Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებმუხლი 2

მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

მუხლი 2. მეზღვაურთა შემადგენლობა

რედაქცია №11 კონსოლიდირებული · 12 ნოე. 2025
თემები:საზღვაო ეკიპაჟი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789101111¹1213141516171819

1.ამ კანონის მიზნებისათვის მეზღვაურთა შემადგენლობა მოიცავს კაპიტანს, ოფიცერსა და რიგითს.

2.კაპიტანი არის პირი, რომელიც მეთაურობს გემს.

3.ოფიცერი არის გემის ეკიპაჟის წევრი, გარდა კაპიტნისა და რიგითისა, რომელსაც აქვს სათანადო კომპეტენცია, რაც დასტურდება შესაბამისი სერტიფიკატით ამ კანონის, კონვენციისა და STCW -ის კოდექსის შესაბამისად.

4.ოფიცერთა შემადგენლობაში შედიან: ა) კაპიტნის (საგემბანე) თანაშემწე: ა.ა) კაპიტნის უფროსი თანაშემწე; ა.ბ) სავახტო თანაშემწე; ბ) მექანიკოსი: ბ.ა) უფროსი მექანიკოსი; ბ.ბ) მეორე მექანიკოსი; ბ.გ) სავახტო მექანიკოსი; გ) ელექტროტექნიკოსი.

5.კაპიტნის უფროსი თანაშემწე არის კაპიტნის რანგით მომდევნო ოფიცერი, რომელზედაც გადადის გემის მეთაურობა კაპიტნის მიერ საკუთარი მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში.

6.უფროსი მექანიკოსი არის სამანქანე განყოფილების რანგით ყველაზე მაღალი ოფიცერი, რომელიც პასუხისმგებელია გემის ამძრავ მექანიზმებზე, მექანიკური მოწყობილობებისა და ელექტრომოწყობილობების ექსპლუატაციასა და მომსახურებაზე და რომლის კომპეტენცია შეესაბამება კონვენციის III თავით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

7.მეორე მექანიკოსი არის უფროსი მექანიკოსის რანგით მომდევნო სამანქანე განყოფილების ოფიცერი, რომელზედაც გადადის უფროსი მექანიკოსის პასუხისმგებლობა მის მიერ საკუთარი მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში და რომლის კომპეტენცია შეესაბამება კონვენციის III თავით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

8.სავახტო თანაშემწე არის კაპიტნის თანაშემწე, რომელიც დროის გარკვეულ მონაკვეთში (გემის ვახტის გაწევის განრიგის მიხედვით) პასუხისმგებელია გემის სანავიგაციო ვახტის გაწევაზე.

9.სავახტო მექანიკოსი არის სამანქანე განყოფილების ოფიცერი, რომელიც დროის გარკვეულ მონაკვეთში (გემის ვახტის გაწევის განრიგის მიხედვით) პასუხისმგებელია გემის სამანქანე ვახტის გაწევაზე.

10.ელექტროტექნიკოსი არის ოფიცერი, რომლის კომპეტენცია შეესაბამება კონვენციის III/6 რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

11.რადიოოპერატორი არის პირი, რომელიც ფლობს სააგენტოს მიერ რადიოწესების შესაბამისად გაცემულ ან აღიარებულ სერტიფიკატს.

11¹.GMDSS-ის რადიოოპერატორი არის პირი, რომლის კომპეტენცია შეესაბამება კონვენციის IV თავით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

12.კაპიტნის (საგემბანე) თანაშემწე არის ოფიცერი, რომლის კომპეტენცია შეესაბამება კონვენციის II თავით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

13.მექანიკოსი არის ოფიცერი, რომლის კომპეტენცია შეესაბამება კონვენციის III/1, III/2 ან III/3 რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

14.რიგითი არის გემის ეკიპაჟის წევრი, გარდა კაპიტნისა ან ოფიცრისა.

15.მატროსი არის რიგითი, რომლის კომპეტენცია შეესაბამება კონვენციის II/5 რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

16.მოტორისტი არის რიგითი, რომლის კომპეტენცია შეესაბამება კონვენციის III/5 რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

17.რიგითი ელექტროტექნიკოსი არის რიგითი, რომლის კომპეტენცია შეესაბამება კონვენციის III/7 რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

18.სტაჟიორ-მექანიკოსი არის პირი, რომელიც გადის წვრთნას, რომ გახდეს სამანქანე განყოფილების ოფიცერი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

19.(ამოღებულია - 14.11.2014, №2790). საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 26 ნოე. 2014
წინა მუხლი 1შემდეგი მუხლი 3

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მეზღვაურთა შრომითი ხელშეკრულებები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საზღვაო ეკიპაჟის უფლებები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

არმაზ ძირკვაძე

არმაზ ძირკვაძე

კომერციული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-11-12 · №11

0
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2014-11-26
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

  • 31სამგზავრო გემის კაპიტნის, ოფიცრის, რიგითისა და გემზე დასაქმებული სხვა პერსონალის დამატებითი სავალდებულო წვრთნა და კომპეტენცია
  • 53გემთმფლობელის ვალდებულებანი
  • 58ვახტის ორგანიზება და ზედამხედველობის წესები

საზღვაო კოდექსი

  • 47—
  • 48—
  • 57—

მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

  • 18თევზსაჭერ გემზე თანამდებობების პასუხისმგებლობის დონეების მიხედვით განაწილება
  • 1ტერმინთა განმარტება

მეზღვაურთა შრომის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება
  • 7წვრთნა და კომპეტენცია/კვალიფიკაცია
  • 14მეზღვაურის ხელფასი

სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ

  • 38სამხედრო მოსამსახურეთა შემადგენლობები და სამხედრო წოდებები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4748573831535818127142
მნიშვნელობით ახლოსმეზღვაურთა განათლებისა…საზღვაო კოდექსიმეთევზე-მეზღვაურთა გან…მეზღვაურთა შრომის შესა…სამხედრო ვალდებულებისა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 12 ნოე. 2025