო სამსახურისთვის ვარგისობის ხარისხსა და კატეგორიას, ხოლო იმ უწყებას, რომელშიც წვევამდელმა უნდა გაიაროს სამხედრო სავალდებულო სამსახური, განსაზღვრავს (განსაზღვრავენ) სამუშაო ჯგუფის წევრი (წევრები) ამ კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად.

4.სამხედრო აღრიცხვის შესახებ დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამწვევი კომისიის სხდომაზე გამოცხადებისაგან შეიძლება განთავისუფლდეს ის პირი, რომლის გამოცხადების გარეშეც შესაძლებელია გადაწყვეტილების მიღება მისი სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისაგან განთავისუფლების ან მისთვის სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის გადავადების შესახებ.

5.გამწვევი კომისია გადაწყვეტილებას იღებს კანონის საფუძველზე. გამწვევი კომისიის გადაწყვეტილება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიის დასკვნას, რომელმაც წვევამდელს სამხედრო სავალდებულო სამსახურისთვის ვარგისობის დასადგენად სამედიცინო შემოწმება ჩაუტარა.

6.თუ წვევამდელის მიმართ მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისია მიიღებს ამ კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“, „დ“ ან „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას, გამწვევი კომისია ვალდებულია მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიის დასკვნის მიღებიდან 10 დღის ვადაში ძალადაკარგულად გამოაცხადოს წვევამდელის სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის შესახებ გადაწყვეტილება და მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიის მიერ ამ კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“, „დ“ ან „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებიდან გამწვევი კომისიის მიერ თავისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადებამდე დაუშვებელია წვევამდელის სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა.

7.მოქალაქის მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისთვის თავის არიდების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის/თბილისის რაიონის უფლებამოსილი თანამდებობის პირი შესაბამის მასალებს გადასცემს სამართალდამცველ ორგანოებს.

8.გამწვევი კომისიის თავმჯდომარე სამხედრო სავალდებულო სამსახურში გასაწვევ მოქალაქეს უცხადებს გამწვევი კომისიის გადაწყვეტილებას. ამ მოქალაქის მოთხოვნის შემთხვევაში გამწვევი კომისიის თავმჯდომარე აძლევს მას გამწვევი კომისიის გადაწყვეტილების ამონაწერს.

9.პირს შეუძლია გამწვევი კომისიის გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში გაასაჩივროს იგი სასამართლოში. ამ შემთხვევაში გამწვევი კომისიის გადაწყვეტილების მოქმედება შეჩერდება სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე. საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1527 - სსმ I, №21, 12.07.2002 წ., მუხ.83 საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2226 - სსმ I, №12, 21.05.2003 წ., მუხ.65 საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრის კანონი №641 - სსმ I, №38, 24.12.2004 წ., მუხ.178 საქართველოს 2013 წლის 2 7 სექტემბრის კანონი №1387 – ვებგვერდი, 09.10.2013წ. საქართველოს 2014 წლის 29 ივლისის კანონი №2554 - ვებგვერდი, 08.08.2014წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. გამწვევი კომისია უფლებამოსილია გაწვევის მიმდინარეობისას საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წვევამდელის მიმართ მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის შესახებ; ბ) სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის გადავადების შესახებ; გ) სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისაგან განთავისუფლების შესახებ; დ) სამხედრო ვალდებულებისაგან განთავისუფლების შესახებ. 2. გამწვევი კომისია უფლებამოსილია „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით მოქალაქის შესაბამისი განცხადების საფუძველზე გამოიტანოს დასკვნა. 3. წვევამდელის სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მუნიციპალიტეტი/თბილისის რაიონი უზრუნველყოფს მის წარდგენას საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მისამართზე – შემკრებ-გამანაწილებელ ცენტრში. შემკრებ-გამანაწილებელ ცენტრში ფუნქციონირებს მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისია და გამწვევი კომისიის მიერ საკუთარი შემადგენლობიდან შექმნილი სამუშაო ჯგუფი (შემდგომ – სამუშაო ჯგუფი). მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისია სამედიცინო შემოწმების (მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში დამატებითი სამედიცინო გამოკვლევის) ჩატარების შემდეგ ადგენს წვევამდელის სამხედრო სავალდებულო სამსახურისთვის ვარგისობის ხარისხსა და კატეგორიას, ხოლო იმ უწყებას, რომელშიც წვევამდელმა უნდა გაიაროს სამხედრო სავალდებულო სამსახური, განსაზღვრავს (განსაზღვრავენ) სამუშაო ჯგუფის წევრი (წევრები) ამ კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად. 4. სამხედრო აღრიცხვის შესახებ დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამწვევი კომისიის სხდომაზე გამოცხადებისაგან შეიძლება განთავისუფლდეს ის პირი, რომლის გამოცხადების გარეშეც შესაძლებელია გადაწყვეტილების მიღება მისი სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისაგან განთავისუფლების ან მისთვის სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის გადავადების შესახებ. 5. გამწვევი კომისია გადაწყვეტილებას იღებს კანონის საფუძველზე. გამწვევი კომისიის გადაწყვეტილება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიის დასკვნას, რომელმაც წვევამდელს სამხედრო სავალდებულო სამსახურისთვის ვარგისობის დასადგენად სამედიცინო შემოწმება ჩაუტარა. 6. თუ წვევამდელის მიმართ მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისია მიიღებს ამ კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“, „დ“ ან „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას, გამწვევი კომისია ვალდებულია მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიის დასკვნის მიღებიდან 10 დღის ვადაში ძალადაკარგულად გამოაცხადოს წვევამდელის სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის შესახებ გადაწყვეტილება და მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიის მიერ ამ კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“, „დ“ ან „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებიდან გამწვევი კომისიის მიერ თავისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადებამდე დაუშვებელია წვევამდელის სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა. 7. მოქალაქის მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისთვის თავის არიდების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის/თბილისის რაიონის უფლებამოსილი თანამდებობის პირი შესაბამის მასალებს გადასცემს სამართალდამცველ ორგანოებს. 8. გამწვევი კომისიის თავმჯდომარე სამხედრო სავალდებულო სამსახურში გასაწვევ მოქალაქეს უცხადებს გამწვევი კომისიის გადაწყვეტილებას. ამ მოქალაქის მოთხოვნის შემთხვევაში გამწვევი კომისიის თავმჯდომარე აძლევს მას გამწვევი კომისიის გადაწყვეტილების ამონაწერს. 9. პირს შეუძლია გამწვევი კომისიის გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში გაასაჩივროს იგი სასამართლოში. ამ შემთხვევაში გამწვევი კომისიის გადაწყვეტილების მოქმედება შეჩერდება სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე. საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1527 - სსმ I, №21, 12.07.2002 წ., მუხ.83 საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2226 - სსმ I, №12, 21.05.2003 წ., მუხ.65 საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრის კანონი №641 - სსმ I, №38, 24.12.2004 წ., მუხ.178 საქართველოს 2013 წლის 2 7 სექტემბრის კანონი №1387 – ვებგვერდი, 09.10.2013წ. საქართველოს 2014 წლის 29 ივლისის კანონი №2554 - ვებგვერდი, 08.08.2014წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №62 · ძალაშია 8 აგვ. 2014-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 8 აგვ. 2014

    25-ე მუხლის ყველა პუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა: გადაწყვეტილებათა ჩამონათვალიდან ამოღებულია სამხედრო სასწავლებლის ვარგისიანობა, წვევამდელის წარდგენა და უწყების განსაზღვრა ახლა შემკრებ-გამანაწილებელ ცენტრში ხდება სამუშაო ჯგუფის მონაწილეობით, ხოლო გასაჩივრება შესაძლებელია მხოლოდ სასამართლოში.

  2. 9 ოქტ. 2013

    დაემატა პუნქტი, რომლითაც წვევამდელი წარედგინება მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტს, სადაც სამედიცინო შემოწმების შემდეგ ვარგისობის ხარისხი და კატეგორია დგინდება.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 24შემდეგი მუხლი 25¹

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 21 სექ. 2023 · №81

  • 2 ცვლილება · ბოლო 8 აგვ. 2014
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 18 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 26მუხლი 27

მიუთითებენ მასზე

მუხლი 46

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

თავდაცვის კოდექსი

  • 69გამწვევი კომისიის გადაწყვეტილება
  • 68გამწვევი კომისია
  • 70სამედიცინო შემოწმება

არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ

  • 8გამწვევი კომისიის მიერ განცხადებების განხილვა
  • 18⁴არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხები გარდამავალ პერიოდში
  • 10სახელმწიფო კომისია

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21¹⁰³წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან ან/და არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურთან დაკავშირებული სარჩელის წარდგენა

პენიტენციური კოდექსი

  • 145სამსახურში სამხედრო სამსახურის გავლის დროებითი წესი

საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ

  • 18საქართველოდან სამხედრო მოსამსახურეების გასვლა

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 197¹წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისთვის თავის არიდების მიზნით პირის გამწვევ კომისიაში გამოუცხადებლობა ან/და სამედიცინო შემოწმების გასავლელად მუდმივმოქმედ სამედიცინო საექსპერტო კომისიაში გამოუცხადებლობა ან მუდმივმოქმედ სამედიცინო საექსპერტო კომისიაში გამოცხადების შემდეგ სამედიცინო შემოწმებისთვის თავის არიდება/მისი გაუვლელობა (მათ შორის, დამატებითი სამედიცინო გამოკვლევების ჩატარებისთვის თავის არიდება/მათი ჩაუტარებლობა)

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 204სამხედრო მოსამსახურის ქცევისადმი სარდლობის მეთვალყურეობა

საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ

  • 30¹სამხედრო სამსახური გარდამავალ პერიოდში

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹⁰³197¹818⁴1026274620430¹1869687014525
მითითებამნიშვნელობით ახლოსსამხედრო ვალდებულებისა…თავდაცვის კოდექსიარასამხედრო ალტერნატიუ…საქართველოს ადმინისტრა…პენიტენციური კოდექსისაქართველოს მოქალაქეებ…