თავდაცვის კოდექსი

მუხლი 76. პროფესიული სამხედრო სამსახურის ზოგადი პირობები

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 13 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პროფესიული სამხედრო მოსამსახურე (ამ თავის მიზნებისთვის შემდგომ − სამხედრო მოსამსახურე) პროფესიულ სამხედრო სამსახურს გადის ამ კოდექსის, მის საფუძველზე მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

2.პროფესიული სამხედრო სამსახური არის: ა) საკონტრაქტო − კონტრაქტზე დაფუძნებული, ნებაყოფლობითი, ვადიანი სამხედრო სამსახური; ბ) არასაკონტრაქტო − უვადო სამხედრო სამსახური.

3.საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებს მიეკუთვნებიან რიგითის, პირველი კლასის რიგითის, კაპრალის, კაპრალ-სპეციალისტის, უმცროსი სერჟანტის, სერჟანტის, უფროსი სერჟანტის, მასტერ-სერჟანტის, მთავარი სერჟანტის, ლეიტენანტის, უფროსი ლეიტენანტის, კაპიტნის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურეები.

4.არასაკონტრაქტო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებს მიეკუთვნებიან მაიორის, ვიცე-პოლკოვნიკის, პოლკოვნიკის, ბრიგადის გენერლის, გენერალ-მაიორის, გენერალ-ლეიტენანტის, გენერლის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურეები.

5.საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეს პროფესიული სამხედრო სამსახურის გასავლელად უფორმდება კონტრაქტი.

6.არასაკონტრაქტო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეს პროფესიული სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში პრივილეგიის მინიჭების ან/და ვალდებულების განსაზღვრის მიზნით შეიძლება გაუფორმდეს კონტრაქტი.

7.კონტრაქტის ფორმას ამტკიცებს მინისტრი.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. პროფესიული სამხედრო მოსამსახურე (ამ თავის მიზნებისთვის შემდგომ − სამხედრო მოსამსახურე) პროფესიულ სამხედრო სამსახურს გადის ამ კოდექსის, მის საფუძველზე მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 2. პროფესიული სამხედრო სამსახური არის: ა) საკონტრაქტო − კონტრაქტზე დაფუძნებული, ნებაყოფლობითი, ვადიანი სამხედრო სამსახური; ბ) არასაკონტრაქტო − უვადო სამხედრო სამსახური. 3. საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებს მიეკუთვნებიან რიგითის, პირველი კლასის რიგითის, კაპრალის, კაპრალ-სპეციალისტის, უმცროსი სერჟანტის, სერჟანტის, უფროსი სერჟანტის, მასტერ-სერჟანტის, მთავარი სერჟანტის, ლეიტენანტის, უფროსი ლეიტენანტის, კაპიტნის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურეები. 4. არასაკონტრაქტო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებს მიეკუთვნებიან მაიორის, ვიცე-პოლკოვნიკის, პოლკოვნიკის, ბრიგადის გენერლის, გენერალ-მაიორის, გენერალ-ლეიტენანტის, გენერლის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურეები. 5. საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეს პროფესიული სამხედრო სამსახურის გასავლელად უფორმდება კონტრაქტი. 6. არასაკონტრაქტო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეს პროფესიული სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში პრივილეგიის მინიჭების ან/და ვალდებულების განსაზღვრის მიზნით შეიძლება გაუფორმდეს კონტრაქტი. 7. კონტრაქტის ფორმას ამტკიცებს მინისტრი.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 12 ოქტ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4611¹³11¹⁶101630¹773079145111776
მნიშვნელობით ახლოსთავდაცვის კოდექსიპენიტენციური კოდექსისაქართველოს დაზვერვის …დანაშაულის პრევენციის,…სახელმწიფო დაცვის სპეც…საქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა