Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებმუხლი 31

სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ

მუხლი 31. სამხედრო სამსახური

რედაქცია №81კონსოლიდირებული · 21 სექ. 2023

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 12.10.2023.

  • ამჟამად მოქმედი აქტი: თავდაცვის კოდექსი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სამხედრო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებული სახე, რომელიც მოიცავს სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიულ) და კადრის სამხედრო სამსახურებს, აგრეთვე სამხედრო სარეზერვო სამსახურს სამხედრო შეკრებებისა და სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში. სამხედრო სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება ამ კანონით, ხოლო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული სხვა საკითხები – სამხედრო სამსახურის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. სამხედრო სამსახურში გაწვევისა და სამხედრო მოსამსახურესთან სამსახურებრივი ურთიერთობების საკითხებზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დისკრეციული უფლებამოსილებების ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება განისაზღვროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პერსონალის მართვის პოლიტიკის საკითხები.

2.სამხედრო მოსამსახურედ ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც სამხედრო სამსახურს გადის საქართველოს თავდაცვის ძალებში. სამხედრო მოსამსახურის სტატუსი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

3.სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურის გავლისას (სამხედრო ვალდებულების მოხდისას) ითვლება სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლად და მას მფარველობს სახელმწიფო. იგი ემორჩილება მხოლოდ სამხედრო წესდებით განსაზღვრულ ხელმძღვანელობას. დაუშვებელია სამხედრო მოსამსახურის სამსახურებრივ საქმიანობაში ჩარევა.

4.სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო ვალდებულების მოხდასთან და სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის რეგულირების მიზნით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დამადასტურებელ პირობებად ითვლება: ა) საბრძოლო მოქმედებაში მონაწილეობა; ბ) სამხედრო წესდებით დადგენილ თანამდებობრივ მოვალეობათა შესრულება; გ) საბრძოლო მორიგეობის (საბრძოლო სამსახურის) შესრულება; დ) საველე სწავლებასა და გემების ლაშქრობაში მონაწილეობა; ე) მეთაურის (უფროსის) მიერ გაცემული ბრძანების, განკარგულების ან დასახული ამოცანის შესრულება; ვ) სამხედრო ნაწილის (დაწესებულების) ტერიტორიაზე ყოფნა დღის განაწესით დადგენილი სამსახურებრივი დროის განმავლობაში, ან თუ ეს გამოწვეულია სამსახურებრივი საჭიროებით; ზ) სამსახურებრივ მივლინებაში ან სამკურნალოდ ყოფნა; თ) სამსახურის ადგილამდე და უკან მგზავრობა; ი) სამკურნალო ადგილამდე და უკან მგზავრობა; კ) სამხედრო შეკრებების გავლა; ლ) ტყვედ (გარდა ნებაყოფლობით ტყვედ დანებებისა), მძევლად ან ინტერნირებულად ყოფნა; მ) უგზო-უკვლოდ დაკარგვა – უგზო-უკვლოდ დაკარგულად ცნობამდე ან კანონით დადგენილი წესით გარდაცვლილად გამოცხადებამდე; ნ) სხვა პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, პატივისა და ღირსების დაცვა; ო) სამართალდამცავი ორგანოებისათვის დახმარების გაწევა; პ) სხვაგვარი ქმედება, რომელიც სასამართლომ ცნო საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესების დაცვისათვის ჩადენილად; ჟ) მის მიმართ უკანონოდ შეფარდებული აღმკვეთი ღონისძიების მოხდის პერიოდი.

5.სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლისას პირს უნარჩუნდება სამუშაო ადგილი. საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1527 - სსმ I, №21, 12.07.2002 წ., მუხ.83 საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №3015 - სსმ I, №23, 04.05.2010 წ., მუხ.134 საქართველოს 2013 წლის 2 7 სექტემბრის კანონი №1387 – ვებგვერდი, 09.10.2013წ. საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3582 – ვებგვერდი, 21.11.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №73 · ძალაშია 13 დეკ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 21 ნოე. 2018

    31 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ახლებურად ჩამოყალიბდა: განისაზღვრა სამხედრო სამსახურის სახეები, კანონისა და დებულების მოწესრიგების სფერო, მინისტრის აქტით მართვის საკითხები და სამხედრო მოსამსახურის ცნება.

  2. 9 ოქტ. 2013

    31-ე მუხლს ახალი პირველი პუნქტი დაემატა, რომელიც განსაზღვრავს სამხედრო სამსახურის სახეებს, დებულების დამტკიცებას მთავრობის მიერ და მინისტრის ინდივიდუალური აქტით პერსონალის მართვის პოლიტიკის განსაზღვრის შესაძლებლობას.

  3. 4 მაი. 2010

    31-ე მუხლის პირველ პუნქტში სამხედრო სამსახურის განმარტებას დაემატა სარეზერვო სამსახური სამხედრო შეკრებების პერიოდში და შეიცვალა სავალდებულო სამსახურის აღწერა („ვადიანი“ ჩანაცვლდა მძიმით). ასევე დაემატა თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური აქტით პერსონალის მართვის პოლიტიკის საკითხების განსაზღვრის შესაძლებლობა.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 30¹შემდეგი მუხლი 32

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 21 სექ. 2023 · №81

  • 3 ცვლილება · ბოლო 21 ნოე. 2018
  • 18 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

თავდაცვის კოდექსი

  • 27სამხედრო სამსახურის არსი
  • 30სამხედრო მოსამსახურის სტატუსი
  • 31სამხედრო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება

პენიტენციური კოდექსი

  • 145სამსახურში სამხედრო სამსახურის გავლის დროებითი წესი
  • 11პირის სამსახურში მიღება
  • 21მოსამსახურის უფლებები და მოვალეობები

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

  • 16სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის სტატუსი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ

  • 15სამსახურის თანამშრომელი

საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ

  • 30¹სამხედრო სამსახური გარდამავალ პერიოდში

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

  • 59მოსამსახურის სამართლებრივი დაცვა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 27სამსახურის გავლის წესი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 382სამხედრო სამსახურის საწინააღმდეგო დანაშაულის ცნება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
382161530¹2759273031145112131
მნიშვნელობით ახლოსთავდაცვის კოდექსიპენიტენციური კოდექსისახელმწიფო დაცვის სპეც…საქართველოს ფინანსთა ს…საქართველოს დაზვერვის …სამოქალაქო უსაფრთხოები…