Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებმუხლი 38

სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ

მუხლი 38. სამხედრო მოსამსახურეთა შემადგენლობები და სამხედრო წოდებები

რედაქცია №81კონსოლიდირებული · 21 სექ. 2023

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 12.10.2023.

  • ამჟამად მოქმედი აქტი: თავდაცვის კოდექსი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.სამხედრო მოსამსახურეთა შემადგენლობები და სამხედრო წოდებებია: ა) სამხედრო სავალდებულო და საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურების სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) შემადგენლობები: ა.ა) რიგითებისა და კაპრალების შემადგენლობა: ა.ა.ა) საჯარისო (სახმელეთო, საჰაერო) სამხედრო წოდებები: რიგითი, I კლასის რიგითი, კაპრალი, კაპრალ-სპეციალისტი; ა.ა.ბ) საზღვაო ძალების წოდებები: საზღვაო რიგითი, I კლასის საზღვაო რიგითი, საზღვაო კაპრალი, საზღვაო კაპრალ-სპეციალისტი; ა.ბ) უმცროსი სერჟანტების (მიჩმანების) შემადგენლობა: ა.ბ.ა) საჯარისო სამხედრო წოდებები: უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი; ა.ბ.ბ) საზღვაო ძალების წოდებები: უმცროსი მიჩმანი, მიჩმანი; ა.გ) უფროსი სერჟანტების (მიჩმანების) შემადგენლობა: ა.გ.ა) საჯარისო სამხედრო წოდებები: უფროსი სერჟანტი, მასტერ სერჟანტი; ა.გ.ბ) საზღვაო ძალების წოდებები: უფროსი მიჩმანი, მასტერ მიჩმანი; ა.დ) მთავარი სერჟანტების (მიჩმანების) შემადგენლობა: ა.დ.ა) საჯარისო სამხედრო წოდება – მთავარი სერჟანტი; ა.დ.ბ) საზღვაო ძალების წოდება – მთავარი მიჩმანი; ბ) საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის უმცროსი ოფიცრების შემადგენლობა: ბ.ა) საჯარისო სამხედრო წოდებები: ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი; ბ.ბ) საზღვაო ძალების წოდებები: ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტან-ლეიტენანტი; გ) კადრის სამხედრო სამსახურის უფროსი და უმაღლესი ოფიცრების შემადგენლობები: გ.ა) უფროსი ოფიცრების შემადგენლობის საჯარისო სამხედრო წოდებები: მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი; გ.ბ) უფროსი ოფიცრების შემადგენლობის საზღვაო ძალების წოდებები: III რანგის კაპიტანი, II რანგის კაპიტანი, I რანგის კაპიტანი; გ.გ) უმაღლესი ოფიცრების შემადგენლობის საჯარისო სამხედრო წოდებები: ბრიგადის გენერალი, გენერალ-მაიორი, გენერალ-ლეიტენანტი, არმიის გენერალი; გ.დ) უმაღლესი ოფიცრების შემადგენლობის საზღვაო ძალების წოდებები: კონტრადმირალი, ვიცე-ადმირალი, ადმირალი.

2.პირველადი სამხედრო წოდება ენიჭებათ: ა) რიგითის წოდება: ა.ა) სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვეულ პირს; ა.ბ) საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში ჩარიცხულ პირს; ბ) ლეიტენანტის წოდება: ბ.ა) საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში ჩარიცხულ უმაღლესი განათლების მქონე პირს, თუ იგი აკმაყოფილებს თანამდებობისათვის წაყენებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს; ბ.ბ) პირს, რომელმაც გაიარა: ბ.ბ.ა) სამხედრო სასწავლებლის ბაკალავრიატის პროგრამა, რომლის გავლის საკითხები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით; ბ.ბ.ბ) უმცროსი ოფიცრის შესაბამისი კურსი, რომლის გავლის საკითხები რეგულირდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით; ბ.ბ.გ) ოფიცრის შესაბამისი კურსი, სტუდენტად ყოფნის პერიოდში, რომლის გავლის საკითხები რეგულირდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით; ბ.ბ.დ) ლეიტენანტის სამხედრო წოდების მისანიჭებელი კურსი, რომლის გავლის საკითხები რეგულირდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, და აქვს სრული ზოგადი, საშუალო პროფესიული ან/და უმაღლესი განათლება; ბ.ბ.ე) ლეიტენანტის სამხედრო წოდების მისანიჭებელი კურსი, რომლის გავლის საკითხები რეგულირდება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანებით, და რომელსაც აქვს სრული ზოგადი, საშუალო პროფესიული ან/და უმაღლესი განათლება.

3.სამხედრო მოსამსახურეს მორიგი სამხედრო წოდება ენიჭება თანამიმდევრობით, საფეხურის გამოტოვების გარეშე. სამხედრო მოსამსახურეს მორიგი სამხედრო წოდება (გარდა უმაღლესი ოფიცრისა) ენიჭება შემდეგი პირობების ერთდროულად არსებობის შემთხვევაში: ა) სამხედრო მოსამსახურის სამხედრო წოდებით სამხედრო სამსახურის გავლის ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ვადა (გარდა ამ მუხლის თანახმად მორიგი სამხედრო წოდების ვადამდე მინიჭების შემთხვევისა) გავიდა; ბ) სამხედრო მოსამსახურე აკმაყოფილებს მისანიჭებელი სამხედრო წოდებისათვის წაყენებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს; გ) სამხედრო მოსამსახურეს უკავია ისეთი სამხედრო თანამდებობა, რომლისთვისაც შტატით გათვალისწინებულია მისანიჭებელი სამხედრო წოდების თანაბარი ან უფრო მაღალი სამხედრო წოდება.

4.მორიგი სამხედრო წოდების მისანიჭებლად დადგენილია სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგი მინიმალური ვადები: ა) რიგითიდან (საზღვაო რიგითიდან) I კლასის რიგითამდე (I კლასის საზღვაო რიგითამდე) – 1 წელი; ბ) I კლასის რიგითიდან (I კლასის საზღვაო რიგითიდან) კაპრალამდე ან კაპრალ-სპეციალისტამდე (საზღვაო კაპრალამდე ან საზღვაო კაპრალ-სპეციალისტამდე) – 2 წელი; გ) კაპრალიდან ან კაპრალ-სპეციალისტიდან (საზღვაო კაპრალიდან ან საზღვაო კაპრალ-სპეციალისტიდან) უმცროს სერჟანტამდე (უმცროს მიჩმანამდე) – 2 წელი; დ) უმცროსი სერჟანტიდან (უმცროსი მიჩმანიდან) სერჟანტამდე (მიჩმანამდე) – 2 წელი; ე) სერჟანტიდან (მიჩმანიდან) უფროს სერჟანტამდე (უფროს მიჩმანამდე) – 3 წელი; ვ) უფროსი სერჟანტიდან (უფროსი მიჩმანიდან) მასტერ სერჟანტამდე (მასტერ მიჩმანამდე) – 5 წელი; ზ) მასტერ სერჟანტიდან (მასტერ მიჩმანიდან) მთავარ სერჟანტამდე (მთავარ მიჩმანამდე) – 5 წელი; თ) ლეიტენანტიდან უფროს ლეიტენანტამდე – 2 წელი; ი) უფროსი ლეიტენანტიდან კაპიტნამდე (კაპიტან-ლეიტენანტამდე) – 3 წელი; კ) კაპიტნიდან (კაპიტან-ლეიტენანტიდან) მაიორამდე (III რანგის კაპიტნამდე) – 3 წელი; ლ) მაიორიდან (III რანგის კაპიტნიდან) ვიცე-პოლკოვნიკამდე (II რანგის კაპიტნამდე) – 4 წელი; მ) ვიცე-პოლკოვნიკიდან (II რანგის კაპიტნიდან) პოლკოვნიკამდე (I რანგის კაპიტნამდე) – 5 წელი.

5.უმაღლესი ოფიცრის სამხედრო წოდების მისანიჭებლად ვადა არ დგინდება. ამ წოდების მისანიჭებლად უნდა დაკმაყოფილდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა. არმიის გენერლის და ადმირალის სამხედრო წოდებების მინიჭება დაიშვება მხოლოდ ომის დროს განსაკუთრებული საბრძოლო დამსახურებისათვის.

6.ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული ვადებისაგან განსხვავებით დგინდება, რომ: ა) სამხედრო მოსამსახურეს (გარდა რიგითებისა და კაპრალების შემადგენლობისა) სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში სამხედრო წოდება განსაკუთრებული დამსახურებისათვის შეიძლება ვადამდე მიენიჭოს; ბ) ქვეყნის ფარგლებს გარეთ მშვიდობის აღდგენისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ოპერაციებში, სხვა სახის სამშვიდობო ოპერაციებსა და საერთაშორისო მისიებში წარგზავნილ ოფიცერს მივლინების პერიოდში დროებით შეიძლება მიენიჭოს უფრო მაღალი სამხედრო წოდება (მათ შორის, საფეხურის გამოტოვებით) იმ თანამდებობის მიხედვით, რომელზედაც იგი დაინიშნება საერთაშორისო მისიაში. წოდების დროებით მინიჭებისათვის შეიძლება დადგინდეს განსხვავებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები.

7.სამხედრო მოსამსახურეს: ა) უმაღლესი ოფიცრის სამხედრო წოდებას ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი; ბ) პოლკოვნიკის (I რანგის კაპიტნის) სამხედრო წოდებას, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ლეიტენანტის სამხედრო წოდებას და ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამხედრო წოდებას ანიჭებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი; გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გაუთვალისწინებელ სამხედრო წოდებებს ანიჭებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ან მის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით უფლებამოსილი თანამდებობის პირი; დ) ამ პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სამხედრო წოდებებს სხვა სახელმწიფო უწყებაში ანიჭებს ამ უწყების ხელმძღვანელი ან მის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით უფლებამოსილი თანამდებობის პირი.

8.სპეციალური წოდების მქონე პირი საქართველოს თავდაცვის ძალებში გაიწვევა სამხედრო რეზერვიდან რეზერვის სამხედრო წოდებით. საქართველოს 2000 წლის 16 მაისის კანონი №297 - სსმ I, №21, 01.06.2000 წ., მუხ.53 საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1527 - სსმ I, №21, 12.07.2002 წ., მუხ.83 საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრის კანონი №641 - სსმ I, №38, 24.12.2004 წ., მუხ.178 საქართველოს 2005 წლის 8 ივლისის კანონი №1891 - სსმ I, №42, 29.07.2005 წ., მუხ.300 საქართველოს 2006 წლის 30 ივნისის კანონი №3428 - სსმ I, №27, 17.07.2006 წ., მუხ.224 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4327 - სსმ I, №2, 04.01.2007 წ., მუხ.42 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5239 - სსმ I, №29, 27.07.2007 წ., მუხ.308 საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №788 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.256 საქართველოს 2009 წლის 6 ნოემბრის კანონი №2019 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.268 საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №3015 - სსმ I, №23, 04.05.2010 წ., მუხ.134 საქართველოს 2010 წლის 13 ივლისის კანონი №3394 - სსმ I, №41, 21.07.2010 წ., მუხ.262 საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4120- სსმ I, №75, 27.12.2010 წ., მუხ.476 საქართველოს 2011 წლის 23 დეკემბრის კანონი №5598 – ვებგვერდი, 30.12.2011წ. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3948 - ვებგვერდი, 15.07.2015წ. საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3582 – ვებგვერდი, 21.11.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №73 · ძალაშია 13 დეკ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 12

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 21 ნოე. 2018

    38-ე მუხლში განისაზღვრა, რომ უმაღლესი ოფიცრის წოდებას ანიჭებს პრეზიდენტი, ზოგ წოდებას მინისტრი, ხოლო ახალი მე-8 პუნქტით სპეციალური წოდების მქონე პირი რეზერვის წოდებით გაიწვევა.

  2. 1 აგვ. 2015· გამოქვეყნდა 15 ივლ. 2015

    38-ე მუხლში დაემატა „ბ.ბ.ე)“ ქვეპუნქტი ლეიტენანტის წოდების მისანიჭებელი კურსის შესახებ, რომელსაც არეგულირებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება.

  3. 30 დეკ. 2011

    „თ“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებში ვადები თითო წლით შემცირდა: ლეიტენანტიდან უფროს ლეიტენანტამდე 2 წელი, კაპიტნიდან მაიორამდე 3 წელი, მაიორიდან ვიცე-პოლკოვნიკამდე 4 წელი.

  4. 27 დეკ. 2010

    ბ.ბ.ბ ქვეპუნქტში კურსის სახელწოდება „უმცროსი ოფიცრის შესაბამის კურსად“ შეიცვალა; მე-7 პუნქტში წოდებათა მინიჭების უფლებამოსილება ახლებურად განაწილდა: ძირითადად თავდაცვის მინისტრს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს ეკუთვნის, სხვა უწყებაში — უწყების ხელმძღვანელს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს.

  5. 21 ივლ. 2010

    38-ე მუხლში „ბ.ბ.გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატა „ბ.ბ.დ“ ქვეპუნქტი ლეიტენანტის წოდების მისანიჭებელი კურსის შესახებ, რომლის გავლის საკითხებს არეგულირებს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება.

  6. 4 მაი. 2010

    მე-5–მე-8 პუნქტები ახლებურად ჩამოყალიბდა: უმაღლესი ოფიცრის წოდებისთვის ვადა არ დგინდება, დაწესდა ვადამდე და დროებითი მინიჭების წესი, წოდების მიმნიჭებელი თანამდებობის პირები და სპეციალური წოდების მქონე პირთა გაწვევა რეზერვის წოდებით.

  7. 19 ნოე. 2009

    38-ე მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში შეიცვალა განათლების მოთხოვნა და დაემატა შინაგან საქმეთა სამინისტროს განსხვავებული წესი; ახალი 12³ პუნქტით 12¹ და 12² პუნქტები ამ სამინისტროს მოსამსახურეებზე არ ვრცელდება.

  8. 29 დეკ. 2008

    38-ე მუხლის მე-14 პუნქტში ვადაზე 6 თვით ადრე მორიგი წოდების მინიჭება ახლა მხოლოდ სამხედრო-საჰაერო ძალების მფრინავ ოფიცერზე ვრცელდება, საბრძოლო გემების ოფიცერი ამოღებულია; დანარჩენი ცვლილებები გრამატიკულია.

  9. 27 ივლ. 2007

    შეიცვალა პირველადი წოდებების მინიჭების კატეგორიები (მე-10 პუნქტი), მორიგი წოდებისთვის სამსახურის ვადები და დაემატა საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და დამატებითი ვადების წესი (მე-12, 12¹, 12² პუნქტები); ვადამდე წოდების მინიჭების უფლებამოსილება ვიცე-პოლკოვნიკამდე გაერთიანებული შტაბის უფროსს გადაეცა (მე-17 პუნქტი).

  10. 4 იან. 2007

    38-ე მუხლს დაემატა 4² პუნქტი, რომლის მიხედვითაც სპეციალური წოდების სამხედრო წოდებასთან გათანაბრებისას სპეციალური წოდებით ნამსახურები წლები სამხედრო სამსახურის სტაჟში ითვლება.

  11. 17 ივლ. 2006

    38-ე მუხლს დაემატა 4¹ პუნქტი, რომელიც განსაზღვრავს, ვინ წყვეტს სხვა უწყებიდან გადმოსული პირების სპეციალური წოდების სამხედრო წოდებასთან გათანაბრებას: თავდაცვის მინისტრი ან, უმაღლესი სპეციალური წოდების შემთხვევაში, პრეზიდენტი.

  12. 29 ივლ. 2005

    38-ე მუხლში ამოღებულია „გ“ ქვეპუნქტი პრეზიდენტის მიერ ბრიგადის გენერლის (კონტრ-ადმირალის) დროებითი წოდების მინიჭების შესახებ. ამოღებულია ასევე 9¹ პუნქტი ამავე წოდების მუდმივად დამტკიცებისა და სამსახურის ვადების პირობების შესახებ.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 37შემდეგი მუხლი 39

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 21 სექ. 2023 · №81

  • 12 ცვლილება · ბოლო 21 ნოე. 2018
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 28 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 46⁴

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

თავდაცვის კოდექსი

  • 42სამხედრო წოდებები
  • 182სამხედრო წოდებების გათანაბრება
  • 76პროფესიული სამხედრო სამსახურის ზოგადი პირობები

სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ

  • 5⁵საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალური წოდებები
  • 5საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური წოდებები
  • 5¹საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სპეციალური წოდებები

მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

  • 2მეზღვაურთა შემადგენლობა

სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ

  • 8ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამხედრო წოდებისა და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირების კომპენსაციის გაანგარიშება

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

  • 10¹სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სპეციალური წოდებები  და ზღვრული ასაკი

პენიტენციური კოდექსი

  • 145სამსახურში სამხედრო სამსახურის გავლის დროებითი წესი

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 11¹³მოსამსახურის შრომის ანაზღაურება და სოციალური დაცვა

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

  • 63მოსამსახურის შრომის ანაზღაურება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
5⁵55¹11¹³846⁴10¹263421827614538
მითითებამნიშვნელობით ახლოსსამხედრო ვალდებულებისა…თავდაცვის კოდექსისახელმწიფო სპეციალური …მეზღვაურთა განათლებისა…სახელმწიფო კომპენსაციი…სახელმწიფო დაცვის სპეც…