Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებმუხლი 2

სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ

მუხლი 2. სამხედრო სამსახურის სახეები

რედაქცია №81 კონსოლიდირებული · 21 სექ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:11¹1²1³1⁴22¹345

1.სამხედრო სამსახური იყოფა სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიულ), კადრის სამხედრო სამსახურებად და რეზერვად. სამხედრო სავალდებულო სამსახური შეიძლება მოხდილ იქნეს საკონტრაქტო სამსახურის ან საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სახითაც. სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოსახდელად საკონტრაქტო სამსახურის ვადა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და საქართველოს დაზვერვის სამსახურისათვის, აგრეთვე სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადა და საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის ვადა შესაბამისად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისათვის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისათვის − სპეციალური პენიტენციური სამსახურისათვის (შემდგომ − სპეციალური პენიტენციური სამსახური) განისაზღვრება ამ კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით. საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან კადრის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვისათვის სამხედრო მოსამსახურემ უნდა ჩააბაროს საკვალიფიკაციო გამოცდები. საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს ხელმძღვანელის ნორმატიული აქტით.

1¹.წვევამდელი, რომელიც გამოთქვამს სურვილს, სამხედრო ვალდებულება მოიხადოს საკონტრაქტო სამსახურის ან საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სახით, საკონტრაქტო სამსახურში ან საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში ჩაირიცხება შესაბამისი შერჩევისა და მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ.

1².სამხედრო მოსამსახურე, რომელიც სამხედრო ვალდებულებას იხდის საკონტრაქტო სამსახურის ან საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სახით, თავისი ინიციატივით, თვითნებურად ან ბრალეულობით კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში დაექვემდებარება ამ კანონით სამხედრო სავალდებულო სამსახურისათვის დადგენილი ვადით სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლას, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

1³.კადრის სამხედრო მოსამსახურეს, განსაკუთრებული პრივილეგიებისა და შეღავათების დაწესების მიზნით, სამხედრო სამსახურის გასავლელად შესაძლებელია გაუფორმდეს კონტრაქტი.

1⁴.ამ მუხლით გათვალისწინებული საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გასავლელად კონტრაქტის ფორმას ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის მინისტრი. 1 ​5 . საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ამ კონტრაქტით გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების, ფინანსური პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების, მისი გადავადების ან შემცირების საფუძვლები და წესი განისაზღვრება სამხედრო სამსახურის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

2.სამხედრო სამსახურში მყოფნი იწოდებიან სამხედრო მოსამსახურეებად, ხოლო რეზერვში მყოფნი - რეზერვისტებად.

2¹.რეზერვისტები იყოფიან აქტიურ რეზერვისტებად და სამობილიზაციო რეზერვისტებად.

3.(ამოღებულია - 04.10.2013, №1445). 3 ​1 . წვევამდელს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სახელმწიფო სპეციალური წოდებით 4 წლის ვადით უწყვეტი სამსახური ჩაეთვლება სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდად. აღნიშნული პირი საქართველოს თავდაცვის ძალების სამობილიზაციო რეზერვში (შემდგომ − თავდაცვის ძალების რეზერვი) ჩაირიცხება რიგითის სამხედრო წოდებით. 3 ​2 . წვევამდელს საქართველოს დაზვერვის სამსახურში სახელმწიფო სპეციალური წოდებით 4 წლის ვადით უწყვეტი სამსახური ჩაეთვლება სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდად. აღნიშნული პირი თავდაცვის ძალების რეზერვში ჩაირიცხება რიგითის სამხედრო წოდებით.

4.(ამოღებულია - 01.05.2015, №3547).

5.საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის მოსამსახურეს (გარდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურისა), რომელსაც სამსახური ეთვლება სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდად, სამსახურიდან დათხოვნისას რიგითის სამხედრო წოდება მიენიჭება შესაბამისი უწყების ხელმძღვანელის ბრძანებით და იგი ჩაირიცხება თავდაცვის ძალების რეზერვში. საქართველოს 2002 წლის 2 1 ივნის ის კანონი №1527 - სსმ I, № 2 1, 12.0 7 . 2002 წ., მუხ.83 საქართველოს 2002 წლის 2 5 დეკემბრ ის კანონი №1 893 - სსმ I, № 3 , 1 7 .

01.200 3 წ., მუხ. 18 საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრ ის კანონი №641 - სსმ I, №38, 24.12.2004 წ., მუხ. 1 78 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილ ის კანონი № 2938 - სსმ I, № 14 , 15 .

05.200 6 წ., მუხ. 94 საქართველოს 2007 წლის 27 მარტ ის კანონი № 4514 - სსმ I, № 13 , 16 .

04.200 7 წ., მუხ. 112 საქართველოს 200 7 წლის 1 1 ივლის ის კანონი № 5239 - სსმ I, № 29 , 27 . 0 7 . 200 7 წ., მუხ. 308 საქართველოს 2008 წლის 2 7 ივნის ის კანონი №72 - სსმ I, №12, 14.0 7 . 2008 წ., მუხ.94 საქართველოს 2009 წლის 13 მარტ ის კანონი №1062 - სსმ I, №5, 24. 0 3.2009 წ., მუხ.20 საქართველოს 2009 წლის 1 6 ივლის ის კანონი №1464 - სსმ I, № 2 0, 2 8.0 7 . 2009 წ., მუხ.9 8 საქართველოს 2009 წლის 6 ნოემბრ ის კანონი № 2019 - სსმ I, № 35 , 19 .

11.2009 წ., მუხ. 268 საქართველოს 2010 წლის 9 მარტ ის კანონი № 2728 - სსმ I, № 12 , 24 .

03.20 10 წ., მუხ. 64 საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4954 - ვებგვერდი, 11.07.2011წ. საქართველოს 2013 წლის 2 7 სექტემბრის კანონი №1387 – ვებგვერდი, 09.10.2013წ. საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1445 - ვებგვერდი, 28.10.2013წ. საქართველოს 2013 წლის 13 დეკემბრის კანონი №1791 - ვებგვერდი, 28.12.2013წ. ​ საქართველოს 2014 წლის 30 აპრილის კანონი №2323 - ვებგვერდი, 13.05.2014წ. საქართველოს 2014 წლის 29 ივლისის კანონი №2554 - ვებგვერდი, 08.08.2014წ. საქართველოს 2015 წლის 4 მარტის კანონი №3125 - ვებგვერდი, 19.03.2015წ. საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3547 - ვებგვერდი, 18.05.2015წ. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3948 - ვებგვერდი, 15.07.2015წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1926 – ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2018 წლის 7 მარტის კანონი №2041 – ვებგვერდი, 26.03.2018წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3118 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3582 – ვებგვერდი, 21.11.2018წ.

ამ მუხლის ისტორია· 23

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 სექ. 2026· გამოქვეყნდა 12 ოქტ. 2023
  2. 21 ნოე. 2018
  3. 11 ივლ. 2018
  4. 1 ივნ. 2018· გამოქვეყნდა 26 მარ. 2018
  5. 11 იან. 2018
  6. 1 აგვ. 2015· გამოქვეყნდა 15 ივლ. 2015
  7. 1 ივლ. 2015· გამოქვეყნდა 18 მაი. 2015
  8. 19 მარ. 2015
  9. 8 აგვ. 2014
  10. 13 მაი. 2014
  11. 1 იან. 2014· გამოქვეყნდა 28 ოქტ. 2013
  12. 28 დეკ. 2013
  13. 9 ოქტ. 2013
  14. 15 ივლ. 2011
  15. 11 ივლ. 2011
  16. 1 ოქტ. 2010· გამოქვეყნდა 24 მარ. 2010
  17. 19 ნოე. 2009
  18. 28 ივლ. 2009
  19. 24 მარ. 2009
  20. 14 ივლ. 2008
  21. 27 ივლ. 2007
  22. 16 აპრ. 2007
  23. 29 მაი. 2006· გამოქვეყნდა 15 მაი. 2006
წინა მუხლი 1შემდეგი მუხლი 3

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2023-09-21 · №81

3
ციტირებულია მუხლი
23
ცვლილება
ბოლო 2023-10-12
0
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 32

მიუთითებენ მასზე

მუხლი 10მუხლი 32მუხლი 48

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ

  • 31სამხედრო სამსახური
  • 32სამხედრო სამსახურის ვადები
  • 10²სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში სამხედრო სავალდებულო სამსახურის და საკონტრაქტო სამსახურის მოხდის წესი

თავდაცვის კოდექსი

  • 76პროფესიული სამხედრო სამსახურის ზოგადი პირობები
  • 28სამხედრო სამსახურის სახეები
  • 27სამხედრო სამსახურის არსი

პენიტენციური კოდექსი

  • 145სამსახურში სამხედრო სამსახურის გავლის დროებითი წესი

საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ

  • 30¹სამხედრო სამსახური გარდამავალ პერიოდში

თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ

  • 25სამხედრო სარეზერვო სამსახურში ჩარიცხული პირის სოციალური დაცვა
  • 4სამხედრო სარეზერვო სამსახურის სახეები
  • 6აქტიური სარეზერვო სამსახურის საერთო პირობები

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

  • 23²წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური გარდამავალ პერიოდში

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3210483110²23²30¹25467628271452
მითითებამნიშვნელობით ახლოსსამხედრო ვალდებულებისა…თავდაცვის კოდექსიპენიტენციური კოდექსისაქართველოს დაზვერვის …თავდაცვის ძალების რეზე…სახელმწიფო დაცვის სპეც…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 21 სექ. 2023