სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ

მუხლი 46⁴. სამხედრო წოდებების გათანაბრება

რედაქცია №81კონსოლიდირებული · 21 სექ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ამ მუხლის ამოქმედების დღისთვის მოქმედი სამხედრო მოსამსახურეებისა და რეზერვში მყოფი პირების სამხედრო წოდებები გაუთანაბრდეს ამ მუხლის ამოქმედებიდან გაუქმებულ (შეცვლილ) სამხედრო წოდებებს: ა) ეფრეიტორი და II კლასის ეფრეიტორი – რიგითს, ხოლო მატროსი, უფროსი მატროსი და II კლასის მატროსი – საზღვაო რიგითს; ბ) I კლასის ეფრეიტორი – I კლასის რიგითს, ხოლო I კლასის მატროსი – I კლასის საზღვაო რიგითს; გ) ბატალიონის სერჟანტი და შტაბის სერჟანტი – მასტერ სერჟანტს, ხოლო ხომალდის მიჩმანი და შტაბის მიჩმანი – მასტერ მიჩმანს; დ) ბრიგადის სერჟანტი – მთავარ სერჟანტს; ე) უმცროსი ლეიტენანტი – ლეიტენანტს;

2.შესაბამისმა უწყებამ და მუნიციპალიტეტის შესაბამისმა სტრუქტურულმა ერთეულმა უზრუნველყონ მოქმედი სამხედრო მოსამსახურისა და რეზერვში მყოფი პირის სააღრიცხვო მონაცემების შეცვლა ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად სამხედრო წოდებების გათანაბრების მიზნით.

3.სამხედრო მოსამსახურეს, რომელსაც წოდება გაუთანაბრდა ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გათანაბრებული სამხედრო წოდებით ნამსახურობის ვადაში ჩაეთვალოს ის ვადა, რომლის განმავლობაშიც მან იმსახურა ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გასათანაბრებელი სამხედრო წოდებით.

4.ამ კანონის 38-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ვრცელდება აგრეთვე მის ამოქმედებამდე მინიჭებულ სამხედრო წოდებებზე. საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №3015 - სსმ I, №23, 04.05.2010 წ., მუხ.134 საქართველოს 2014 წლის 29 ივლისის კანონი №2554 - ვებგვერდი, 08.08.2014წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. ამ მუხლის ამოქმედების დღისთვის მოქმედი სამხედრო მოსამსახურეებისა და რეზერვში მყოფი პირების სამხედრო წოდებები გაუთანაბრდეს ამ მუხლის ამოქმედებიდან გაუქმებულ (შეცვლილ) სამხედრო წოდებებს: ა) ეფრეიტორი და II კლასის ეფრეიტორი – რიგითს, ხოლო მატროსი, უფროსი მატროსი და II კლასის მატროსი – საზღვაო რიგითს; ბ) I კლასის ეფრეიტორი – I კლასის რიგითს, ხოლო I კლასის მატროსი – I კლასის საზღვაო რიგითს; გ) ბატალიონის სერჟანტი და შტაბის სერჟანტი – მასტერ სერჟანტს, ხოლო ხომალდის მიჩმანი და შტაბის მიჩმანი – მასტერ მიჩმანს; დ) ბრიგადის სერჟანტი – მთავარ სერჟანტს; ე) უმცროსი ლეიტენანტი – ლეიტენანტს; 2. შესაბამისმა უწყებამ და მუნიციპალიტეტის შესაბამისმა სტრუქტურულმა ერთეულმა უზრუნველყონ მოქმედი სამხედრო მოსამსახურისა და რეზერვში მყოფი პირის სააღრიცხვო მონაცემების შეცვლა ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად სამხედრო წოდებების გათანაბრების მიზნით. 3. სამხედრო მოსამსახურეს, რომელსაც წოდება გაუთანაბრდა ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გათანაბრებული სამხედრო წოდებით ნამსახურობის ვადაში ჩაეთვალოს ის ვადა, რომლის განმავლობაშიც მან იმსახურა ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გასათანაბრებელი სამხედრო წოდებით. 4. ამ კანონის 38-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ვრცელდება აგრეთვე მის ამოქმედებამდე მინიჭებულ სამხედრო წოდებებზე. საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №3015 - სსმ I, №23, 04.05.2010 წ., მუხ.134 საქართველოს 2014 წლის 29 ივლისის კანონი №2554 - ვებგვერდი, 08.08.2014წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №62 · ძალაშია 8 აგვ. 2014-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 6 აპრ. 1999 – 4 მაი. 2010 მუხლი კანონში არ იყო

  2. … – 6 აპრ. 1999 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 46⁴ მუხლის მე-2 პუნქტში სააღრიცხვო მონაცემების შეცვლის ვალდებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამსახურების ნაცვლად ახლა მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულია და ტექსტი მხოლობით რიცხვშია.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3875⁵5¹4838115925182424314546⁴
მითითებამნიშვნელობით ახლოსსამხედრო ვალდებულებისა…თავდაცვის კოდექსისახელმწიფო სპეციალური …სახელმწიფო კომპენსაციი…სამხედრო, შინაგან საქმ…პენიტენციური კოდექსი